• სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები

    • ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მისიაა

      შექმნას შესაძლებლობების განვითარებასა და ღირებულებების ცვლილებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესაბამის სასწავლო აქტივობებზე.  ხელი შეეწყობა მოსწავლეებში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გააზრების, გადაწყვეტილების მიღების, იდეების განხორციელებისა და დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო თეორიების, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებას.  

       

      ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის ხედვაა

      • სასკოლო საზოგადოების ჩართულობით მუნიციპალიტეტის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომლის თითოეულ წევრსაც ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.
      • მოსწავლეებში დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უწყვეტი რეალიზებისადმი, როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
      • თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებისათვის.

       

      ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის ღირებულებებია

      • თანადგომა – სკოლის მოსწავლეების ინიციატივების წახალისება, როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარების მიმართულებით. სკოლის თანამშრომლების ინიციატივების მხარდაჭერა, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარების მიმართულებით.
      • მონაწილეობა – სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობა სასწავლო აქტივობების დაგეგმვის, განხორციეებისა და შედეგების შეფასების პროცესში. თანამშრომლების მიერ სასწავლო პროცესის ერთობლივი დაგეგმვა, განოხრციელება და შედეგების შეფასება. მშობელთა ინიციატივების ხელშეწყობა სასწავლო აქტივობებში ჩართულობის მიმართულებით.

      პროცესის უწყვეტობა და განვითარება – სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად, საქმიანობის შეფასება, გასავითარებელი მხარეების დადგენა და მათზე რეაგირება. სიახლეების დანერგვა სასწავლო პროცესში.