სიახლეები

          • 11/12/2024

            26 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა ბიო ტექნოლოგიების კვირეული. კვირეულში მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი კახეთის რეგიონიდან. ჩვენი სკოლის გუნდმა წარადგინა პროექტი ,,ჭკვიანი ნიღაბი". დაიმსახურა გამარჯვება და გადაეცა 500 ლარიანი ვაუჩერი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს მეცნიერების მწვერვალებისკენ

          • 11/12/2024

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა 5 დეკემბერს ნიადაგის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიება, სადაც წარმოადგინეს ნარჩენებისგან შეკერილი ტანსაცმელი. წაიკითხეს ლექსები, დარგეს ბზები.

            დამრიგებელი-ნატო ჭოტაშვილი

          • 06/12/2024

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, შემოქმედებითი დავალება – ,,ტელეანონსი,, წარმოადგინეს. 

          • 02/12/2024

            კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლას ეწვია და სკოლის დირექტორთან, თეა სხირტლაძესთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

            გიორგი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე სასკოლო ღონისძიებას ,,მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში" დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს წარსულის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გააცოცხლეს და პატრიოტულ თემაზე შექმნილი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საუკეთესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

          • 02/12/2024

            ”თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია...შენც უკვდავი იქნები” .

            8 ნოემბერი ქართველი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის, დაბადების დღეა.

            მისი დაბადებიდან 187 წელი შესრულდა.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეშვიდე და მერვე კლასის არაჩვეულებრივი მოსწავლეები გვესაუბრნენ მისი ბიოგრაფიის შესახებ და პოეზიის საღამოც გამართეს.

            უღრმესი მადლობა მათ!

            პ.ს მერვე კლასის მოსწავლეებს ილიას შემოქმედების შესახებ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები- თეკლა ჯინაშვილი და თომა გულაშვილი ესაუბრნენ. მათ გააცნეს ნაწარმოები - ,,მგზავრის წერილები". პედაგოგი-მარი ჩალახეშაშვილი

          • 02/12/2024

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე კლასის მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს დედოფლისწყაროს "ხორნაბუჯის" ციხის შესახებ, რომლის მიზანია არსებული ძეგლის მრავალმხრივი კვლევა. მასალების მოსაძიებლად ვესტუმრეთ დედოფლისწყაროს ხალხთა მეგობრობის მუზეუმს, სადაც მეგზურობა გაგვიწია ქალბატონმა მარინე ბაგაშვილმა. ადგილზე ბევრ საინტერესო მასალას გავეცანით, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის განხორციელებაში.

          • 02/12/2024

            ჩვენი სკოლა გამორჩეულია ღონისძიებების მრავალფეროვნებით, მოსწავლეების ნიჭიერებითა და უამრავი წარმატებით.

            ამ ყველაფრის უკან დგას პედკოლექტივი, რომელიც არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩევა.

            ჩვენი სკოლის მასწავლებლბელმა მხიარულებით, ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს ხვავითა და ბარაქით სავსე, ულამაზესი შემოდგომის სეზონი.

            მერე რა რომ დიდები ვართ? ჩვენც პატარა ბავშვებივით გვიხარია ჩურჩხელის ამოვლება, სცენაზე ლექსების თქმა და სიმღერა

          • 02/12/2024

            მეოთხე კლასის მოსწავლეები "მე და საზოგადოების" პედაგოგის: ქეთევან საბიაშვილისა და კლასის დამრიგებლის: თამარ გიგოლაშვილის ინიციატივით ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გაზეთი "შირაქის" რედაქციას. გამომცემლობის დირექტორმა ქალბატონმა ინგა შიოლაშვილმა ბავშვებს აუხსნა თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზეთის აწყობა, დაკაბადონება, ბეჭდვა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გაზეთის ძველი ეგზემპლარები.

          • 02/12/2024

            იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში მესამე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ხელოვნებაში. ( პედაგოგები: ნონა პოპიაშვილი და ქეთევან საბიაშვილი) ბავშვებმა წაიკითხეს გოგებაშვილის მოთხრობები, იმსჯელეს და შემდეგ შეასრულეს ნახატები. გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს ნამუშევრების პრეზენტაციები.

          • 02/12/2024

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბატონმა გელა სამუკაშვილმა დღეს პირველკასელებს ფასიანი საჩუქარი "ბიბლია ყმაწვილთათვის" გადასცა.

            მადლობას მოგახსენებთ ჩვენი აღსაზრდელების უსაზღვროდ გახარებისთვის!

            ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თქვენი მხრიდან ასეთი ყურადღება და პატივისცემა!

          • 02/12/2024

            მასწავლებლობა? ეს ხომ ღვთივკურთხეული პროფესიაა.

            იყო მასწავლებელი ძალზედ რთულია, თუმცა ამავე დროს უნიკალური და ამაღლებული.

            მასწავლებლობა გულისხმობს არამხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ სულიერი თუ პიროვნული, პროფესიული ცხოვრების გზის გაკაფვას.

            ზოგიერთი დღე რთულია, როდესაც შეცდომები და არასწორი ნაბიჯები ქმნიან დაბრკოლებებს, მაგრამ ამ ყველაფერს მუდმივად თან ახლავს სიხარული, მოსწავლეების მხრიდან პატივისცემა და დაფასება რომელიც გახსენებს, რომ შენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია..

            რა საოცარი სანახავია, მოსწავლეები მასწავლებლის ამპლუაში. როდესაც იაზრებენ, რომ მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, ხიდია აწმყოსა და მომავალს, იმედებსა და შესაძლებლობებს შორის..

            მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის ნიჭიერმა უფროსკლასელებმა სასიამოვნო საღამო გვაჩუქეს.

            ვუყურებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ გასხივოსნებულ სახეებს და ვრწმუნდებით, რომ ისინი, მართლაც, უკეთესი და ნათელი მომავლის საწინდარები არიან!

            კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! უამრავ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ!

          • 02/12/2024

            დღეს თქვენ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეთ და ეზიარეთ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას. დღეიდან იწყება თქვენი მგზავრობა წიგნიერების სამყაროში. გისურვებთ უამრავ წარმატებას

          • 02/12/2024

            დასრულდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე 8 ე ეროვნული კონკურსი, სადაც მონაწილეობდა დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატთან არსებული მგალობელთა ტრიო: თომა ლომსაძე,თებრონია ლომსაძე და ნინო ალუღიშვილი, კატეგორიაში-ქართული გალობა,ხელმძღვანელი: ნინო ნიკვაშვილი. 29 სექტემბერს საკონკურსო ტურში მათ ჟიურისგან მაღალი შეფასება, 98 ქულა მიიღეს და მოიპოვეს ოქროს მედალი და დიპლომები. დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართა 16 ოქტომბერს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს.

          • 02/12/2024

            ჩვენი სკოლის 10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა გურჯაანის ტექნოპარკის "აგრო პრენერი"-ის კვირეულში. 5 დღის განმავლობაში მათ აქტიურად უტარდებოდათ ტრენინგები და დემო დღეს წარადგინეს ინოვაციური იდეა და თავისი ხელით შექმნილი პროტოტიპი .მათ დაიკავეს მესამე ადგილი,მიიღეს 200 ლარიანი ვაუჩერი და გახდნენ ჟიურის რჩეული .სკოლამ ასევე ბავშვებს ფასიანი საჩუქრები გადასცა მათი მიღწევისთვის. კიდევ მრავალ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბავშვებს!