მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
      • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.
      • შემეცნებითი შეხვედრა
        • შემეცნებითი შეხვედრა

        • 22/10/2026
        • მადლობა ქალბატონ მაია ალექსიშვილი და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას საინტერესო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითი შეხვედრისთვის!

          მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სკოლა ჩართულია ისეთ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებასა და ახალგაზრდებში თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარებას.

        • შემეცნებითი შეხვედრა: მეტის წაკითხვა
      • ,,ხმის ეფექტები,,
        • ,,ხმის ეფექტები,,

        • 22/10/2026
        • ,,ეკრანის მიღმა დამალული ხმები" ,,ხმის ეფექტები" მეოთხე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ხმოვანი სამყაროს საიდუმლოებებს,ასევე ხმის რეჟისორის საქმიანობას. სწავლა'აღმოჩენით, ფანტაზიით და შემოქმედებით მოსწავლეებისთვის 'საინტერესო და სახალისო იყო.

        • ,,ხმის ეფექტები,,: მეტის წაკითხვა
      • ,,მუსიკალური ტყე,,
        • ,,მუსიკალური ტყე,,

        • 22/10/2026
        • წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
          საგანი მუსიკა მე_3 კლასი

          ხმისა და ბგერის ხანგრძლივობა.
          მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი

          ,,მუსიკალური ტყე", სადაც თითოეულ ფოთოლს თავისი ხმა შეუსაბამეს,განასხვავეს მოკლე და გრძელი ბგერები. ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო სახალისო აღმოჩენა იმისა, თუ რამდენად რიტმული და მრავალფეროვანია ჩვენი გარემო.

        • ,,მუსიკალური ტყე,, : მეტის წაკითხვა
      • ,,შემოდგომა,,
      • ლაბორატორიული ექსპერიმენტები
        • ლაბორატორიული ექსპერიმენტები

        • 22/10/2026
        • ლაბორატორიული ექსპერიმენტები მეცხრე კლასში! „როგორ მოქმედებს მეტალების აქტიურობის მწკრივი ქიმიურ რეაქციებზე? ვსწავლობთ მჟავებთან მეტალების ურთიერთქმედებას და ნეიტრალიზაციის რეაქციებს ცდებისა და დაკვირვებების საფუძველზე.“პედაგოგი ირინა შაბიაშვილი

        • ლაბორატორიული ექსპერიმენტები: მეტის წაკითხვა
      • Archi Tech Park პროექტი
        • Archi Tech Park პროექტი

        • 22/10/2026
        • 7-13 სექტემბერს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა Archi Tech Park პროექტი. მონაწილეებმა შეისწავლეს არქიტექტურა, დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი სკოლიდან პროექტში მონაწილეობას იღებდა IX, X, XI კლასების 16 მოსწავლე. დემო დღეს გუნდები საკუთარი იდეებითა და პროტოტიპებით წარსდგნენ პარტნიორი კომპანიების წინაშე. ჟიურის რჩეულები გახდნენ: გუნდი ,,აურა" (მარიამ გიგოლაშვილი, მარიამ ჯინაშვილი, ანასტასია ჯამასპიშვილი) და გუნდი ,, Faithfuls " (თამაზი ალუღიშვილი, ანამარია ფიროსმანაშვილი, ნინი ყაზარაშვილი). მათ გადაეცათ არქიტექტურის უფასო სასწავლო კურსი, სტაჟირების შესაძლებლობები და სიმბოლური პრიზები. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ

        • Archi Tech Park პროექტი: მეტის წაკითხვა
      • საინფორმაციო შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ
        • საინფორმაციო შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ

        • 14/10/2026
        • 2026 წლის 8 ოქტომბერს, ა(ა)იპ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

          მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოების შესახებ.

        • საინფორმაციო შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ: მეტის წაკითხვა
      • „ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან
        • „ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან

        • 13/10/2026
        • „ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან
          ​X კლასის მოსწავლეებისათვის დღევანდელი დღე გამორჩეული და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურისა და ხელოვნების პედაგოგების ორგანიზებით მოეწყო საგანმანათლებლო ექსკურსია სპექტაკლზე- „ჯინსების თაობა“.
          ​თეატრმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ წაეკითხათ, არამედ თვალით ენახათ და განეცადათ ის ისტორიული ეპოქა, რომელზეც ლიტერატურისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მსჯელობენ. ინტეგრირებულმა მიდგომამ მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ ცოცხლდება მხატვრული ტექსტი სცენაზე და როგორ ხდება ხელოვნება თავისუფლებისა და ადამიანური დრამის გამომსახველი.

        • „ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან: მეტის წაკითხვა
      • პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!
        • პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!

        • 13/10/2026
        • დედოფლისწყაროს რაიონი . წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
          პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!
          I ეტაპი: აღმოაჩინე
          ძალიან სახალისო და საინტერესო დღე ჰქონდათ მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს.
          ბავშვებს გავაცანი პროექტის მიზანი და შინაარსი. პირველ ეტაპზე („აღმოაჩინე“) ჩვენი მიზანია:
          მოვუსმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას;
          ვისაუბროთ იმ განწყობასა და ემოციებზე, რასაც მუსიკა გვიქმნის;
          ჯგუფებში განვიხილოთ შთაბეჭდილებები და შევქმნათ ჩვენი პირველი საბოლოო პროდუქტი — „მუსიკის აღმოჩენის რუკა“.
          პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და წინ საოცარი აღმოჩენები გველოდება!

        • პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!: მეტის წაკითხვა
      • 🌿 მასწავლებლის დღე გრძელდება… 🌿
        • 🌿 მასწავლებლის დღე გრძელდება… 🌿

        • 05/10/2026
        • დღეს დედოფლისწყაროს ვესტუმრეთ, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორის, ქალბატონი თეა სხირტლაძის, მიწვევით.

          მადლითა და სიყვარულით სავსე დღეს მოვილოცეთ ელიას მონასტერი, წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარი და მოვინახულეთ ხორნაბუჯის ციხე.

          ეს იყო განსაკუთრებული დღე სულიერი სიმშვიდის, მეგობრობის, გულწრფელი ურთიერთობებისა და ახალი შთაბეჭდილებების.

        • 🌿 მასწავლებლის დღე გრძელდება… 🌿: მეტის წაკითხვა
      • 🎓2026–2027 სასწავლო წლის დაწყება🎓
      • 2026–2027 სასწავლო წლის დაწყება
        • 2026–2027 სასწავლო წლის დაწყება

        • 05/10/2026
        • 2026–2027 სასწავლო წელი ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლაში საზეიმოდ დაიწყება.

          9:00 საათზე — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაიმართება სავედრებელი პარაკლისი.

          10:00 საათზე — სკოლის ეზოში დაიწყება საზეიმო ღონისძიება.

          გელოდებით ყველას, რათა ერთად, სიყვარულითა და ახალი შემართებით დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი!

        • 2026–2027 სასწავლო წლის დაწყება: მეტის წაკითხვა
    • პარტნიორები

      • საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
      • {#1508} 1
      • {#1508} 2
      • {#1508} 3
      • {#1508} 4
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      ორშაბათი 26/10/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად