აღმასრულებელი დირექტორი
მოგესალმებით ჩვენი ვებ გვერდის სტუმრებო.
მადლობას გიხდით ჩვენი სკოლით დაინტერესებისთვის.
ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ის გარემოა, რომელშიც 200 მოსწავლეზე მეტი, მათი მშობლები და 30 თანამშრომელი ყოველ სასწავლო დღეს ცდილობს კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უწყვეტი სასწავლო გარემოს შექმნას, რასაც წლების განმავლობაში მეუფე დიმიტრი უძღვებოდა და დღეს სკოლის განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს მეუფე თეოდორე.
გვინდა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იგრძნონ თუ რამდენად დიდი ძალა აქვს თანადგომას, ასაკის შესაბამისად იზრუნონ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე და იყვნენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მატარებელი და დამცველი პიროვნებები. აღნიშნულს კი ერთობლივი მუშაობით შემუშავებული დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები განაპირობებს.
პატივისცემით,
ა(ა)იპ რომ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის აღმასრულებელი დირექტორი
თეა სხირტლაძე