გასაჩივრების წესი
მუხლი 33. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
32.1. მოსწავლეს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები სკოლის დირექტორთან ან აღმასრულებელ დირქტორთან.
32.2.სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში გატარდება დადგენილი წესით.
32.3. განცხადების განხილვის ვადა განისაზღვრება 10 სამუშაო დღით, ხოლო საჩივრის განხილვის ვადა ერთი თვის ვადით.
32.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის/განცხადების განსახილველად 10 სამუშაო დღეზე/ერთ თვეზე მეტი, დირექტორის ან აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვის ვადით;
32.5. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
- ხელმძღვანელი პირის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
- განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით);
- მოთხოვნას;
- გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას;
- განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას;
განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).