• პოლიტიკის დოკუმენტი

      • დამტკიცებული სკოლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ

        ბრძანება 3–84 (22.12. 2024 წ) დანართი N 1 politika.pdf

        –––––––––––––––––––––––––––––––

         

        ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი

        ზოგადი ინფორმაცია

        კერძო სკოლა ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატი (ს/კ 428518017) წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ( შემდგომში „სკოლა“), რომელიც საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად ამუშავებს მოსწავლეების, მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს.

        სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, სკოლა-ინტერნატის წესდების, შინაგანაწესისას და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების გათვალისწინებით.

        სასწავლებლის საიდენტიფიკაციო კოდი:  428518017

        სასწავლებლის იურიდიული მისამართი: ქ.დედოფლისწყარო ა.ნატროშვილის ქ(ყოფილი რუსთაველის ქ#54)

        სასწავლებლის ფაქტობრივი მისამართი: ქ.დედოფლისწყარო ა.ნატროშვილის ქ(ყოფილი რუსთაველის ქ#54)

        სასწავლებლის ვებ-გვერდი: https://skola-gorgasali.edupage.org/

        სასწავლებლის E-mail: meufe.75@gmail.com

        სკოლის მისია, ხედვა და პერსონალური მონაცემების დაცვის ღირებულებები

        შექმნას შესაძლებლობების განვითარებასა და ღირებულებების ცვლილებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესაბამის სასწავლო აქტივობებზე.  ხელი შეეწყობა მოსწავლეებში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გააზრების, გადაწყვეტილების მიღების, იდეების განხორციელებისა და დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო თეორიების, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებას.  

        სკოლის ხედვაა:

        • სასკოლო საზოგადოების ჩართულობით მუნიციპალიტეტის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომლის თითოეულ წევრსაც ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.
        • მოსწავლეებში დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უწყვეტი რეალიზებისადმი, როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
        • თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებისათვის.

         

        ჩვენ ვაცხადებთ, რომ:

        • პატივს ვცემთ და ვაღიარებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას;
        • ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას განუხრელად დავიცვათ მოქმედი კანონმდებლობა;
        • ვაცნობიერებთ რა, პერსონალურ მონაცემთა ფასეულობასა და მნიშვნელობას, ვკისრულობთ ვალდებულებას, მკაცრად დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა; 
        • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
        • უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას კანონის მოთხოვნის ფარგლებში;
        • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენთან არსებულ თქვენ პერსონალურ მონაცემებსა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებით.

         

        პრეამბულა

        აღნიშნულ დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას.

        აღნიშნული სკოლის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე.

        სკოლის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი გამოიყენება სკოლის მიერ მოსწავლეების, მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და სხვა დასაქმებული თანამშრომლების მონაცემთა დამუშავების პროცესში და ვრცელდება სკოლის მიერ მონაცეემბის ნებისმიერი ფორმით დამუშავებაზე.

        პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, სკოლის მიერ მისი მიზნებისა და საქმიანობის გათვალისწინებით შეგროვებული პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების წესები და პროცედურები, უზრუნველყოს დამუშავების პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართოს, დაიცვას ფიზიკური პირის  უფლებები და უზრუნველყოს დამუშავების გამჭირვალობა.

        პოლიტიკის მიზანი:

        წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ/ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელი პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და რა ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით ვუზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას.

        წინამდებარე დოკუმენტით ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ვისთან ხდება მათი გაზიარება და როგორ ხდება ამ მონაცემების დამუშავება.

        ვისთვის მომზადდა ეს დოკუმენტი:

        დოკუმენტი მომზადებულია:

        • ჩვენი პოტენციური, არსებული ან/და  ყოფილი მომხმარებლებისთვის (მათ შორის არასრულწლოვნებისთვის);
        • მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების (მათ შორის არასრულწლოვნების მშობლების) ან საკონტაქტო პირებისთვის;
        • ჩვენი თანამშრომლებისათვის, კონტრაქტორებისათვის, იმ პირებისათვის, რომელთა მონაცემებსაც ვამუშავებთ, მონაცემთა მიმღებისათვის, ასევე იმ უფლებამოსილი პირებისათვის, რომლებიც ჩვენი სახელით ან ჩვენთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს;
        • სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

        როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (მონაცემების მიღების წყაროები):

        ჩვენ ვიღებთ თქვენს მონაცემებს შემდეგი წყარებიდან:

        • მომსახურების/პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, წერილობითი ან/და ელექტრონული მომართვა ან/და ჩვენთან ვიზიტი);
        • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;
        • განცხადების, საჩივრის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა - უშუალოდ, ფოსტის ან ელ. ფოსტის საშუალებით;
        • მესამე პირებთან გარიგების დადების საფუძველზე მათგან პერსონალური ინფორმაციის მოწოდება;
        • ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები, (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
        • ხელშეკრულების (მათ შორის სკოლასა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულება) გაფორმებისას.
        • თქვენს  შესახებ ინფორმაციას ასევე ვიღებთ საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობის საფუძველზე.

        მონაცემთა დამუშავების მიზნები

        სკოლა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

        ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად;

        ბ) სასწავლო პროცესის, მათ შორის დისტანციური სწავლების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად;

        გ) მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის;

        დ) მოსწავლეთა პირადი საქმეების საწარმოებლად;

        ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის განათლების უფლების რეალიზების მიზნით;

        ვ) მოსწავლეთა აღრიცხვის, შეფასების, მათი მობილობის უზრუნველსაყოფად;

        ზ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად;

        თ) სკოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

        ი) კვალიფიციური კადრების შერჩევის, დანიშვნისა და შრომითი ურთიერთობებისთვის;

        კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად;

        ლ) საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან ურთიერთობისას.

        მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

        სკოლა მონაცემთა სუბიექტს დეტალურად აცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს აგროვებს, როგორ იყენებს მათ, ვის გადასცემს, როგორ იცავს მონაცემთა უსაფრთხოებას.

        სკოლა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს იმ შემთხვევაში თუ:

        ა) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

        ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სკოლისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად

        გ)მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა  სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);

        დ) გვაქვს თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე;

        ე) აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

        განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს სკოლა ამუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

        ა) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით;

        ბ) ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

        გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;

        დ) აუცილებლობის შემთხვევაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

        ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ნახევრად ავტომატური საშუალებებით, რაშიც იგულისხმება, რომ ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) და არაავტომატური საშუალებების (მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე) ერთობლივი გამოყენებით.

        ვის ვუზიარებთ (გადავცემთ);

        თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა  გავუზიაროთ:

        • თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
        • გარიგების მონაწილე მხარეებს;
        • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს;
        • საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრს;
        • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს;
        • სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“;
        • სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“;
        • შესაბამისი რაიონის გამგეობას (სამხედრო ვალდებულებებთან დაკავშირებით);
        • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს (ელექტრონული ჟურნალის წარმოების მიზნით);
        • სამართალდამცავ ორგანოებს;
        • რეორგანიზაციის ან გადაცემის შემთხვევაში, სამართალმემკვიდრეებს ან უფლებამონაცვლეებს;
        • სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით. 

        მონაცემთა სუბიექტები

        სკოლა ამუშავებს შემდეგი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს:

        ა) მოსწავლეები;

        ბ) მასწავლებლები და სკოლაში დასაქმებული სხვა თანამშრომლები;

        გ) მოსწავლის მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები;

        მონაცემთა კატეგორია

        სკოლამ მონაცემთა სუბიექტთან ურთიერთობის ხასიათიდან და მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეიძლება დაამუშაოს შემდეგი პერსონალური მონაცემები:

        ა) მოსწავლის შესახებ;

        ა.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა

        ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები - მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;

        ა.გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ;

        ა.დ) მოსწავლის დასწრებისა და მოსწრების აღრიცხვა;

        ა.ე) სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მიღებული/შექმნილი ნებისმიერი ინფორმაცია

        ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის შესახებ:

        ბ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა

        ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები - მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;

        გ) მასწავლებლის/ სხვა თანამშრომლის შესახებ:

        გ.ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა

        გ.ბ) საკონტაქტო მონაცემები - მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;

        გ.გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები -  ინფორმაცია ნასამართლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

        გ.დ) ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ;

        გ.ე) შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიღებული/შექმნილი ნებისმიერი ინფორმაცია.

        მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

        თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ:

        • მიიღოთ ინფორმაცია მუშავდება თუ არა თქვენს შესახებ მონაცემები ჩვენს მიერ, ასევე მიიღოთ ინფორმაცია დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
        • გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებულ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით.
        • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
        • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

        ა) გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;

        ბ) მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

        გ) მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

        • მოითხოვოთ მონაცემთა  დაბლოკვა, თუ:

        ა) სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;

        ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი  წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას;

        გ) მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;

        დ) მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა; 

        ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

        • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
        • თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს.

         

        მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა;

        თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.  უფლებების შეზღუდვის ზომას ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

        მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით

        წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელით მონაცემების დამუშავება შეიძლება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაფორმებული გვაქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვრწმუნდებით მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ვითვალისწინებთ უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

         

        როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს (მონაცემთა უსაფრთხოება);

        ჩვენს მიერ მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.

        ჩვენთან მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. თითოეული წვდომის მოცულობა/უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე.

        ჩვენთან არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

        ჩვენ აღვრიცხავთ ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას (მათ შორის, ინფორმაციას ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე).

        ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა ის ჩვენთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩვენს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა, მათ შორის, შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ; ელექტრონული ფორმით პერსონალურ მონაცემთა დამუშავის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოცულობის პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე ჰქონდეს დაშვება, რომელსაც მას ჩვენ მივანიჭებთ; იყოს სათანადოდ ინფომირებული პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.

        რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;

        ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:

        • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად;
        • მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლის განმავლობაში;
        • ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად და დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში;
        • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან/და თუ არსებობს ჩვენი ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის აუცილებლობა, ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება ზემოთ მითითებული 3 წლიან ვადაზე უფრო ხანგძლივი, კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ვადით.
        • მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტაცია (პირადი საქმეები, კოლეგიური ორგანოების სხდომის ოქმები(არსებობის შემთხვევაში), რომელიც არ არის აქტიურ მოხმარებაში არქივდება და ინახება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ოთახი იკეტება გასაღებით, რომელიც ინახება. აღნიშნულ დოკუმენტებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ დირექტორის ნებართვის შესაბამისი წერილობითი საფუძვლის არსებობისას.

        ვიდეომონიტორინგი

        სკოლა, ვიდეოსათვალთვალო სისტემას იყენებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად - პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნებისთვის.

        მონაცემთა დამუშავების შესახებ მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების მიზნით შენობაში თვალსაჩინო ადგილებში განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.

        სკოლა უზრუნველყოფს იმ თანამშრომელთა სათანადო წესით ინფორმირებას, რომელთა სამუშაო სივრცეც ექცევა ვიდეოსათვალთვალო სისტემის ხედვის არეალში.

        მონაცემთა უსაფრთხოება

        სკოლა მონაცემთა უსაფრთხოებას, მათ დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან უზრუნველყოფს სათანადო ზომების მიღებით.

        სკოლა იცავს მონაცემების კონფიდენციალურობას. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს და იმ მოცულობით, რომელთაც მონაცემები სჭირდებათ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.

         სკოლის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლის სახელისა და რთული პაროლის საშუალებით. აკრძალულია მომხმარებლის სახლისა და პაროლის ვინმესთვის გამჟღავნება/სარგებლობაში გადაცემა.

        სკოლის თანამშრომლები გაფრთხილებული არიან ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ.

        მონაცემებზე წვდომა

        თანამშრომლები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

        თანამშრომლებს წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მონაცემებზე და იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მათი მოვალეობების შესასრულებლად. თანამშრომლის შვებულების ან სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელს აქვს წვდომა ასევე იმ პირის წვდომის ფარგლებში, ვის მოვალეობასაც ასრულებს, მოვალეობის შესრულების ბრძანებაში განსაზღვრულ ფარგლებში და წესით.

        ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე წვდომა აქვს:

        ა) სკოლის აღმასრულებელ დირექტორს;

        ბ) ხარისხის მართვის სპეციალისტს.

        ელექტრონულ ჟურნალზე წვდომა აქვს:

        ა) სკოლის აღმასრულებელ დირექტორს;

        ბ) ხარისხის მართვის სპეციალისტს;

        გ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს.

        თანამშრომელთა ვალდებულებები

        სკოლის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია:

         ა) დაამუშაოს მხოლოდ ის მონაცემი, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად;

        ბ) დაიცვას მონაცემის კონფიდენციალურობა და არ გამოიყენოს მონაცემები პირადი, არასამსახურებრივი მიზნებისთვის;

        გ) არ გახადოს მონაცემები ხელმისაწვდომი არაუფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის მონაცემთა უყურადღებოდ დატოვების და/ან არაუფლებამოსილი პირების თანდასწრებით განხილვის გზით.

        დ) სკოლაში გამოყენებულ ელექტრონულ რესურსებთან და/ან სისტემებთან და მათში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისთვის გამოიყენოს მხოლოდ მასზე განპიროვნებული მომხმარებლის სახელი და პაროლი;

        ე) დაიცვას მომხმარებლის სახელისა და პაროლის კონფიდენციალურობა, არ გაუზიაროს აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებს და არც სხვაგვარად გახადოს ის ხელმისაწვდომი, მათ შორის უყურადღებოდ დატოვების, საჯარო და/ან სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ჩანიშვნის გზით;

        ვ) უზრუნველყოს პაროლების პერიოდული თვეში ერთხელ ცვლილება;

         ზ) გამოიყენოს რთული პაროლები და არ გამოიყენოს ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა ელექტრონული სისტემებისათვის;

        თ) სასწავლო პროცესის მიზნებისათვის ისარგებლოს მხოლოდ ოფიციალური ელექტრონული რესურსებით და არ გამოიყენოს სხვადასხვა სოციალური პლატფორმები (Facebook, Viber, Skype და ა.შ.) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით დასამუშავებლად, მისაღებად, გასაგზავნად, გასაზიარებლად და ა.შ.

         

        თქვენი ვალდებულებები

        მომსახურების გაწევის მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.

        ჩვენი საკონტაქტო მონაცემები:

        პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - შპს „ინფო ლოქ“, ელ. ფოსტაზე: infolock.pdp@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე +995 557108181.

         

        ცვლილებები

        ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.

         

        თარიღი: 22.12.2024

         

        სკოლის აღმასრულებელი დირექტორი:                                                /თეა სხირტლაძე/