სიახლეები

          • 05/02/2025

            "წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო. ''(ნილ გეიმანი) ის ხომ ბავშვისთვის ჯადოსნური კარია, რომელიც საოცარ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება. ამ პატარა კარის გაღება არის დასაწყისი სამყაროს გაცნობისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს მშვენიერების აღმოჩენისა.

            წიგნი ბავშვისთვის არა უბრალოდ ისტორია, არამედ უცნობი სამყაროს პირველი, ყველაზე ტკბილი გასაღებია. წიგნის საჯარო კითხვის კვირეულიც ხომ ამას ემსახურება, აამაღლოს წიგნის სიყვარული სკოლის მოსწავლეებში. გაეცნონ და იმოგზაურონ სრულიად განსხვავებულ, ზღაპრულ და ფერად სამყაროში...

            კვირეულის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ჩვენს სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.

            ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით მადლობას ვუხდით ბ-ნ ნიკოლოზს ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.

          • 05/02/2025

            დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი მათემატიკაში. აღნიშნული აქტივობა ჩატარდა სამ ტურად. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და გამარჯვებულებს-მედლები.

            მასწავლებელი : მზია ბაშარული

          • 05/02/2025

            26 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონკურსის "ნახატები ბიბლიურ თემებზე" დასკვნითი ღონისძიება _ გამოფენა და დაჯილდოება.

            კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: მარიამ თეთვაძე, ნინო ზურიკაშვილი, იოანა ბულაშვილი, ლიზი ყანჩაშვილი, ნინო ალუღიშვილი, გიორგი კოჭლამაზაშვილი და ელენე გიგაური. ფინალში გადასული 104 მონაწილედან უფროს ასაკობრივ ჯგუფში III ადგილი დაიკავა ნინო ალუღიშვილმა და დაჯილდოვდა სიგელითა და სასაჩუქრე ვაუჩერით. ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ქეთევან საბიაშვილს გადაეცათ სიგელები.

            მონაწილეები ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, დეკანოზებმა ბიძინა გუნიამ და იოსებ ვანიძემ დააჯილდოვეს.

          • 05/02/2025

            2024 წლის 6 ნოემბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლეები პროექტული სწავლების ფარგლებში ( პროექტი "ხელმარჯვე ოსტატები") ეწვივნენ დედოფლისწყაროს "ცაცია ოსტატის საწარმოს", სადაც ბავშვებს უმასპინძლა სახელოსნოს მეპატრონემ ბატონმა შოთა შანშაშვილმა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა საწარმო და ესაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებაზე, თუ როგორ დაიწყო ბიზნესი და როგორ იმოგზაურა და წარმოაჩინა თავისი პროდუქტი მრავალ ქვეყანაში.

            მადლობა ბატონ შოთას გულითადი მასპინძლობისთვის.

          • 05/02/2025

            29 ნოემბერს, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ლიზა კოჭლამაზაშვილმა, ანა თარალაშვილმა, ლაშა ღორაშვილმა და მარიამ პოპიაშვილმა ჩაატარეს “რა? სად? როდის?”. ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწვლეებმა. ბავშვებს დაურიგეს სიგელები და თითოეული გუნდიდან გამოავლინეს ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და გადაეცათ მცირე ფასიანი საჩუქრები

          • 05/02/2025

            ა(ა)იპ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს 13 ნოემბერს შეხვედრა ჰქონდათ ქალბატონ ნინო კაჭკაჭიშვილთან, მეათე კლასის პროექტის-,,არა ბულინგის” ფარგლებში. მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე გაიგეს მეტი ინფორმაცია ბულინგზე, თუ რა პრობლემებს იწვევს ის, როგორი სახის ბულინგს ვხვდებით დღესდღეისობით,როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და ა.შ. თემის განხილვის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი,რაშიც მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო კაჭკაჭიშვილს ჩვენთან მობრძანებისთვის და ასეთი შეხვედრის ჩატარებისთვის,რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

          • 11/12/2024

            26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა ბიო ტექნოლოგიების კვირეული. კვირეულში მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი კახეთის რეგიონიდან. ჩვენი სკოლის გუნდმა წარადგინა პროექტი ,,ჭკვიანი ნიღაბი". დაიმსახურა გამარჯვება და გადაეცა 500 ლარიანი ვაუჩერი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს მეცნიერების მწვერვალებისკენ

          • 11/12/2024

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა 5 დეკემბერს ნიადაგის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიება, სადაც წარმოადგინეს ნარჩენებისგან შეკერილი ტანსაცმელი. წაიკითხეს ლექსები, დარგეს ბზები.

            დამრიგებელი-ნატო ჭოტაშვილი

          • 06/12/2024

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, შემოქმედებითი დავალება – ,,ტელეანონსი,, წარმოადგინეს. 

          • 02/12/2024

            კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლას ეწვია და სკოლის დირექტორთან, თეა სხირტლაძესთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

            გიორგი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე სასკოლო ღონისძიებას ,,მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში" დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს წარსულის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გააცოცხლეს და პატრიოტულ თემაზე შექმნილი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საუკეთესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

          • 02/12/2024

            ”თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია...შენც უკვდავი იქნები” .

            8 ნოემბერი ქართველი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის, დაბადების დღეა.

            მისი დაბადებიდან 187 წელი შესრულდა.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეშვიდე და მერვე კლასის არაჩვეულებრივი მოსწავლეები გვესაუბრნენ მისი ბიოგრაფიის შესახებ და პოეზიის საღამოც გამართეს.

            უღრმესი მადლობა მათ!

            პ.ს მერვე კლასის მოსწავლეებს ილიას შემოქმედების შესახებ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები- თეკლა ჯინაშვილი და თომა გულაშვილი ესაუბრნენ. მათ გააცნეს ნაწარმოები - ,,მგზავრის წერილები". პედაგოგი-მარი ჩალახეშაშვილი

          • 02/12/2024

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე კლასის მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს დედოფლისწყაროს "ხორნაბუჯის" ციხის შესახებ, რომლის მიზანია არსებული ძეგლის მრავალმხრივი კვლევა. მასალების მოსაძიებლად ვესტუმრეთ დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმს, სადაც მეგზურობა გაგვიწია ქალბატონმა მარინე ბაგაშვილმა. ადგილზე ბევრ საინტერესო მასალას გავეცანით, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის განხორციელებაში.

          • 02/12/2024

            ჩვენი სკოლა გამორჩეულია ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მოსწავლეების ნიჭიერებითა და უამრავი წარმატებით.

            ამ ყველაფრის უკან დგას პედკოლექტივი, რომელიც არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩევა.

            ჩვენი სკოლის მასწავლებლბელმა მხიარულებით, ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს ხვავითა და ბარაქით სავსე, ულამაზესი შემოდგომის სეზონი.

            მერე რა რომ დიდები ვართ? ჩვენც პატარა ბავშვებივით გვიხარია ჩურჩხელის ამოვლება, სცენაზე ლექსების თქმა და სიმღერა

          • 02/12/2024

            მეოთხე კლასის მოსწავლეები "მე და საზოგადოების" პედაგოგის: ქეთევან საბიაშვილისა და კლასის დამრიგებლის: თამარ გიგოლაშვილის ინიციატივით ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გაზეთი "შირაქის" რედაქციას. გამომცემლობის დირექტორმა ქალბატონმა ინგა შიოლაშვილმა ბავშვებს აუხსნა თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზეთის აწყობა, დაკაბადონება, ბეჭდვა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გაზეთის ძველი ეგზემპლარები.

          • 02/12/2024

            იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში მესამე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ხელოვნებაში. ( პედაგოგები: ნონა პოპიაშვილი და ქეთევან საბიაშვილი) ბავშვებმა წაიკითხეს გოგებაშვილის მოთხრობები, იმსჯელეს და შემდეგ შეასრულეს ნახატები. გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები.

          • 02/12/2024

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბატონმა გელა სამუკაშვილმა დღეს პირველკასელებს ფასიანი საჩუქარი "ბიბლია ყმაწვილთათვის" გადასცა.

            მადლობას მოგახსენებთ ჩვენი აღსაზრდელების უსაზღვროდ გახარებისთვის!

            ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თქვენი მხრიდან ასეთი ყურადღება და პატივისცემა!

          • 02/12/2024

            მასწავლებლობა? ეს ხომ ღვთივკურთხეული პროფესიაა.

            იყო მასწავლებელი ძალზედ რთულია, თუმცა ამავე დროს უნიკალური და ამაღლებული.

            მასწავლებლობა გულისხმობს არამხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ სულიერი თუ პიროვნული, პროფესიული ცხოვრების გზის გაკაფვას.

            ზოგიერთი დღე რთულია, როდესაც შეცდომები და არასწორი ნაბიჯები ქმნიან დაბრკოლებებს, მაგრამ ამ ყველაფერს მუდმივად თან ახლავს სიხარული, მოსწავლეების მხრიდან პატივისცემა და დაფასება რომელიც გახსენებს, რომ შენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია..

            რა საოცარი სანახავია, მოსწავლეები მასწავლებლის ამპლუაში. როდესაც იაზრებენ, რომ მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, ხიდია აწმყოსა და მომავალს, იმედებსა და შესაძლებლობებს შორის..

            მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის ნიჭიერმა უფროსკლასელებმა სასიამოვნო საღამო გვაჩუქეს.

            ვუყურებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ გასხივოსნებულ სახეებს და ვრწმუნდებით, რომ ისინი, მართლაც, უკეთესი და ნათელი მომავლის საწინდარები არიან!

            კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! უამრავ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ!