ძალიან, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე. უდიდესი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ პრეზიდენტს მაია კობახიძეს. ორგანიზატორებს მარიკა ალუღიშვილს, ეკატერინე ჭელიძეს, მაყვალა მაძღარაშვილს, თამილა თამაზაშვილს. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ, გულთბილ და მუდამ ჩვენს გვერდით მდგომს ჩემს ლალი სებისკვერაძეს, დიდი პატივისცემა ჩემგან ჩვენს მასპინძელს თეა სხირტლაძეს. მადლობა ყველა მომხსენებელს და მსმენელს.
მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია
28/02/20246
კორპორატიული საღამო 2024
13/02/2024
,,ვინც მომივლის, ვინც დამიცავს, მე ვარ მისი დედამიწა"
13/02/2024ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.
სკოლების დამეგობრების პროექტი.
Key Consulting -ის ორგანიზებით განხორციელდა სამ თვიანი პროექტი .მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხავა რეგიონის 12 –მა სკოლამ და 18 –მა პედაგოგმა. მათ შორის დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა :თამარ გიგოლაშვილმა, ნინო ლოლაშვილმა და ევგენია ხუციშვილმა. პროექტის დასასრულს მათ გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი:,,ვინც მომივლის, ვინც დამიცავს, მე ვარ მისი დედამიწა"
პროექტის მიზანი :
–მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება .
–ბუნებაზე ზრუნვის პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
პროექტის მიმდინარეობის დროს სკოლაში განხორციელდა მნიშვენლოვანი აქტივობები.
მადლობა Key Consulting–ის ხელმძღვანელს ლიკა ოხანაშვილს და მაია კაპანაძეს.
ჯგუფის ხელმძღვანელს თამარ ბანცაძეს..ყველა პედაგოგს საინტერესო აქტივობების გაზიარებისთვის.
27
გამოფენა ,, ჩვენ-ქალები მშვიდობისათვის"
09/02/2024დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩეხეთის კულტურის ცენტრისა და დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა ,, ჩვენ-ქალები მშვიდობისათვის" გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძლიერი ქალების პორტრეტები , რომლებმაც საქართველოსა და ჩეხეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს
ღონისძიების ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნახატი გამოავლინა, გამარჯვებულ ავტორებს : მარიამ კვესაძეს, ელენე გიგაურსა და გიორგი კოჭლამაზაშვილს ჩეხეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა ივანა ბურციკოვამ სამახსოვრო პრიზები გადასცა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
09/02/2024წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, მე-2 კლასიც შეუერთდა. დამრიგებელმა ნონა პოპიაშვილმა საინტერესო აქტივობებით სავსე კვირეული შემოგვთავაზა. კვირეულის დასასრულს მოიწვია მე_9 კლასის მოსწავლე თომა ლომსაძე, რომელმაც თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა პატარებს. ასევე ბავშვებთან ერთად ისაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.
3
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
09/02/2024წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც ასი სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: #იკითხე #ხმამაღლა, #შეცვალე #მსოფლიო!
ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორასლის სახელობის სკოლის, VII, X, XI კლასებში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედება წაიკითხეს მოსწავლეებმა.
პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი
9
გამოფენა ,,ჩვენ-ქალები მშვიდობისათვის"
09/02/2024დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩეხეთის კულტურის ცენტრისა და დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა ,, ჩვენ-ქალები მშვიდობისათვის" გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძლიერი ქალების პორტრეტები , რომლებმაც საქართველოსა და ჩეხეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
საღამოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი და ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი დოდო ხუნაშვილი თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნახატი გამოავლინა, გამარჯვებულ ავტორებს ჩეხეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა ივანა ბურციკოვამ სამახსოვრო პრიზები გადასცა.
მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწვალეებს და პედაგოგ ნინო ლოლაშვილს
6
ტრენინგი თემაზე -,,კლასის მართვა"
02/02/2024ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მასწავლებლებს, დირექციის მიერ მოწვეულმა ტრენერმა, ანანო ჩიხრაძემ, 7 ნოემბერს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე -,,კლასის მართვა". შეხვედრა იყო მეტად ნაყოფიერი და ინფორმაციული
სიახლეების არქივი
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- თებერვალი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- აგვისტო 2022
- ივნისი 2022
- მაისი 2022
- ყველა