• სკოლის შინაგანაწესი

    •  

      დამტკიცებულია

       

       

       

      ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლს–ინტერნატის დირექტორის

       

      2023 წლის 31  აგვისტოს  N3–45  ბრძანებით      

      დანართიN1

       

      ა(ა)იპ  წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის

      შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

      დედოფლისწყარო

       

       

      თავი 1. ზოგადი დებულებები

       

      მუხლი 1. მოქმედების სფერო

      1.1. ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის  (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”)  შემუშავებულია  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“,            „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.

      1.2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

      1.3.  შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

      1.4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მოსწავლეების მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული ზომები;

      1.5. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და  დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.

      1.6. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და მოსწვალის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს;

      1.7. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

      1.8.. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 

       1.9. შინაგანაწესით განისაზღვრება:

      ა) სამუშაო და დასვენების დრო;

      ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგი;

      გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

      დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;

      ე) სამსახურეობრივი მივლინება;

      ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

      ზ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;

      თ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

      ი) სასწავლო   პროცესში  მონაწილეთა  უფლება- მოვალეობანი; 

      კ) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;

      ლ) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები;

      მ) განცხადების/საჩივრის განხილვა, ბრძანების გაცნობა;

      ნ) დასკვნითი დებულებანი.

       

      მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

       

      2.1.შინაგანაწესის მიზანია:

      ა) სკოლის მისიის შესრულების ხელშეწყობა;

      ბ) სკოლაში უსაფრთხო, პოზიტიური, წამახალისებელი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

      გ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება;

      დ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მოსწავლის ქცევის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებითა და სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და ყველა სხვა პირთა ღირსების დაცვის პირობით;

      ე) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

      ვ) სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად წარმართვის, მოსწავლეზე მუდმივი ზრუნვითა (განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება) და დისციპლინის განმტკიცებისათვის ქცევის წესების დანერგვა და შესრულების უზრუნველყოფა;

      ზ) სკოლაში პოზიტიური, მზრუნველობითი, თანამშრომლობითი, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

       

      თავი 2. სამუშაო და დასვენების დრო

       

      მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

      3.1.სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.

      3.2. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.

      3.3. სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა  განისაზღვრება სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით და  კანონმდებლობით.

      3.4. სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

      ა) გაუთვალისწინებელი  მიზეზების  გამო სკოლაში  გაცდება სასწავლო დღე/დღეები;

      ბ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

      3.5. სკოლაში   სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის   ხანგრძლივობა და შესვენების დრო განისაზღვრება  სასკოლო სასწავლო გეგმით. 

      3.6. სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი ვალდბულია გამოცხადნენ სკოლაში 8:35 საათზე. მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს.

      3.7. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში და დარჩეს სკოლაში დამატებითი გაკვეთილების დამთავრებამდე (არსებობის შემთხვევაში) და ადმინისტრაციული საქმის (ელექტრონული ჟურნალის შევსება, მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული განვითარების ფორმების შევსება, საგნობრივი პროგრამების მომზადება, კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომები, სამუშაო შეხვედრები და ა.შ.)  შესრულებამდე.

      3.8. კლასის დამრიგებელი სკოლაში უნდა გამოცხადდეს მისი სადამრიგებლო კლასის პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და დარჩეს სკოლაში სადამრიგებლო კლასში გაკვეთილების დამთავრებამდე; დამთავრებამდე.

      3.9. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები, ასევე სკოლის მიერ დადგენილი უქმე დღეები, არის დასვენების დღეები.

      3.10. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, სკოლის დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია სკოლაში დარჩეს და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს მათი შვილების აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ.

      3.11. სამუშაო შეხვედრაზე, კათედრისა  და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე დასწრება სავალდებულოა.

      3.12. მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადება სავალდებულოა საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

      3.13. სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამუშაო დროის განმავლობაში იმყოფებოდეს სამსახურში და დაკავებული იყოს თავისი ფუნქციის შესრულებით.

      3.14. შესვენების საათები განისაზღვრება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პერიოდი ემთხვევა ცხრილით განსაზღვრულ გაკვეთილის ჩატარების საათებს. მასწავლებელს აქვს სამუშაო საათებში შესვენების უფლება კვებისა და დასვენებისათვის, რომელიც არ შედის სამუშაო დროში და შეუძლია გამოიყენოს დღის განმავლობაში ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს;

      3.15. შრომის კოდექსისაგან განსხვავებული დასვენებისა და უქმე დღეები განისაზღვრება  დირექტორის მიერ, სასწავლო წლის დაწყებამდე  და გაეცნობა ყველა თანამშრომელს.

      3.16. პედაგოგის პროფესიული განვითარების მიზნით დახარჯული დრო ითვლება სამუშაო დროდ.

      მუხლი.4. სასკოლო დრო

      4.1.სასკოლო დრო I-XII კლასების მოსწავლეებისათვის მოიცავს პერიოდს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე; I-IМ კლასების სასკოლო დროის შემადგენელი ნაწილებია:

      ა) საგაკვეთილო დრო;

      ბ) დასვენება;

      გ) გახანგრძლივებული მეცადინეობა;

      დ) ეზოში გასვლის დროю

      თავი 3. სასწავლო პროცესის მონიტორინგი

      მუხლი 5. სკოლის შიდა კონტროლის  განხორციელების  წესი  და  ფორმები

       

      5.1.სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს  დირექტორი;

      5.2.სასწავლო პროცესის მონიტორინგის ჯგუფის წევრები არიან პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე და საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელი;

       

      5.3.სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:

      ა) სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა სამუშაო  და პედაგოგიურ სხდომებზე;

      ბ) საჩვენებელი/ღია გაკვეთილების ორგანიზება-ჩატარება და პედაგოგთა მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების წარმოჩენა-განზოგადება;

      გ) დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება: გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;

      დ) ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ–ჩვევების  პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება: შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, შემაჯამებელი დავალებები ანალიზის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებით და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;

      ე) მოსწავლეთა მიზნობრივი გამოკითხვით.

                                                              თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

       

      მუხლი 6. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა, თანამშრომლის მიღება

       

      6.1. სამუშაოზე  მიღებისას სკოლის დირექცია უფლებამოსილია მისაღებ  პირს მოსთხოვოს  შემდეგი დოკუმენტები: 

      ა) ავტობიოგრაფია -  (CV);

      ბ) ფოტო 3X4;

      გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი (მხოლოდ ესგ-თ გათვალისწინებული საგნის მასწავლებელს);

      დ) პირადობის  მოწმობის ქსეროასლი;

      ე) პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების, ან გავლილი ტრენინგ-სემინარების დამადასტურებელი   დოკუმენტების ქსეროასლები (არსებობის შემთხვევაში);

      ვ) სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (მხოლოდ ესგ-თ გათვალისწინებული საგნის მასწავლებელს);

      ზ) საგნის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მხოლოდ ესგ-თ გათვალისწინებული საგნის მასწავლებლებზე);

      თ) ნასამართლეობის ცნობა (მხოლოდ მასწავლებელს).

      ი) ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ (ყველა დასაქმებულ პირს); 

      კ) ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ ((მხოლოდ მასწავლებელს).

      ლ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ.

      6.3.დასაქმებული ვალდებულია გ, თ და ი ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტაცია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.

      6.4.სამუშაოზე  მიღებისას  დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, მისაღებ  პირს მოსთხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის წარმოშობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.

      6.5.სკოლაში სამუშაოზე მიღების  საკითხს  წყვეტს    დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი.

      6.6.თანამშრომლის მიღებისას სკოლის დირექცია ვალდებულია: გააცნოს შინაგანაწესი, განუმარტოს დასაქმებულს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების დაცვის, ტექნიკის გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

       

      მუხლი 7. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება

        1. თანამშრომლის მიღება (გარდა დირექციისა) ხდება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით (გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის მასწავლებლისა) კანდიდატთან გასაუბრების გზით.  დირექციის წევრების მიღების შესახებ, გასაუბრების ფორმით, გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის.
        2. სკოლაში მასწავლებლის (გარდა მოწვეული, შემცვლელი და დამატებითი სავალდებულო საგნის მასწავლებლისა) მიღება ხდება კონკურსის გზით, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად.

      7.3.განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (https://teacherjobs.ge/school/,  ან სკოლის ვებ-გვერდი, ან ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).

      7.4.მასწავლებლის/მასწავლებლობის მაძიებლის მისაღებად კონკურსის ეტაპებია:

      ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

      ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

      გ) საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში);

        დ)  დირექტორი/აღმასრულებელი  დირექტორი უფლებამოსილია განსაზღვროს სამუშაოზე მიღების დამატებითი ეტაპები.

      7.5.კონკურსის ჩასატარებლად სკოლაში იქმნება კომისია საგნის/საგნობრივი ჯგუფის სპეციფიკის გათვალისწინებით.

      7.6.საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ საათებზე  შესულ განაცხადებას და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

      7.7.გადარჩეული განაცხადებებიდან კანდიდატის  შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური და საგნობრივი კომპეტენცია.

      7.8.სკოლის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მოწვეული, შემცვლელი და დამატებითი სავალდებულო საგნის მასწავლებლები დაასაქმოს სკოლაში კონკურსის გარეშე.

      7.9.სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      7.10.სხვა დამსაქმებელთან მუშაობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს  დირექტორთან/აღმასრულებელი დირექტორთან.  შეთავსებით მუშაობა დასაშვებია დირექტორის/აღამსრულებელი დირექტორის  თანხმობის საფუძველზე,  რომლის დროსაც განისაზღვრება დასაქმებულისათვის განსხვავებული სამუშაო დრო.   

       

                                                                თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები

       

      მუხლი 8.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

      8.1.წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს  დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი  გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.

      8.2.გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს დირექტორს/აღმასრულებელ დირექტორს გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

      8.3.დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის საპატიო მიზეზით დატოვების შემთხვევაში დასაქმებულზე არ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა, მას ხელფასიდან შესაძლებელია დაუკავდეს გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

      8.4.არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წინამდებარე  შინაგანაწესით დადგენილი წესით. გარდა ამისა,  დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

      8.5.დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი აკონტროლებს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადებას, წასვლასა და გაცდენას. გაუფრთხილებლად გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში დასაქმებულს ჩამოერთმევა ახსნა-განმარტება.

       

      მუხლი 9. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

      9.1.სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

      9.2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი დედოფლისწყარო.

      9.3.ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

       

                                                                    თავი 6. სამსახურეობრივი მივლინება


      მუხლი 10. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

      10.1.სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე  დირექტორის  ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

      10.2.დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.

      10.3.დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

      10.4.მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

       

                                                        თავი 7.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

       

      მუხლი 11. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

       

      11.1.მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება. სკოლაში დასაქმებულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

      11.2.დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ.  დირექტორთან/აღმასრულებელ  დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

      11.3.დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით  დირექტორს/აღამასრულებელ დირექტორს  მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება  დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით.

      11.4.დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.

      11.5.მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

       

      მუხლი 12. საშვებულებო ანაზღაურება

      დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით ან  დირექტორის ბრძანებით.

       

      მუხლი 13. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

      13.1.დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

      13.2.ნაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

       

      უხლი 14. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

      14.1.დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით, აღნიშნულში იგულისხმება სოციალური სააგენტოს მიერ გაცემული დახმარება;      

      14.2. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე;

      14.3.დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით ანაზღაურების გარეშე;

      14.4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამას უფლება აქვს, ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია;

      14.6. ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შესახებ.

       

      მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

      15.1.საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება  დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

      15.2.შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას  შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

       

      თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება

       

      მუხლი 16. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

      16.1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

      ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

      ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

      გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

      დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

      ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

      ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

      ზ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

      თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

      ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

      კ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

      ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

      16.2.  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად.

      16.3.შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

      თავი 9. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

       

      მუხლი 17. თანამშორმელთა წახალისების ფორმები

      17.1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

      ა) დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის  მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

      ბ) სიგელით დაჯილდოება;

      გ) ფასიანი საჩუქრის გადაცემა;

      დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა.

      ე) ერთჯერადი (ფულადი) ჯილდოს გაცემა

      ვ) დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.

      17.2. პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას ან სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის სკოლის მიერ დასაქმებულთა მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთობლივი წახალისების ფორმა -  მაგალითად, ექსკურსიის დაფინანსება.

      17.3.წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფორმდება დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.

      17.4. შესაძლებელია ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

       

      მუხლი 18. მოსწავლეთა წახალისების გამოყენების წესი

       

      18.1. სასკოლო და არასასკოლო ღონისძიებებში ღონისძიებებში, ოლიმპიადებში, სპორტულ ღონისძიებებში  მიღწეული წარმატებისათვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის, სანიმუშო სწავლისათვის და სკოლის ავტოროტეტის წარმოჩენისათვის   სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

      სილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

      ა) დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის  მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

      ბ) სიგელით დაჯილდოება;

      გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

      დ) დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა;

      18.2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამდენიმე ფორმა.

      18.3. ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობისას ან სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის სკოლის მიერ მოსწავლეთა (მოსწავლეთა ჯგუფის ან კონკრეტული კლასის) მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთობლივი წახალისების ფორმა ექსკურსიის დაფინანსება.

       

      მუხლი 19. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება.

      19.1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;

      19.2. დასაქმებულის დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება:

      ა) სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის ან/და სხვა სკოლის შიდა მარეგულირებელი აქტების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

      ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

      გ)  დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელი, ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა;

      დ) ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს;

      ე) მასწავლებლის მიერ საქართველოს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა;

      ვ)  მოსწავლეზე, დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

      ზ)  მოსწავლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

      თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

      ი)  სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია ან/და გავრცელება;

      კ)  სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლის, ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ (ექიმის დანიშნულების გარეშე);

      ლ) განზრახ ან გაუფრთხილებლობით სკოლისათვის ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

      მ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა;

      ნ). სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დარღვევა;

      ო)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება;

      პ)  მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;

      ჟ) სამსახურში დაგვიანება, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის გაუფრთხილებლად დატოვება, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

      რ)  ელექტრონული ჟურნალის და დოკუმენტაციის უხარისხოდ ან საერთოდ არ წარმოება;

      ს)  მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო პროცესის მიტოვება, დასაქმებულის მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

      ტ) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის  დარღვევა;

      უ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა;

      ფ) დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განზრახ დაზიანება ან დაკარგვა;

      ქ) მოსწავლისაგან ან მშობლებისაგან ფასიანი საჩუქრების ან ფულადი თანხის აღება ან მოსწავლეებთან ბიზნეს ურთიერთობების ქონა;

      ღ) დაწესებულებისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა;

      ყ). პედსაბჭოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობა, თუ მასწავლებლის დასწრება აუცილებელ საჭიროებად მიაჩნიათ კლასის მოსწავლეებლს, მათ მშობლებს ან/და სკოლის ადმინისტრაციას;

      ჩ) ადმინისტრაციის მიერ გაცემული დავალების არაკეთილსინდისიერად, უხარისხოდ ან დაგვიანებით შესრულება ან/და შეუსრულებლობა;

      შ) . პედაგოგიური საბჭოს, საგნობრივი კათედრების სხდომებზე, სამუშაო შეხვედრებზე, მშობელთა კრებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა/დასწრებისთვის თავის არიდება;

      ც) „უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;

      ძ)  ბულინგის ან/და კიბერბულინგის ჩადენა;

      წ) დისკრიმინაციის განხორციელება ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

      ჭ)   დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის კანონიერი დავალებებისა და მითითებების შეუსრულებლობა;

      ხ) დასაქმებულისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

      19.3  დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის,  დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:

      ა)  შენიშვნა;

      ბ) გაფრთხილება;

      გ) მკაცრი გაფრთხილება;

      დ) საყვედური;

      ე) სასტიკი საყვედური;

      ვ) შრომის ანაზღაურებიდან ხელფასის დაკავება;

      ზ)  სამსახურიდან გათავისუფლება.

      19.4. დასაქმებულს ეკისრება  შინაგანაწესის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის, ხასიათის, გარემოებების, დასაქმებულისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე.

      19.5. ამ მუხლის 2.11 პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

      19.6.. დისციპლინური პასუხისმგებლობები  შინაგანაწესის მნიშვნელოვანი პუნქტების დარღვევისათვის

       

      • გაკვეთილზე დაგვიანება
      • პირველი შემთხვევა  - გაფრთხილება
      • მეორე შემთხვევა -  მკაცრი გაფრთხილება
      • მესამე შემთხვევა  - საყვედური და ხელფასის 5% დაქვითვა
      • მეოთხე შემთხვევა - ხელფასის 10 % დაქვითვა ან/და სამსახურიდან დათხოვნის საკითხის განხილვა
      • ელექტრონული ჟურნალის  შეუვსებლობა
      • პირველი შემთხვევა  - გაფრთხილება
      • მეორე შემთხვევა -  მკაცრი გაფრთხილება
      • მესამე შემთხვევა  - საყვედური და ხელფასის 5% დაქვითვა
      • მეოთხე შემთხვევა - ხელფასის 10 % დაქვითვა ან/და სამსახურიდან დათხოვნის საკითხის განხილვა
      • ელექტრონულ ჟურნალში უხეში შეცდომის დაშვება
      • პირველი შემთხვევა  - გაფრთხილება
      • მეორე შემთხვევა -  მკაცრი გაფრთხილება
      • მესამე შემთხვევა  - საყვედური და ხელფასის 5% დაქვითვა
      • მეოთხე შემთხვევა -ხელფასის 10 % დაქვითვა ან/და სამსახურიდან დათხოვნის საკითხის განხილვა
      • გაკვეთილზე გამოუცხადებლობა წინასწარ გაფრთხილების გარეშე
      • პირველი შემთხვევა  - გაფრთხილება
      • მეორე შემთხვევა  - ხელფასის 10% დაქვითვა
      • მესამე შემთხვევა  - სამსახურიდან დათხოვნის საკითხის განხილვა
      • გაკვეთილზე გამოუცხადებლობა წინასწარ გაფრთხილებით,  საპატიო მიზეზის გამო
      • მასწავლებელს აქვს უფლება, საპატიო მიზეზისა და წინასწარ შეტყობინების საფუძველზე, სკოლაში არ გამოცხადდეს სემესტრში მხოლოდ ორი დღე.
      • ავადმყოფობის გამო, ორი დღეზე მეტის გაცდენის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია,  წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა და ბიულეტენი.
      • სხვა საპატიო მიზეზით, ორ დღეზე მეტის გაცდენის შესახებ, მასწავლებელი ვალდებული წინასწარ, გონივრულ ვადებში, შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას. საკითხის გადაიჭრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

      მუხლი 20. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება

       

      20.1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია: აღმასრულებელ დირექტორს, საგნობრივი კათერდის თავჯდომარეს და  პედაგოგიურ საბჭოს  წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;

      20.2. დასაქმებულის დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

      ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

      ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

      მუხლი 21. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება

      21.1.დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილები არიან დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი;

      21.2.გადაცდომის ფაქტობრივად დადასტურების შემთხვევაში, დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულისათვის დისციპლინური  სახდელის დაკისრების შესახებ;

      21.3.გადაწყვეტილების დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;

      21.4.დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;

      21.5.დისციპლინური გადაცდომის განმეორება დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე დაკისრებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;

      21.6.დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;

      21.7.დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, შედეგები/მოსალოდნელი შედეგები, გადაცდომის თანმხლები გარემოებები;

      21.8. დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება  დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე აისახება დასაქმებულის  პირად საქმეში;

      21.9.დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას  წყვეტს  დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი;

      21.10.გადაწყვეტილებას დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს  დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი  მიმართვის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

      მუხლი 22. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

       

      22.1. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი წლის გასვლის შემდეგ;

      22.2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას;

      22.3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

      მუხლი 23. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე  მოხსნა

       

      23.1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა;

      23.2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს/აღმასრულებელ დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით);

      23.3. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

      მუხლი 24. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

      24.1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

      24.1.1. საგაკვეთილო პროცესზე სისტემატიური დაგვიანება;

      24.1.2. საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული;

      24.1.3. ნებართვის გარეშე, საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება;

      24.1.4. მობილური ტელეფონით გაკვეთილზე სარგებლობა ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

      24.1.5. მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური  შეურაცხყოფა;

      24.1.6. სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის შემდეგი ნივთებით გამოცხადება, ტარება/ქონა ან/და მოხმარება/გამოყენება:

      ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი;

      ბ) ალკოჰოლური საშუალებები;

      გ) ნარკოტიკული საშუალებები და  მისი ანალოგი;

      დ) ფსიქოტროპული საშუალებები, მისი ანალოგი ან ძლიერმოქმედი ნივთიერება ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე;

      ე) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;

      ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;

      ზ) ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი (მაგ. კასტეტი, დანა და ა.შ.) რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;

      თ) აზარტული თამაშის საშუალებები (მაგ. ბანქო), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოიყენება სასწავლო მიზნებისა და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების დროს;

      ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები;

      კ)  ელექტროშოკური მოწყობილობა;

      ლ) სხვა აკრძალული ნივთი, რომელიც არ არის განკუთვნილი სასწავლო პროცესისთვის.

      მ) მოსწავლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

      ნ) ფულის/ან სხვა ნივთის/ნივთების სხვა პირისთვის იძულების ფორმით გამორთმევა;

      ო) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება;

      პ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა;

      ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ქონების უნებართვოდ აღება ან/და ხელყოფა (დაკარგვა ან/და დაზიანება);

      რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა;

      ს)  ფსიქოლოგიური ზეწოლა;

      ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;

      უ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

      ფ) სკოლის ტერიტორიაზე უნებართვოდ ფულის შეგროვება;

      ქ) მოსწავლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევა;

      ღ) სკოლისათვის შეუფერებელი ჩაცმულობით გამოცხადება, გარდა კოსტიუმირებული კარნავალის ან სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისა;

      ყ) სკოლის აღჭურვილობის  (ხელსაწყოები, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერ და სხვ.) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე გამოყენება;

      ჩ) სკოლის ქონების, შენობის დაზიანება;

      შ) წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე;

      ც)  მოსწავლისათვის შეუფერებელი სხვა ქმედება.

      24.2. მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:

      ა) სიტყვიერი შენიშვნა;

      ბ) წერილობითი გაფრთხილება; 

      გ) საყვედური;

      დ) სასტიკი საყვედური;

      ე) გაკვეთილიდან გაძევება;

      ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა (10 დღემდე);

      ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

      თ)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე);

      24.3. მოსწავლეს შესაძლებელია დაეკისროს  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის ხასიათის, მოსწავლისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე თანმიმდევრობის დაცვის გარეშე.

      24.4. გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სახდელებისა, მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია  განხორციელდეს შესაბამისი ზომები:

      • მშობელთან დაკავშირება - გულისხმობს რაიმე ინციდენტისთანავე კლასის დამრიგებლის დაკავშირებას მშობელთან, მასთან გასაუბრებას;
      • გასაუბრება აღმასრულებელ დირექტორთან - გულისხმობს მოსწავლის შეხვედრას აღმასრულებელ დირექტორთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი მითითებების მიცემას;
      • ზარალის ანაზღაურება - გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან მოსწავლის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით;

      24.5. აკრძალული ნივთების ჩამორთმევა - გულისხმობს სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის ჩამორთმევასა და მშობლისათვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას. აკრძალულ ნივთების ჩამონათვალი მოცემულია ამავე მუხლის 1.7 პუნქტში.

      24.6. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

      24.7. სკოლის  ტერიტორიაზე  მოსწავლეებს  ეკრძალებათ:

      • ნებისმიერი   ნივთის   გაყიდვა, თუ ეს არ ხდება წინასწარ დაგეგმილი საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში;
      • მობილური ტელეფონის მოხმარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასწავლებლის მიერ არის დაშვებული;
      •  სხვადასხვა  გასართობი   სათამაშოების  შემოტანა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს;
      • ისეთი ქუდების, ბენდენების, სამკაულების  ტარება, რომლებიც რაიმე ფორმით უკავშირდება ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ძალადობის და ა.შ. პროპაგანდას;

      მუხლი 25.  მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება

       

      25.1. სკოლაში ნებისმიერი ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში (გარდა დაგვიანებისა), უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, მოსწავლე, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, სკოლაში დასაქმებული პირი ვალდებულია, პირველ რიგში, მიმართოს აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც წყვეტს ამ საკითხზე რეაგირების საკითხს: დაიწყოს დისციპლინური წარმოება თუ განხორციელდეს 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ზომები/პედაგოგოგიური ღონისძიებები. დაგვიანების შემთხვევები რეაგირებისთვის გადაეცემა დამრიგებელს, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას დაგვიანების საკითხებთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

      25.2. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

      ა) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართვა - დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შევსება დანართი N1 შესაბამისად;

      ბ) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის წერილობითი მიმართვა ან ზეპირი ინფორმაცია;

      გ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

      25.3. წერილობითი მიმართვას თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, კლასი, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის არსი, მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში) , რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, თარიღი.

      25.4. დისციპლინური წარმოების დაწყებისას ინციდენტში მონაწილე პირებს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების ჩამორთმევა არასრულწლოვანი მოსწავლისთვის ხდება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ან მისი თანხმობით (ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ან წერილობით). ახსნა-განმარტებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მოსწავლეს პასუხისმგებლობისაგან და ამ შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

      25.5. მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

      მუხლი 26.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

      6.1. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს:

      ა) წინამდებარე შინაგანაწესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს. მასწავლებელს უფლება აქვს გაკვეთილიდან გააძევოს მოსწავლე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა მოსწავლე არ ემორჩილება მასწავლებლის კანონიერ მოთხოვნებსა და მითითებებს, შეურაცხყოფას აყენებს თანაკლასელს ან მასწავლებელს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს კლასზე ან მასწავლებელზე და თავისი ქმედებით ფაქტობრივად შლის საგაკვეთილო პროცესს). მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლის გაძევება გაკვეთილიდან ზედამხედველის გარეშე.

      ბ) წინამდებარე შინაგანაწესის 24-ე მუხლის მეორე  პუნქტის „ა“ ,,ბ“, ,,გ“, „დ“, ,,ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს/აღმასრულებელ დირექტორს.

      გ) დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

      დ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

      ე) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

      ვ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები;

      ზ) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მის მშობელს (შესაძლებელია ადგილზე გაცნობა ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა.

      26.2. მოსწავლეს სასარგებლო საქმიანობა შეიძლება დაეკისროს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას აღმასრულებელი დირექტორის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი, მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

      26.3.  დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტიელბა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

      მუხლი 27. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა

      27.1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას, თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევებით და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;

      27.2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და აღმასრულებელ დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით);

      3. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

      თავი 10. უფლება- მოვალეობები

      მუხლი 28. სასწავლო   პროცესში  მონაწილეთა  უფლება- მოვალეობანი 

       

      28.1.სასწავლო პროცესის მონაწილეებად ითვლებიან მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის   დამრიგებელი და მშობელი;

      28.2.სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება წინამდებარე სკოლის  შინაგანაწესის, მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებისა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელსა და სკოლას   შორის   დადებული  ხელშეკრულების  შესაბამისად;

      28.3.თანამშრომელს, მოსწავლესა და მშობელს უფლება აქვთ ნებისმიერი დისციპლინური პროცედურის ყველა ეტაპზე ისარგებლონ თავის დაცვის თანასწორი უფლებით, კერძოდ:

      ა) წაყენებული ბრალდებებისა და მათი საფუძვლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიღების უფლებით;

      ბ) საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სრული ხელმისაწვდომობის უფლებით;

      გ) საკუთარი თავის პირადად, ან თავისივე შერჩეული პირის მეშვეობით დაცვის უფლებით;

      დ) მიღებული გადაწყვეტილებისა და მათი საფუძვლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიღების უფლებით;

      ე) კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის უფლებით.

      28.4.დაუშვებელია, მშობელთა ჩარევა ისეთ საკითხებში, რომლებიც, ძირითადად, მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება. იმ მშობელს, რომელსაც საჩივარი გააჩნია სკოლისა თუ მასწავლებლის მიმართ, უპირველეს ყოვლისა,  დირექტორთან, აღმასრულებელ დირექტორთან და მოცემულ მასწავლებელთან მისი განხილვის საშუალება ეძლევა. საჩივრის განხილვა ისე უნდა წარიმართოს, რომ მასწავლებელს საკუთარი თავის დაცვის კანონიერი შესაძლებლობა მიეცეს და განხილვის პროცესი საჯარო არ გახდეს;

      28.5.მოსწავლეთა ვალდებულებები, დისციპლინურ დარღვევებად მიჩნეული ქმედებები, აკრძალული ნივთების (ნივთიერებების) ნუსხა, ჩაცმის წესი, დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი, არასაპატიო გაცდენები, სკოლისა და მოსწავლის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) ურთიერთობის წესი, განისაზღვრება მოსწავლეთა ქცევის კოდექსითა და  წინამდებარე შინაგანაწესით.

        1. მოსწავლეს   უფლება  აქვს:
      •  მიიღოს ზოგადი განათლება სკოლაში მისთვის მისაღები და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
      • მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან  მათზე  დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
      •  მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;
      • ჰქონდეს სწავლისათვის საჭირო პირობები და გარემო;
      • მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში კანონით დადგენილი წესით;
      • იცოდეს მისი უფლებების შეზღუდვის საფუძველი;
      • ისარგებლოს სკოლის ყველა რესურსით;
      • დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
      • მიიღოს სკოლაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
      • გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
      • საქველმოქმედო მიზნებისათვის მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები;
      • მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი   კონკურსის  პირობების  შესახებ  მათში  მონაწილეობის  მიზნით;
      • ისარგებლოს   სკოლის  სამედიცინო  და  სამზარეულოს მომსახურებით და  სპორტული სივცით;
      • მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის  განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე და პედაგოგიურ საბჭოს  სხდომაზე. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს   აღნიშნული     საკითხის   განხილვას;
      • წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ორგანიზება გაუწიოს შეკრებას სკოლის ტერიტორიაზე;
      • თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.
        1. მოსწავლე  ვალდებულია:
      • გაეცნოს და დაემორჩილოს სკოლაში არსებულ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს;
      • შეასრულოს შინაგანაწესით დადგენილი წესები;
      • დაიცვას დღის  რეჟიმი და შეასრულოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
      • იყოს  დისციპლინირებული;
      • პატივისცემით  მოექცეს  ამხანაგებსა  და  მასწავლებლებს;
      • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და სასწავლო ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
      • ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას;
      • სისტემატურად დაესწროს გაკვეთილებს და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და  გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება განიხილება როგორც ქცევის კოდექსის დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სახდელს;
      • აკონტროლოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები, არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობისას;
      • გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც სკოლა მას დროებით სარგებლობისათვის გადასცემს;
      • ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი;
      • სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი;
      • იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხყოფს სხვათა ღირსებას, არღვევს სხვა პიროვნების უფლებას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს შესაბამის სახდელს;
      • დაემორჩილოს ადმინისტრაციისა და მასწავლებლის მითითებებსა და მოთხოვნებს;
      • გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობას. დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.
        1. მასწავლებელს   უფლება   აქვს:
      • მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან  მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
      • საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით;
      • მიიღოს დროული ინფორმაცია, როგორც მოსწავლეთა, ასევე  მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების  ჩატარების   პირობების  შესახებ;
      • საჭიროების შემთხვევაში დაამყაროს კონტაქტი მოსწავლის მშობელთან;
      • გახდეს  პედაგოგიურ საბჭოს ან კათედრის ხელმძღვანელი;
      • მოითხოვოს სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა  პედაგოგიურ საბჭოზე;
      • გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები საკუთარი  და  კოლეგების  უფლებათა   დასაცავად.
        1. მასწავლებელი   ვალდებულია:
      • იცნობდეს და ასრულებდეს სკოლის შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ   მოთხოვნებს;
      • დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა;
      • კეთილსინდისიერად  შეასრულოს  მასზე  დაკისრებული  პროფესიული  მოვალეობა;
      • მოსწავლეებს  მისცეს მაღალი ხარისხის განათლება;
      • იზრუნოს კლასში მაღალი აკადემიური დონის მიღწევაზე;
      • საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჩაატაროს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური გაკვეთილები და კონსულტაციები;
      • ადმინისტრაციისა და კათედრის მიერ განსაზღვრულ თარიღებში ჩაატაროს გამოცდები, ტესტირებები, შემაჯამებელი დავალებები და ორგანიზება გაუწიოს კონფერენციებისა და პრეზენტაციების ჩატარებას;
      • კლასის დამრიგებელს ყოველდღიურად მიაწოდოს საყურადღებო ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ;
      • ყოველდღიურად და სრულფასოვნად შეავსოს სკოლის  ელექტრონული ჟურნალი;
      • მოსწავლე შეაფასოს სკოლაში არსებული შეფასების სისტემით;
      • სკოლის დირექციას და კათედრის თავჯდომარეებს ყოველი სემესტრის ბოლოს ჩააბაროს მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული შეფასება;
      • სკოლის დირექციას და კათედრის თავჯდომარეებს ყოველი სემესტრის ბოლოს ჩააბაროს მოსწავლეთა შეფასება;
      • დაესწროს პედაგოგიური საბჭოსა და კათედრების სხდომებს;
      • დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ პედაგოგთა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს;
      • იყოს კოლეგიალური და დაიცვას  პროფესიული ეთიკის  ნორმები;
      • მონაწილეობა მიიღოს სკოლის საგანმანათლებლო-გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში;
      • ადმინისტრაციის მიერ დადგენილ დღეებში შეხვდეს მშობლებს;
      • გაუფრთხილდეს  სკოლის  ქონებას,  დაიცვას  უსაფრთხოების  წესები;
      • აანაზღაუროს  მის  მიერ  სკოლისათვის   მიყენებული  მატერიალური  ზარალი;
      • გაკვეთილის პერიოდში უზრუნველყოს მოსწავლის უსაფრთხოება;
      • სკოლაში გამოცხადდეს სასწავლო გარემოსათვის შესაფერისი ჩაცმულობითა და მოწესრიგებული გარეგნობით.
        1. კლასის  დამრიგებელს უფლება აქვს:
      • მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათზე დაკისრებული  მოვალეობის  შესრულება;
      • სკოლაში  დაიბაროს მოსწავლის  მშობელი;
      • ისარგებლოს  მასწავლებლის  ყველა   უფლებით.
        1. კლასის   დამრიგებელი ვალდებულია:

       

      • შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული  მონაცემები;
      • დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი   პრობლემის   შესახებ;
      • სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის  აკადემიური  მოსწრების შესახებ; საჭიროების შემთხვევაში ჩანიშნოს საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან; 
      • ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა დასწრება;
      • გამოიკვლიოს  მოსწავლის  მიერ  ყოველი გაკვეთილის  გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების   მიზეზები  და  აცნობოს  მშობელს; 
      • პერიოდულად შეეკითხოს საგნის მასწავლებლებს მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატებების შესახებ;
      • მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრის წინ შეხვდეს სადამრიგებლო კლასის პედაგოგებს;
      • დაეხმაროს მოსწავლეს უკეთ მოღვაწეობაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გამოვლენასა და განვითარებაში, აგრეთვე მომავალი საგანმანათლებლო გეგმების დასახვაში.
      • უშუამავლოს  მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.  წამოჭრილი პრობლემის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას;
      • ჩაატაროს  მშობელთა და მოსწავლეთა კრებები (წელიწადში მინიმუმ სამჯერ);
      • საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს    ტელეფონით;
      • აუმაღლოს მოსწავლეებს პასუხისმგებლობის განცდა საკლასო ოთახსა და სკოლის შენობაში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;
      • აწარმოოს დამრიგებლის პორტფოლიო;
      • პასუხისმგებელია ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად ზუსტად შეტანაზე სასკოლო დოკუმენტებში, სადაც ეს ნიშნები აღირიცხება;
      • მოაწესრიგოს თავის სადამრიგებლო კლასისა და მოსწავლეების დოკუმენტაცია;
      • საგაკვეთილო პერიოდში დამრიგებლების სკოლიდან გასვლა თანხმდება აღმასრულებელ დირექტორთან.
      1. მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს  უფლება  აქვს:
      • მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
      • მიიღოს  ინფორმაცია  მასწავლებლისაგან  და  სკოლის  ადმინისტრაციისაგან სკოლის  ფუნქციონირების  ნებისმიერ   საკითხზე;
      • მოითხოვოს მოსწავლის ობიექტური შეფასება;
      • მოითხოვოს მოსწავლის შეფასება საგნების მიხედვით სემესტრის ბოლოს;
      • მოითხოვოს მოსწავლის შეფასება საგნების მიხედვით სასწავლო წლის ბოლოს;
      • მოითხოვოს გაკვეთილების ცხრილის შესრულება;
      • მოითხოვოს შვილის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე და  პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მას შეუძლია დაესწროს აღნიშნული საკითხის განხილვას.
      • მშობელს უფლება აქვს მიიღოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია,  გარდა სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.
      1.  მშობელი/კანონიერ წარმომადგენელი  ვალდებულია:
      • უზრუნველყოს  შვილისათვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა, უზრუნველყოს  თავისი შვილი სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით;
      • უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება გაკვეთილებსა და სავალდებულო სასკოლო ღონისძიებებზე;
      • გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინოს ადმინისტრაციას;
      •  ხელი შეუწყოს შვილს სწავლაში და აკონტროლოს მისი მომზადების ხარისხი;
      •  ხელი შეუწყოს მოსწავლეს დღის რეჟიმის სწორად განსაზღვრაში;
      • აქტიურად ითანამშრომლოს აღმასრულებელ  დირექტორთან და დამრიგებელთან;
      •  შეასრულოს ამ სკოლის შინაგანაწესით და სკოლასთან დადებული  ხელშეკრულებით  განსაზღვრული  პირობები;
      • შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური  ვალდებულებები   სკოლის   წინაშე;
      •  აანაზღაუროს  სკოლისადმი მოსწავლის მიერ  მიყენებული  მატერიალური  ზარალი;
      •  დირექციასთან, სკოლის თანამშრომლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას   დაიცვას ეთიკის   ნორმები;
      • უზრუნველყოს სკოლაშო მოსწვალის ფორმით გამოცხადება.

       

      თავი 11. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

      მუხლი 31. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

      31.1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.

      31.2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

      ა) განცხადება სკოლის  აღმასრულებელი დირექტორის  სახელზე;

      ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

      გ) დაბადების მოწმობის  ან პირადობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

      დ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

      ე) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობების ასლები;

      ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცრების მითითებით.

      31.3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.

      31.4. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N 193/ნ  ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

      ა) აღმასრულებელი დირექტორის სახელზე;

      ბ) მოსწავლის პირადი საქმე;

      გ) მიმდინარე შეფასება;

      ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

      ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

      ზ) დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

      თ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

      ი)სოციალურად დაუცველი მოსწავლის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობა;

      კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა.

       

      31.5.   მოსწავლეთა საბოლოო ჩარიცხვა

      • მოსწავლის ჩარიცხვა მოხდება მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან  ხელშეკრულების გაფორმებისა და მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველზე;
      • მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა ამოწურულია.

       

       31.6.უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.

      31.7. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:

      ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;

      ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

      გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

      31.8. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას, რომელსაც მშობელი წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. მან  თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

      ა) სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა;

      ბ) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;

      გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოში გაცემული, მაშინ დედანი;

      დ) თავისი პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

      ე) აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

      31.9.მოსწავლე ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის  შესაბამის კლასში ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული საფუძვლის შესაბამისად. სკოლის მიერ გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება აისახება eschool.emis.ge-ს ბაზაში. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.

      31.10. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით ქვედა კლასში. სკოლის მიერ გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება აისახება eschool.emis.ge-ს ბაზაში.

      თავი 12. შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.

      მუხლი 32.. შრომის პირობების დაცვისა და უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

      32.1. სკოლა ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიმართულებით

      32.2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

      32.3. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია სკოლის მიერ დამტკიცებული აქტებით;

      32.4.სკოლა ვალდებულია დაიცვას ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესები და პირობები, რომელიც შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შესაბამისობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის #06/ნ ბრძანებასთან

      32.5.სკოლაში  წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

      ა) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, დარაჯისა და მორიგე მასწვალებლების მიერ განხორციელებული კონტროლი;

      ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

      გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

      დ)ვიდეოკამერები გარე პერიმეტრზე და შიდა პერიმტრეზე;

      ე)ხანძრის გამაფრთხილებელი სიგნალი და მოძრაობის დეტექტორები, რომელსაც პულტით აკონტროლებს დაცვის სამსახური.

      თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა, ბრძანების გაცნობა

       

      მუხლი 33.  განცხადების/საჩივრის განხილვის წესი         

      33.1. მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები.

      33.2.სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

      33.3. განცხადების განხილვის ვადა განისაზღვრება 10 სამუშაო დღით, ხოლო საჩივრის განხილვის ვადა ერთი თვის ვადით.

      33.4. თუ  საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის/განცხადების განსახილველად 10 სამუშაო დღეზე/ერთ თვეზე მეტი, აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვის ვადით;

      33.5. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

      • ხელმძღვანელი პირის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
      • განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით);
      • მოთხოვნას;
      • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას;
      • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას;
      • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

      მუხლი 34.    ბრძანების  გაცნობის  წესი

      34.1. დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის ბრძანება თანამშრომლებს ეცნობება პირისპირ რეჟიმში (პერსონალური მონაცემების დაცვით), ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნით.

      34.2.სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გამოცხადდეს ზეპირი ფორმითაც;

      34.3. დირექტორის/აღმასრულებელი დირექტორის  ბრძანება მოსწავლის მშობელს/კანონიერი წარმომადგენელს ეცნობება შეხვედრაზე გაცნობით, ელექტრონულ მისმართზე გადაგზავნით, ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით,  SMS შეტყობინებით ;

      34.4.თუ ბრძანების შინაარსი ეხება პერსონალურ მონაცემებს, დაუშვებელია მისი გასაჯაროება.

       

      თავი 14. დასკვნითი დებულებანი

       

      მუხლი 35. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

       

      35.1.შინაგანაწესს ამტკიცებს  დირექტორი;

      36.2.შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის;

      35.3.შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

      35.4.დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს.

       

       

      დანართი N1

      ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის

       დარღვევის აღრიცხის ფურცელი

      დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენის

      თარიღი და დრო  ______________________________________

       

      ინციდენტში მონაწილე პირის

      სახელი და გვარი

      კლასი

       

       

       

       

       

       

       

      მონიშნეთ სავარაუდო დარღვევა:

        ნებართვის გარეშე, საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება;

        მობილური ტელეფონით გაკვეთილზე სარგებლობა ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;

        სიტყვიერი შეურაცხყოფა;

        ფიზიკური შეურაცხყოფა;

        სკოლის ტერიტორიაზე აკრძალული ნივთებით გამოცხადება, ტარება/ქონა ან/და მოხმარება/გამოყენება;

        თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება;

        მოსწავლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

        კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა;

        სხვისი ქონების უნებართვოდ აღება ან/და ხელყოფა (დაკარგვა ან/და დაზიანება);

        გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

        სკოლის ქონების, შენობის დაზიანება;

        სხვა _____________________________________________________________________________.

       

      შენიშვნა:  --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

      დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შემდგენი:

      სახელი, გვარი

      ხელმოწერა

       

       

       

      უფლებამოსილი პირი:

      სკოლა–ინტერნატის დირექტორი

      ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველი

      ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე                                                                /დ.ჭუაძე/