ა(ა)იპ - წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა
შემეცნებითი შეხვედრა
    		<description>მადლობა ქალბატონ მაია ალექსიშვილი და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას საინტერესო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითი შეხვედრისთვის!
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სკოლა ჩართულია ისეთ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებასა და ახალგაზრდებში თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარებას.
მადლობა ორგანიზატორებს გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის! წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!
საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრების ციკლი დედოფლისწყაროში წარმატებით დაიწყო!
,,ხმის ეფექტები,,
    		<description>,,ეკრანის მიღმა დამალული ხმები" ,,ხმის ეფექტები" მეოთხე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ხმოვანი სამყაროს საიდუმლოებებს,ასევე ხმის რეჟისორის საქმიანობას. სწავლა'აღმოჩენით, ფანტაზიით და შემოქმედებით მოსწავლეებისთვის 'საინტერესო და სახალისო იყო.
 10
,,მუსიკალური ტყე,, 
    		<description>წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
საგანი მუსიკა  მე_3 კლასი
ხმისა და ბგერის ხანგრძლივობა.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი
,,მუსიკალური ტყე", სადაც თითოეულ ფოთოლს თავისი ხმა შეუსაბამეს,განასხვავეს მოკლე და გრძელი ბგერები. ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო სახალისო აღმოჩენა იმისა, თუ რამდენად რიტმული და მრავალფეროვანია ჩვენი გარემო.
 10
,,შემოდგომა,,
    		<description>"სტუმრად პაპას სახლში"
დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის
პრე-კლასის დაუვიწყარი საშემოდგომო ღონისძიება
 30
 ვიდეოს ნახვა
 ვიდეოს ნახვა
ლაბორატორიული ექსპერიმენტები
    		<description>ლაბორატორიული ექსპერიმენტები მეცხრე კლასში! „როგორ მოქმედებს მეტალების აქტიურობის მწკრივი ქიმიურ რეაქციებზე? ვსწავლობთ მჟავებთან მეტალების ურთიერთქმედებას და ნეიტრალიზაციის რეაქციებს ცდებისა და დაკვირვებების საფუძველზე.“პედაგოგი ირინა შაბიაშვილი
 9
Archi Tech Park პროექტი
    		<description>7-13 სექტემბერს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა Archi Tech Park პროექტი. მონაწილეებმა შეისწავლეს არქიტექტურა, დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი სკოლიდან პროექტში მონაწილეობას იღებდა IX, X, XI კლასების 16 მოსწავლე. დემო დღეს გუნდები საკუთარი იდეებითა და პროტოტიპებით წარსდგნენ პარტნიორი კომპანიების წინაშე. ჟიურის რჩეულები გახდნენ: გუნდი ,,აურა" (მარიამ გიგოლაშვილი, მარიამ ჯინაშვილი, ანასტასია ჯამასპიშვილი) და გუნდი ,, Faithfuls " (თამაზი ალუღიშვილი, ანამარია ფიროსმანაშვილი, ნინი ყაზარაშვილი). მათ გადაეცათ არქიტექტურის უფასო სასწავლო კურსი, სტაჟირების შესაძლებლობები და სიმბოლური პრიზები. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ 
საინფორმაციო შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ
    		<description>2026 წლის 8 ოქტომბერს, ა(ა)იპ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოების შესახებ.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ თეა სხირტლაძეს და მის გუნდს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისთვის.
„ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან
​X კლასის მოსწავლეებისათვის დღევანდელი დღე გამორჩეული და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურისა  და ხელოვნების პედაგოგების ორგანიზებით მოეწყო საგანმანათლებლო ექსკურსია სპექტაკლზე- „ჯინსების თაობა“.
​თეატრმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ წაეკითხათ, არამედ თვალით ენახათ და განეცადათ ის ისტორიული ეპოქა, რომელზეც ლიტერატურისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მსჯელობენ. ინტეგრირებულმა მიდგომამ მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ ცოცხლდება მხატვრული ტექსტი სცენაზე და როგორ ხდება ხელოვნება თავისუფლებისა და ადამიანური დრამის გამომსახველი.
პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!
    		<description>დედოფლისწყაროს რაიონი . წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
I ეტაპი: აღმოაჩინე
ძალიან სახალისო და საინტერესო დღე ჰქონდათ მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს.
ბავშვებს გავაცანი პროექტის მიზანი და შინაარსი. პირველ ეტაპზე („აღმოაჩინე“) ჩვენი მიზანია:
მოვუსმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას;
ვისაუბროთ იმ განწყობასა და ემოციებზე, რასაც მუსიკა გვიქმნის;
ჯგუფებში განვიხილოთ შთაბეჭდილებები და შევქმნათ ჩვენი პირველი საბოლოო პროდუქტი — „მუსიკის აღმოჩენის რუკა“.
პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და წინ საოცარი აღმოჩენები გველოდება!
🌿 მასწავლებლის დღე გრძელდება… 🌿
    		<description>დღეს დედოფლისწყაროს ვესტუმრეთ, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორის, ქალბატონი თეა სხირტლაძის, მიწვევით.
მადლითა და სიყვარულით სავსე დღეს მოვილოცეთ ელიას მონასტერი, წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარი და მოვინახულეთ ხორნაბუჯის ციხე.
ეს იყო განსაკუთრებული დღე სულიერი სიმშვიდის, მეგობრობის, გულწრფელი ურთიერთობებისა და ახალი შთაბეჭდილებების.
დიდი მადლობა ქალბატონ თეა სხირტლაძეს ასეთი თბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი დღისათვის.
მასწავლებლის დღე გრძელდება სიყვარულით, მადლიერებითა და ერთმანეთისთვის გაზიარებული სიხარულით.
🎓2026–2027 სასწავლო წლის დაწყება🎓
    		<description>გელოდებით დიდი შემართებით, სიხარულითა და სიყვარულით!
ერთად დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი — ახალი მიზნებით,
დიდი ოცნებებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით.
 ვიდეოს ნახვა
 ვიდეოს ნახვა
 ვიდეოს ნახვა
2026–2027 სასწავლო წლის დაწყება
    		<description>2026–2027 სასწავლო წელი ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლაში საზეიმოდ დაიწყება.
9:00 საათზე — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაიმართება სავედრებელი პარაკლისი.
10:00 საათზე — სკოლის ეზოში დაიწყება საზეიმო ღონისძიება.
გელოდებით ყველას, რათა ერთად, სიყვარულითა და ახალი შემართებით დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი!
წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
 ვიდეოს ნახვა
🎓 გილოცავთ სტუდენტობას! 🎓
    		<description>ჩვენი სკოლის სახელით გულითადად ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! ❤️
დღეს თქვენი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წინ გელოდებათ ახალი ცოდნა, შესაძლებლობები, მეგობრები, გამოწვევები და უამრავი საინტერესო თავგადასავალი.
გვჯერა, რომ იმ ღირებულებებსა და ცოდნას, რომლებიც ჩვენს სკოლაში შეიძინეთ, მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებთ და თქვენი წარმატებით კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ.
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, საინტერესო გამოცდილებებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს! ✨
ამაყად გიყურებთ და ყოველთვის გვეამაყებით!
წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო! ❤️🎓
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს
    		<description>ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს — მარიამ ბაიდოშვილსა და დაჩი პოპიაშვილს ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე „დელფინის თასზე“ მიღწეულ წარმატებას!
მარიამმა 8 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო დაჩიმ თავის ასაკობრივ ჯგუფში მე-5 ადგილი მოიპოვა და ვაჟებს შორის მე-3 შედეგი აჩვენა.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი წარმატებებით!
განსაკუთრებული მადლობა მათ მწვრთნელს, ბატონ გიორგი კიკილაშვილს, თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.
ვუსურვებთ მარიამსა და დაჩის კიდევ უამრავ გამარჯვებას!
დედოფლისწყაროელების მორიგი წარმატება
წარმატებები მარიამს
    		<description>უამრავ წინსვლას და წარმატებას გისურვებ მარიამ 
ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი / Youth Innovations' Center უღრმესი მადლობა
მარიამ ბაიდოშვილი - პატარა მოჭადრაკე
    		<description>ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა მოსწავლემ, მარიამ ბაიდოშვილმა, კვლავ მიაღწია წარმატებას ჭადრაკში!
ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას, გამარჯვებასა და წინსვლას!
განსაკუთრებული მადლობა და მილოცვა მარიამის მასწავლებელს, ბატონ გიორგი კიკილაშვილს, თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.
ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლით და გვჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვებაა!
მივმართავ დედოფლისწყაროს ჭადრაკის მოყვარულებს, დაიმახსოვრეთ: მარიამ ბაიდოშვილი!!!
1-7 აგვისტოს ამბროლაურში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი: რაჭა- 2026 (საერთაშორისო ტურნირი), სადაც 8 წლამდე ასაკის გოგონათა ჯგუფში გამარჯვებულია ქ. დედოფლისწყაროში მცხოვრები ჭადრაკის წრის მოსწავლე მარიამ ბაიდოშვილი. მივულოცოთ მას ეს წარმატება!
მოგზაურობა ყაზბეგში
    		<description>დამთავრდა ჩვენი დაუვიწყარი ოთხდღიანი მოგზაურობა ყაზბეგში – საოცარ ადგილას, სადაც ბუნების სილამაზე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი ბედნიერებითა და დადებითი ემოციებით გავსებს.
დიდი მადლობა, სპმთპ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილს, თანადგომისა და მზრუნველობისთვის. ის ყოველთვის ჩვენს გვერდით არის.
მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის, ემოციებისთვის და მოგონებებისთვის,
როგორც ყოველთვის, საოცარი დღეები გავატარეთ ყაზბეგში. ბუნების სილამაზე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და დაუვიწყარი ემოციები – ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდებით.მადლობა ამ ულამაზეს მოგზაურობასა და ერთად გატარებული ბედნიერი წუთებისთვის.
ქეთევან ყაჭაშვილს ვულოცავთ FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობას!
    		<description>კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს ქეთევან ყაჭაშვილს FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობას!
უკვე სულ მალე იგი ერთი სასწავლო წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დარწმუნებული ვართ, ეს წელი მისთვის ახალი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით იქნება სავსე.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის საზოგადოებას პერიოდულად გაუზიარებს ამერიკაში მიღებულ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ისტორიებს.
ვუსურვებთ წარმატებებს, ბედნიერ მოგზაურობას და დაუვიწყარ თავგადასავალს!
სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით
    		<description>წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს — წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს იმ დიდი სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისა და გულწრფელი ემოციებისთვის, რომლებიც სკოლის, პედაგოგიური კოლექტივსა და ჩვენი უძვირფასესი დირექტორის მიმართ გამოხატეთ. ✨
✨ თქვენი სტუმრობა ჩვენთვის მხოლოდ შეხვედრა არ ყოფილა — ეს იყო სიყვარულით, სითბოთი და ქრისტიანული ძმობით გამთბარი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საერთო სარწმუნოება, ერთგულება და კეთილგანწყობა ადამიანებს უხილავი, მაგრამ მტკიცე ძაფით აკავშირებს. 🙏
🏫 უდიდესი სიხარულია, როდესაც ჩვენი სკოლის ოჯახური გარემო, ურთიერთპატივისცემა და გულით გაზიარებული სიყვარული სტუმრების გულშიც ასეთ ნათელ კვალს ტოვებს. სწორედ ასეთი შეხვედრები გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვარწმუნებს, რომ სიკეთე ყოველთვის მრავალგზის ბრუნდება. 
💐 განსაკუთრებული მადლობა თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღის სილამაზისა და სულიერი სიხარულის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
🤝 გვწამს, რომ ჩვენი მეგობრობა და სულიერი ერთობა მომავალშიც გაგრძელდება და უფლის წყალობით კიდევ მრავალ მადლიან შეხვედრას ერთად ვიზეიმებთ.
უფალი იყოს ჩვენი მეგობრობისა და ერთობის მარადიული შემწე!
დრო მიდის, მონატრება კი უცვლელია...
    		<description>დღეს 19 ივნისია — მეუფე დიმიტრის დაბადების დღე. უკვე ოთხი წელია, რაც ამ დღეს სევდით, უსაზღვრო მონატრებითა და მადლიერებით ვხვდებით.
ფიზიკური განშორების ტკივილი კვლავაც ცოცხალია, თუმცა მას მეუფის დატოვებული სულიერი მამობის ხსოვნა და უპირობო სიყვარული ათბობს.
მეუფე დიმიტრიმ წარუშლელი კვალი დატოვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და ჩვენი სკოლის ცხოვრებაში.
მისი მზრუნველობა და ქრისტიანული თავდადება დღესაც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში.
ვიხსენებთ მას ცრემლითა და ტკივილით, ვლოცულობთ მისი სულისთვის და მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მისი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ ვცხოვრობდით.
„ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“
    		<description>ისტორია, რწმენა და თავდადება!
ქვეყნის სულიერი სიმტკიცე მის მესაჭეებზე დგას. ამ ვიდეოში ნახავთ უნიკალურ კადრებსა და შეჯამებას ორი გამორჩეული მწყემსმთავრის მოღვაწეობისა:
* უწმინდესი და უნეტარესი ილია II – ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა.
* ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ერთგული მსახური, რომლის ღვაწლიც თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა.
აღსანიშნავია, რომ ეს ემოციური შეჯამება პატრიარქის დაარსებულ სკოლაში, მეუფე დიმიტრის აღზრდილმა მოსწავლეებმა მოამზადეს მასწავლებლებთან ერთად!
კიდევ ერთი საამაყო წელი ჩვენი სკოლის ისტორიაში!
    		<description>როგორც ყოველ წელს, დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით. მიმდინარე სასწავლო წლის შედეგებით, ჩვენს სკოლას ჰყავს 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი.
ეს მიღწევა მათი დაუღალავი შრომის, პასუხისმგებლობის, ცოდნისადმი სიყვარულისა და მიზანდასახულობის ნათელი მაგალითია. თითოეული წარმატება არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ მისი ოჯახის, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
გულითადად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მათი მომავალი გზა სავსე იყოს ახალი შესაძლებლობებით, გამარჯვებებითა და ღირსეული მიღწევებით.
ღონისძიება
    		<description>ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეების შეუდარებელ, ტურფა მთა-ბარს უამრავი მზრუნველი სიტყვა, დალოცვა თუ ფიცი მიუძღვნეს. წინაპართა ნასისხლარ მიწა, ლამპრად და ხატებად ქცეულ ქართულ წესებს და ადათებს ხალხური საკრავებით მიუალერსეს. მათი უსასრულო ნატვრა ხომ ყველა ქართველისთვის სულისშემძვრელია: ,,ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე აფხაზეთში გათენებულ საქართველოს!" ქართული ცეკვებით ანთებული სცენა ღონისძიების დასასრულს საქართველოს რუკის დანაწევრებული კუთხეების აწყობით დამშვენდა. დაე, ასეთი სიამაყით გაგებრწყინებინოთ საქართველოს მომავალი! პედაგოგი ნანა ზურაშვილი
სპორტი
    		<description>ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ სურენ ტუმასიანმა კიდევ ერთხელ გაგვახარა, მან კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის XXXIII-ე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე დაიკავა დამსახურებული პირველი ადგილი. ვულოცავთ სურენას და მომავალშიც ულევ წარმატებებს ვუსურვებთ.
ღონისძიება
    		<description>7 ივნისს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის.
ამ დღეს სიტყვამ, სიმღერამ და მოგონებამ გააცოცხლა ორი გამორჩეული სასულიერო მოღვაწის ღვაწლი და განვლილი გზა. მოსწავლეებმა სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს მათი ცხოვრება, ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებული მსახურება, სიბრძნე, რომელიც თაობებს გზას უნათებს.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი ჩართულობით კიდევ ერთხელ შევეხეთ იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს — რწმენით, სიყვარულითა და სამშობლოსადმი ერთგულებით განმსჭვალულ გზას.
"ნახატები ბიბლიურ თემებზე"
    		<description>ანამარია გონაშვილი, მარიამ ბაიდოშვილი, ნატალია სესიტაშვილი, გაბრიელ დავითაშვილი, მარიამ დავითაშვილი, სანდრო კიკილაშვილი და მარიამ თეთვაძე მონაწილეობას იღებენ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ნახატები ბიბლიურ თემებზე". 5 ივნისს გაიმართა II ტური_ "ხატვის დღე". მოსწავლეებს წაუკითხეს ამონარიდი ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც კონკურსანტებმა შეასრულეს ნახატი. ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს! პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი.
 3
მედიაწიგნიერების პროექტი
    		<description>დასრულდა ორთვიანი მედიაწიგნიერების პროექტი — საინტერესო, შემეცნებითი და მრავალი სასიამოვნო ემოციით სავსე პერიოდი, რომელმაც მონაწილეებს ახალი ცოდნა, გამოცდილება და საინტერესო შთაბეჭდილებები შესძინა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო როგორც მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას, ასევე სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის ორგანიზატორს, ნათია კოხოძეს, საინტერესო, შინაარსიანი და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლების გაერთიანებისა და სასიამოვნო, მეგობრული გარემოს შექმნისთვის.
სასკოლო ოლიმპიადა
    		<description>საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და ისტის კათედრის ორგანიზებით მე-8,9,10,11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა. კონკურსს შედეგების მიხედვით პირველი, მეორე და მესამე ადგილი მერვე კლასელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს. ოლიმპიადაში მონაწილეებმა გამოამჟღავნეს საგნობრივი ცოდნა და ლოგიკური აზროვნება. პირველი ადგილი - მარიამ ყაჭაშვილი. მეორე ადგილი - თათული ნადირაშვილი და ბარბარე ბეჟაშვილი.მესამე ადგილი - ქეთევან ჯინაშვილი და ნინო ზურიკაშვილი. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს. ვუსურვებთ მომავალში წარმატებებს ცოდნის გაღრმავებას და მიზნების მიღწევას. 
„დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებებზე“
    		<description>მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებებზე“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა სკოლის XI კლასის მოსწავლემ ელენე გიგაურმა, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი ხედვა და გარემოსდაცვითი საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე IX კლასის მოსწავლე ანამარია ფიროსმანაშვილი და VII კლასის მოსწავლე მარიამ თეთვაძე, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინტერესი და ჩართულობა გამოავლინეს კლიმატის ცვლილებებისა და ბუნების დაცვის საკითხების მიმართ.
საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული
    		<description>22-26 მაისს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდა 20 მოსწავლე. ისინი გადანაწილდნენ ჯგუფებში სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად და დემო დღეს წარმოადგინეს საინტერესო ინოვაციური პროექტები. ჟიურის მოწონება დაიმსახურა პროექტმა ,,ჭკვიანი ხიდი", რისთვისაც ჩვენს სკოლას გადაეცემა არდუინოს ორი კომპლექტი. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ სარწყავი სისტემის პროექტით. დღეს მეტად საყურადღებოა პროექტები მწვანე ინჟინერიის მიმართულებით. ჩვენმა მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს ოთხი პროექტი და პროტოტიპების მეშვეობით აჩვენეს მათი მუშაობის პრინციპი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ტექნოლოგიურ კვირეულში წარმატებულ მონაწილეობას. სკოლა შემდგომშიც გააგრძელებს მოსწავლეთა ხელშეწყობას STEM მიმართულებით.
ინგლისური ენის კონკურსი
    		<description>დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე _5 კლასის მოსწავლის, დემეტრე ბეჟაშვილის, განსაკუთრებული წარმატება!
დემეტრემ მონაწილეობა მიიღო LingoStar 2026-ის ინგლისური ენის კონკურსში, წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირების ეტაპები და გასაუბრება, სადაც მაქსიმალური ქულა მოიპოვა. მიღწეული შედეგით იგი მოხვდა ტოპ 10-ში, გადავიდა სუპერფინალში და მოიგო LINGOSTAR Global Leadership Camp-ის საგზური!
ეს ბანაკი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, განივითარონ ლიდერული უნარები და ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში მათ შორის გუნდურ მუშაობაში, საჯარო გამოსვლებში, ინოვაციურ სესიებში, AI Lab-ში და გლობალური მოქალაქეობის თემებზე ტრენინგებში.
ჩვენი პატარა პირველ კლასელები
ჩვენი პატარა პირველ კლასელები ანბანის ჯადოსნურ სამყაროს დაემშვიდობნენ და ცოდნის ახალ გზაზე გადადგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს დღე სავსე იყო ღიმილით, ემოციებით, ლექსებითა და სიმღერებით. თითოეულმა ბავშვმა გვაჩვენა, როგორ გაიზარდა და რამდენად ლამაზად დაუმეგობრდა ქართულ ანბანს. ვულოცავ ჩვენს ჭკვიან, მონდომებულ და წარმატებულ მოსწავლეებს ანბანის დღესასწაულს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო წიგნი, ახალი სიტყვა და წარმატება გელოდებათ. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც ეს დღე განსაკუთრებულად აქცია.
სასიხარულო სიახლე
    		<description>სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის — ლიკა ტოკლიკიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება!
ლიკა სწავლობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და აქტიურად აგრძელებს როგორც პროფესიულ, ისე სტუდენტურ განვითარებას.
იგი არის: უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის I ვიცე-პრეზიდენტი SANGU-ს ელჩი
მისი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, აქტიურობა და საკუთარი საქმის სიყვარული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაფასდა — ლიკამ მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტში, სადაც სწავლობს.
სპორტი
    		<description>მ/წ 24 მაისს ქ. თელავში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში. სადაც, მუნიციპალურ დონეზე გამარჯვებული 8 გუნდი იბრძოდა რესპუბლიკური ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის საგზურისათვის.
დედოფლისწყაროს ღირსებას იცავდნენ წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-2-ე კლასის მოჭადრაკეები: პირველ დაფაზე- დაჩი ბუზარიშვილი, #2- მელანია ლობჯანიძე, #3- დაჩი პოპიაშვილი, #4- მარიამ ბაიდოშვილი. ეს ნიჭიერი ბავშვები ამავროულად, ბატონი გოგი კიკილაშვილის ჩემი შეგირდები არიან. მათმა ჭადრაკისადმი სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო:- ჩატარდა მე-4-ედ ფინალი, ნახევარ ფინალი, ფინალი და ყველა მათგანში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს 4:0 ანგარიშით.
მეოთხე გამოშვება ბოლო ზარი
    		<description>დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სკოლამ კიდევ ერთი წარმატებული, აქტიური და ნიჭიერი კლასი სიყვარულითა და სიამაყით გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, წინ გელით ახალი გამოწვევები, დიდი მიღწევები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები. გვჯერა, რომ ღირსეულად გამოიყენებთ სკოლაში მიღებულ ცოდნას, განავითარებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გაამართლებთ სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინებს.
არ დაივიწყოთ მეუფე დიმიტრისა და მეუფე თეოდორეს ღირებული რჩევები — მიენდეთ უფალს, იშრომეთ მიზანმიმართულად და არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება.
ხელოვნება
    		<description>VII კლასის მოსწავლეების მიერ მოხატული თეფშები.
პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი
 2
თეატრი
    		<description>ვიზიტი თეატრში და ჩემი სიურპრიზი პატარებს, შეხვედრა მსახიობებთა.
 10
 ვიდეოს ნახვა
კონკურსი
    		<description>საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსი.
მადლობა ნინო მასწავლებელს და თითოეულ ბავშვს.
 3
ინტეგრირებული გაკვეთილი — „მე და საზოგადოება“ და „მუსიკა“
    		<description>მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტის „იდეებიდან პროექტებამდე“ მეხუთე ეტაპზე, რომელიც დაეთმო რეკლამის გააზრებას, შეფასებასა და შექმნას.
მუსიკისა და „მე და საზოგადოების“ ინტეგრირებული მუშაობის ფარგლებში მათ შექმნეს საკუთარი რეკლამები.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „წიგნების მუზეუმი“ და „სათამაშოების მუზეუმი“, სადაც თითოეულ ნამუშევარს თან ახლდა მოსწავლეების მიერ გააზრებულად შექმნილი რეკლამა. მათ გამოიყენეს სხვადასხვა სარეკლამო ხერხი და ისწავლეს ინფორმაციის სანდოობის შეფასება.
აქტივობების პროცესში მოსწავლეები გადაიქცნენ კრიტიკულ მაყურებლებად — უკვე შეუძლიათ გაარჩიონ რეკლამა, დასვან მნიშვნელოვანი კითხვები და გააკეთონ გააზრებული არჩევანი.
სასწავლო პროცესი
მეოთხე კლასში უსაფრთხო ინტერნეტის თემაზე განხორციელდა მრავალფეროვანი და აქტიური სასწავლო პროცესი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ქცევის შესახებ. გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით – მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც საუბარში, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში.
პირველ ეტაპზე გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ინტერნეტის გამოყენების დადებით და შესაძლო საფრთხეებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი ინფორმაციის დაცვას, უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის რისკებსა და კიბერბულინგის თემას. მოსწავლეებმა გააზრებულად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და მაგალითების საშუალებით გაამყარეს ნასწავლი მასალა.