ჩემი მე-12 კლასი და ლინა მასწავლებელი
სიახლეები
ჩემი💖მე-12 კლასი
29/09/202511
,,სტარტაპ ინტერნი" - სტაჟირების უნიკალური სიმულაცია.
29/09/2025გურჯაანის ტექნოპარკში დასრულდა პროექტი ,,სტარტაპ ინტერნი" - სტაჟირების უნიკალური სიმულაცია. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდნენ ქეთევან ყაჭაშვილი, მარიამ გიგოლაშვილი, მარიამ ზუბიაშვილი, მარიამ ჯინაშვილი, ნინო ღორაშვილი და ანასტასია ჯამასპიშვილი. მადლობა თითოეულ მონაწილეს და მათ პედაგოგს თამარ ყოჩიაშვილს, რომ აქტიურად მონაწილეობენ სტარტაპის პროექტებში. სტარტაპ ,,Printomato"-ს რჩეული გახდა მარიამ ჯინაშვილი, რომელიც ოქტომბერში გაივლის ერთთვიან სტაჟირებას ამ კომპანიაში. ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას
სკოლას ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესტუმარა
29/09/2025მადლობა ბატონო ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა
15
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს
23/09/2025ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი.
წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის კარი კიდევ ერთხელ შემოაღეს პირველკლასელებმა, რომელთაც წინ ელით უამრავი თავგადასავალი, ფერადი და დაუვიწყარი დღე.
ჩვენი სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, პატარა მეგობარ პირველკლასელებს ცოდნის დიდ და ჯადოსნურ სამყაროში შემობრძანება, სწავლის პირველი დღე მიულოცეს.
სკოლის პედკოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს მეუფე თეოდორეს გვერდში დგომისა და ზრუნვისთვის; იმ სითბოსთვისა და სიყვარულისთვის, რასაც მისგან ვგრძნობთ მუდამ!
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღასრულა
27
სიახლეების არქივი