• სკოლის ისტორია

    • ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა დაარსდა 2014 წელს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 19 სექტემბრის N22 გადაწყვეტილებით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით.

      სკოლის ისტორიის პირველი გაკვეთილის პირველი ზარი  2014 წლის 01 ოქტომბერს 32 მოსწავლისათვის დაირეკა და სასწავლო პროცესი დაიწყო I-IV კლასებში. სკოლის მოსწავლეებისა, მათი მშობლების კმაყოფილების, დაინტერესებულ პირთა რაოდენობის ზრდისა და სკოლის მასწავლებლების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდა. ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 20 ივლისის N43 გადაწყვეტილების საფუძველზე მოსწავლეთა რაოდენობა 100 მოსწავლით განისაზღვრა. ვინაიდან სკოლაში მიმდინარე სასწავლო პორცესი კვლავ იწვევდა სასკოლო საზოგადოების კმაყოფილებას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანთლებლო პროგრამის დამატების შესახებ. რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 12 ივნისის N72 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესებულებას მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი და საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. მოსწავლეთა კონტიგენტი კი 200 მოსწავლით განისაზღვრა. მიმდინარე პროცესებისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესით დაინტერესებულ პირთა გათვალისწინებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 05 აგვისტოს N29 გადაწყვეტილებით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. მოსწავლეთა კონტიგენტი კი 240 მოსწავლით განისაზღვრა.

      2015–2022 წლებში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე დიმიტრის მუხლჩაუხრელი შრომისა და თითქმის ათწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით,  სკოლა სასკოლო საზოგადოების წევრებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელშიც შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, მოსწავლეებმა მიიღონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგანმანათლებლო მომსახურება და თვალსაწიერი გაიფართოონ ისეთი დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო მომსახურებით, როგორებიცაა საღვთო სჯული, არასავალდებულო არჩევითი მომსახურებით (უფასო) ხალხური სიმღერა და გალობა, ქარგვა და ქსოვა და მეტყველების კულტურა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლის გარეთა შემეცნებით მრავალფეროვან აქტივობებში მაგ.: ექსკურსიები, სტუმრობა სპეკტაკლებზე, მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადსახვა ღონისძიებებში და სხვა.

      ამ ეტაპზე სკოლა ერთ–ერთი მოთხოვნადი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რასაც განაპირობებს ცვლილებებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, მატერიალური და ადამიანური რესურსი, რითაც უზრუნველყოფილია მოსწავლეებში 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარება.