დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის
დაწყებითი საფეხურის 2024–2025 სასწავლო წლის კურიკულუმიპროგრამის სახელწოდება: დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი
პროგრამის განხორციელების ენა: სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
კლასები: დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს.
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. დედოფლისწყაროში, ანტონ ნატროშვილის ქუჩაზე (ყოფილი რუსთაველის ქუჩა N45)
დაწყებით საფეხურზე სკოლა უზრუნველყოფს:
ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას;
ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბებას და მოსწავლის მომზადებას საბაზო საფეხურისთვის.