• ,,ჩვენი სიღნაღი ფერებში'',
          • ,,ჩვენი სიღნაღი ფერებში'',

            21/08/2024

            დღეს ,სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა კონკურსი ,,ჩვენი სიღნაღი ფერებში'', გაიმართა. კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა და მათ შეძლებისდაგვარად წარმოაჩინეს ნახატებში ქალაქი, რომელიც არაერთი დიდი მხატვრის ფერწერულ ტილოზე იქნა ასახული. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ბიბლიოთეკის დირექტორი ,ქ-ნი ლიანა ხატიაშვილი.დონორი- ესპანეთში მცხოვრები სიღნაღელი მხატვარი,ქ-ნი მარია ხატიაშვილი,რომელსაც დიდ მადლობას ვუგზავნით .მონაწილეებისათვის მან გამოგზავნა მედლები, სუვენირები და სახატავი საშუალებები ,რაც ყველა მოსწავლეს გადაეცა.

            პირველი ადგილი-დემეტრე ფოცხვერაშვილი,თბილისის 145-ე სკოლა,

            მეორე ადგილი- მარიამ მინდორაშვილი, სიღნაღის სამხატვრო სკოლა,

            მესამე ადგილი- მარიამ ქუფარაშვილი,სიღნაღის სამხატვრო სკოლა,

            მესამე ადგილი-მარიამ კვესაძე- დედოფლისწყაროს წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. სკოლა-ინტერნატი,

            ორიგინალური კომპოზიციები:

            ნინო ვარდიაშვილი,ანაგის საჯარო სკოლა,

            ნინო ბეჟაშვილი,ანაგის საჯარო სკოლა.

            მადლობა ჟიურის: ლია ბეჟაშვილი- სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი, ნანა ნანობაშვილი-სიღნაღის საკრებულოს კულტურის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე,ხათუნა აღამონაშვილი-სიღნაღის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი,ნათია ნადიკაშვილი-სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი.

            სამომავალოდ ,უფრო მასშატაბური კონკურსი დაიგეგმა ქრისტეშობისათვის და მონაწილეობის მსურველები უკვე უნდა შეუდგნენ მუშაობას( კონკურსში მიიღება უკვე შექმნილი ნახატები).

            იმედია, დონორებიც შეემატებიან ამ შესანიშნავ წამოწყებას!

        • ტექნოპატკების მიერ ორგანიზებული კონკურსი
          • ტექნოპატკების მიერ ორგანიზებული კონკურსი

            21/08/2024

            მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კახეთის ტექნოპატკების მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,steam გოგოები", ხუთი დღის განმავლობაში მათ უტარდებოდათ ტრენინგები მეწარმეობის სხვადასხვა ელექტრონული სენსერების ეკოსისტემებში გამოყენების შესახებ . ბოლოს კი წარმოადგინეს თავიანთი პროექტი.

        • კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტი
          • კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტი

            21/08/2024

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეშვიდე კლასის მოსწავლემ თამაზ ალუღიშვილმა მონაწილეობა მიიღო კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტში, სადაც მოიპოვა დაფინანსება და გახდა საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი. რვა თვიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მას გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.

            გილოცავთ და მომავალ წარმატებებს გისურვებთ!!!

        • ტრენინგები
          • ტრენინგები

            21/08/2024

            ჩვენი სკოლის 10 კლასის მოსწავლემ, თეკლა ჯინაშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიული აგრალური სკოლა კავკასიის საზაფხულო ბანაკის შესარჩევ ტურში. ბანაკის მიზანი აგრალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია იყო. მან წარმატებით გადალახა ორივე ტური და 3 დღით გაემგზავრა ბანაკში. სადაც საინტერესოდ გაატარა დრო. ჩაუტარდათ ტრენინგები აგრალური განათლების კუთხით, იმუშავეს ლაბორატორიაში, გაეცნენ შვეიცარიული ყველის დამზადების ტექნოლოგიას. დაამზადეს სხვადასხვა რძის პროდუქტები. პროგრამა დმანისში ექსკურსიით დაასრულეს. თეკლა ბანაკში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მეგობრებს გაუზიარებს. მადლობა შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია ∘ Swiss Agricultural School Caucasus-ას მოცემული შესაძლებლობისთვის. წარმატებები მოსწავლეებს.

            წარმატებები თეკლას და ელენე მასწავლებელს

        • გამოშვება 2024
          • გამოშვება 2024

            21/08/2024

            ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გისურვებთ წარმატებას ეროვნულ გამოცდებზე. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნებით.

            მთავარია იყავით ღირსეული ადამიანები.

            ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ იქნებით ეკლესიისა და ქვეყნის ერთგული ადამიანები და ღირსეული მოქალაქეები.

            გვიყვარხართ და ჩვენ გვჯერა თქვენი!