სტრატეგიული გეგმა
შემუშავებულია
სკოლის აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით
––––––––––––––––––––––––––––––––––
განხილულია
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის
სკოლა–ინტერნატის პედაგოგიური საბჭოს მიერ
2024 წლის 05 იანვარს ოქმი#1
დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ
ბრძანება #3–46 (05.09.2022 წელი)
––––––––––––––––––––––––––––––––––
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის
სტრატეგიული განვითარების გეგმა
2024–2031 წ.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის (შემდგომში სკოლა)
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მისია
შექმნას შესაძლებლობების განვითარებასა და ღირებულებების ცვლილებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესაბამის სასწავლო აქტივობებზე. ხელი შეეწყობა მოსწავლეებში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გააზრების, გადაწყვეტილების მიღების, იდეების განხორციელებისა და დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო თეორიების, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებას.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის ხედვა
- სასკოლო საზოგადოების ჩართულობით მუნიციპალიტეტის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომლის თითოეულ წევრსაც ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.
- მოსწავლეებში დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უწყვეტი რეალიზებისადმი, როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
- თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებისათვის.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის ღირებულებები
- თანადგომა – სკოლის მოსწავლეების ინიციატივების წახალისება, როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარების მიმართულებით. სკოლის თანამშრომლების ინიციატივების მხარდაჭერა, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარების მიმართულებით.
- მონაწილეობა – სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობა სასწავლო აქტივობების დაგეგმვის, განხორციეებისა და შედეგების შეფასების პროცესში. თანამშრომლების მიერ სასწავლო პროცესის ერთობლივი დაგეგმვა, განოხრციელება და შედეგების შეფასება. მშობელთა ინიციატივების ხელშეწყობა სასწავლო აქტვიბებში ჩართულობის მიმართულებით.
- პროცესის უწყვეტობა და განვითარება – სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად, საქმიანობის შეფასება, გასავითარებელი მხარეების დადგენა და მათზე რეაგირება. სიახლეების დანერგვა სასწავლო პროცესში.
სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრის 2023 წლის ანგარიშის 01 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, სასკოლო საზოგადოების წევრთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა სამი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი (გამოკითხულებს კითხვარის ინსტრუქციის შესაბამისად, კითხვარის შემადგენელი კითხვებიდან უნდა აერჩიათ სამი პრიორიტეტული მიმართულება):
- 80,6% (143 გამოკითხული) მიიჩნევს, რომ ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის შვიდწლიანი გეგმის პრიორიტეტს შეიძლება წარმოადგენდეს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განვითარება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის ხელშემწყობი აქტივობების უწყვეტ დაგეგმვასა და განხორციელებას. სწავლებისა და შეფასების პროცესის მონიტირინგს, შედეგების შესაფასებასა და სასწავლო პროცესში გათვალისწინებას.
- 73,4% (130 გამოკითხული) მიიჩნევს და კვლევის შედეგების გათალისწინებით მე-2 პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, მატერიალური ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს ახალი შენობა-ნაგებობის აშენებასა და სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების საჭიროების შესაბამისად მოწყობას.
- 65% -ს (115 გამოკითხული) კი მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სასწავლო პორცესის ცალკეული მიმართულებების დაგეგმვისა და განხორციელებისას მოსწავლეთა მოსაზრებების გათვალისწინებასა და მათ განხორციელებას.
მიუხედავად, იმისა, რომ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა (35.9%), ის შეტანილია სტარტეგიული განვიტარების გეგმაში.