• პროგრამის აღწერა

      • ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის 
        საშუალო საფეხურის 2024–2025 სასწავლო წლის კურიკულუმი

        პროგრამის სახელწოდება: საშუალო საფეხურის კურიკულუმი

        პროგრამის განხორციელების ენა: სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

        კლასები: საშუალო საფეხური მოიცავს X-XII კლასებს.

        განათლების დონე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით:  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგები. 

        პროგრამის განხორციელების ადგილი:  ქ. დედოფლისწყაროში, ანტონ ნატროშვილის ქუჩაზე (ყოფილი რუსთაველის ქუჩა N45)

         

        საშუალო საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:

        ა)   სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირებას;

        ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას.