დაიწყო ჩვენი კოლექტივის რიგით მეხუთე ტური "მოვიაროთ საქართველოს კუთხეები" ფარგლებში . მივემართებით შატილში
სიახლეები
"მოვიაროთ საქართველოს კუთხეები"
28/07/202393
ჭადრაკის ტურნირი
28/07/2023ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ სალომე კვიწინაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ჭადრაკის ტურნირში, რომელიც გაიმართა ქალაქ სიღნაღში და მოიპოვა მე-3 ადგილი. ვულოცავთ სალომეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას
პრე სკოლა
28/07/2023ასე მხიარულად დავამთავრეთ პრე-სკოლა სიყვარულით ველოდებით პირველ კლასში ჩვენს ნიჭიერ და ხალისიან ბავშვებს. გვიყვარხართ მზია მასწავლებელო და ჩვენო ყველაზე პატარა მოსწავლეებო
34
მათემატიკურ კონკურსი
28/07/2023ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ მარიამ ყაჭაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტვ სკოლისა და 1tv.ge პირველი არხის მიერ ორგანიზებულ მათემატიკურ კონკურსში, გაიარა 5 ტური და ფინალში დაიმსახურა სერტიფიკატი. დაჯილდოება ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). გილოცავთ, მარიამ! ვამაყობთ შენით!
ოლიმპიადა
28/07/2023საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და ისტ - ის კათედრის მიერ ჩატარდა შიდა ოლიმპიადა. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავების, სწავლის მოტივაციის ამაღლების, საკუთარი ცოდნის შემოწმების / გამოყენების და კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად. შიდა ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად, დავალებები შეიცავდა მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ამოცანებს. მონაწილეობა მიიღეს 8,9,10 და 11 კლასის მოსწავლეებმა. პირველი ადგილი ერგოთ გიორგი ალუღიშვილს და ნინო ნატროშვილს. მეორე ადგილი - ქეთევან ყაჭაშვილმა და ელენე სესიტაშვილმა დაიკავეს, მესამე ადგილი - ანი ყაზარაშვილმა. ვულოცავთ ამ წარმატებას და მეტ წინსვლას ვუსურვებთ.
მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება
28/07/20232023 წლის 8 ივნისს ჩატარდა მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება. პირველ რიგში მოსწავლეებმა გაიხსენეს მეუფე დიმიტრი, რომელმაც მათ გულებში დიდი სიყვარული დატოვა. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და სახალისო. ასევე წარმოგვიდგინეს პატრიოტული მოტივის სცენარი "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი". ბავშვებმა გულთბილად მიმართეს პირველ მასწავლებელს ნანა ზურაშვილს -" ჯადოქარო და ფერიავ, ცოდნის ტაძრის განძთა მეუფევ". ნანა მასწავლებელმა კი ძვირფას აღსაზრდელებს ცხოვრების 4 წლიანი საჩუქრები და უხინჯოდ გამოთლილი ჩუქურთმები უწოდა.
26
"მხიარული სტარტები"
28/07/2023დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი "მხიარული სტარტები". სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და დაიკავეს პირველი ადგილი.პედაგოგი თეა უჩავა
ბავშვთა დაცვის დღე
27/07/2023პრე - სკოლის მხიარული ფლეშმობი სკოლის ეზოში ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიებას სკოლის ყველა ბავშვი სიხარულით შეუერთდა
35
ექსკურსია
27/07/2023მე-5 კლასის ექსკურსია. წინანდალი, ერეკლე მეფის სასახლე და შუამთა
18
ჩვენი კოლექტივი
27/07/2023ჩვენი საუკეთესო კოლექტივის, კიდევ ერთი ლამაზი საღამო. მივუძღვენით ჩვენს კურსდამთავრებულებსგვიყვარხართ ბავშვებო
32
ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები
27/07/2023თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის დააჯილდოვა.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატს ერთი ოქროს, ხოლო ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.
სკოლის სახელით ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს.
კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ სკოლა, სადაც აღიზარდეთ.
თქვენ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები ხართ! გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით!
9
პირველი გამოშვება
27/07/2023ჩვენო ნიჭიერო, თბილო, სიყვარულისა და სიკეთის ნიჭით დაჯილდოებულო კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენ ჩვენი სკოლის პირველი გამოშვება ხართ და თქვენით კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშლება სკოლის ისტორიაში
გისურვებთ უამრავ წარმატებას და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თქვენ იქნები სამშობლოსა და ეკლესიის ერთგული ადამიანები. მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან ქვეყნის განვითარებაში.
გვიყვარხართ და გვეიმედებით
27
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
27/07/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდ გორგასალის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული უფროს ასაკობრივი ჯგუფის მეორე ტურში,
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და გადავიდნენ ნახევარფინალში.
"ნახატები ბიბლიურ თემებზე"
27/07/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ ინტერნატის მოსწავლეები: ნინო ალუღიშვილი, ნინო ნატროშვილი, მარიამ კვესაძე, ელენე გიგაური, ქეთევან ყაჭაშვილი, მარიამ ზუბიაშვილი, მარიამ ყაჭაშვილი, ნინო ზურიკაშვილი, თათული ნადირაშვილი, ლიზი ყანჩაშვილი, თამარ პოპიაშვილი მონაწილეობას იღებენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ "ნახატები ბიბლიურ თემებზე". 3 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მოეწყო კონკურსის IIტური- "ხატვის დღე". პროექტის კორდინატორმა კონკურსანტებს წაუკითხა ამონარიდი წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვით მონაწილეებმა შეასრულეს ნახატი. მოსწავლეებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება III ეტაპზე გადასასვლელად. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას.მადლობა ქეთევან მასწავლებელს დაუღალავი შრომისათავის.
12
დედამიწის დღე
27/07/202322 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, რომლითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის დაცვას და მის გაფრთხილებას.
15
დედაენის დღე
27/07/2023დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მე-4 კლასი. მადლობა ნანა მასწავლებელს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს. მიყვარხართ ბავშვებო
3
სიახლეების არქივი
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- თებერვალი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- აგვისტო 2022
- ივნისი 2022
- ყველა