• პროგრამის აღწერა

      •  

        ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის
        საბაზო საფეხურის
        2024–2025 სასწავლო წლის კურიკულუმი

         

         

        პროგრამის სახელწოდება: საბაზო საფეხურის კურიკულუმი

        პროგრამის განხორციელების ენა: სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

        კლასები: საბაზო საფეხური მოიცავს VII-IX კლასებს.

        განათლების დონე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით:  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგები. 

         

        პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. დედოფლისწყაროში, ანტონ ნატროშვილის ქუჩაზე (ყოფილი რუსთაველის ქუჩა N45)

         

        საბაზო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებას, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მხარდაჭერას, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობას და საფუძვლების შექმნას განათლების მომდევნო საფეხურზე (ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;