იცოდი, რომ შენს აზრსაც შეუძლია სკოლაში ცვლილებების მოტანა ?!
სკოლაში უკვე იწყება უნიკალური და საინტერესო პროექტი – "თავისუფალი კედელი – გამოხატე შენი აზრი!"
იდეა, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიფიქრეს, მოიპოვა ევროპის ფონდის გრანტი – 960 ლარი და უკვე მზად ვართ, ერთად დავიწყოთ ცვლილებები!
რა არის “თავისუფალი კედელი”?
ეს არ არის უბრალოდ კედელი ეს არის სივრცე, სადაც:
შეგიძლია დაწერო შენს გულში რაც არის
დახატო ის, რასაც სიტყვებით ვერ ამბობ
ანონიმურად გაგვიზიარო, რაც გაწუხებს, ან პირიქით – რაც გიხარია!
სკოლის სამივე შენობაში დაგხვდება: “თავისუფალი კედელი” – დაფები
ანონიმური აზრის ყუთები
რა გველოდება პროექტის ფარგლებში?
თემატური დისკუსიები – თვეში ერთხელ გავმართავთ დიალოგს საინტერესო თემაზე. მოდიან ჟურნალისტები, მასწავლებლები, აქტივისტები – ერთად ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ პასუხებს!
"თვე შეაჯამე – თქვი შენი აზრი!" – თვის ბოლოს ერთად განვიხილავთ ანონიმურ ყუთში გამოქვეყნებულ აზრებსა და ნახატებს.
აქტიურ მონაწილეებს კი დავაჯილდოვებთ – გადაეცემათ მადლობის სიგელები და მოიპოვებენ ტიტულს:
"სიტყვის თავისუფლების ელჩი"!
რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
აზრის თავისუფალი გამოხატვა ჩვენი სკოლის მთავარ ღირებულებად იქცევა
არაფორმალური განათლებით მივიღებთ ცოდნას, რომელსაც გაკვეთილზე ვერ ისწავლი
ვმუშაობთ ლიდერობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე
ვქმნით მეგობრულ, უსაფრთხო და ინკლუზიურ სასკოლო გარემოს
მშობლებო ,მასწავლებლები და მოსწავლეებო ეს კედელი თქვენია!
თქვით ის, რაც აქამდე არ თქვით!
ერთად ვქმნით სკოლას, სადაც თქვენი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია!