სიახლეები

        • დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ღონისძიება
          • დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ღონისძიება

            26/05/2025

            18 მაისს, ა(ა)იპ.წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა მუზეუმების საერთაშორისო დღეს. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ ნათია წიკლაურმა. პედაგოგი: ნინო ლოლაშვილი

        • ქალაქის მერის სტუმრობა
          • ქალაქის მერის სტუმრობა

            26/05/2025

            დღეს ჩვენს სკოლას, დედოფლისწყაროს მერ – ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მისი მოადგილე – ბატონი გელა სამუკაშვილი ესტუმრა და პრე კლასისი მოსწავლეებს, საჩუქრად წიგნები – ,,აღდგომა და ბზობა,, გადასცა. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზს და ბატონ გელას მობრძანებისთვის და საჩუქრებისთვის.

        • ,,აღდგომადა და ფიროსმანი“
          • ,,აღდგომადა და ფიროსმანი“

            26/05/2025

            აღდგომა — სიცოცხლის ტრიუმფია სიკვდილზე, სინათლის გამარჯვება ბნელზე და სიყვარულის ზეობის ყველაზე წმინდა გამოხატულება. ამ საკვირველ დღეს, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ერთმანეთს სიხარულით ეგებება სიტყვებით: "ქრისტე აღდგა!", ჩვენ, ჩვენი სკოლის დიდი ოჯახის წევრებიც, ვუერთდებით ამ უძვირფასეს დღესასწაულს.

            ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობას — მის უბრალო, მაგრამ ღრმად სულიერ ხედვას სამყაროზე. ფიროსმანის ფერები, მისი გულწრფელი მხატვრული ხაზი და სიყვარულით დანახული ადამიანი დღესაც გვახსენებს, როგორ შეუძლია ერთ სუფთა გულს მთელი ერის ხასიათი და სული გააცოცხლოს.

            ღონისძიებაზე განსაკუთრებული მადლიერებით გავიხსენეთ ჩვენი სკოლის სულიერ მამას, მეუფე დიმიტრი,, რომელიც ლოცულობს ჩვენთვის. ის იყო ჩვენი სკოლის სული და გული — რწმენის, მშვიდობისა და სიყვარულის ცოცხალი მაგალითი. მისი სიტყვა, ღიმილი და დუმილიც კი რჩება ჩვენს მეხსიერებაში როგორც სიხარულის წყარო. მისი ხსოვნა ჩვენთვის უკვდავია, რადგან სიყვარული არასდროს მთავრდება...

            განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მშობლებს, სკოლის დირექციას, სასკოლო საზოგადოებას . მადლობა გულთბილი მხარდაჭერისთვის . ეს დღესასწაული თქვენთან ერთად არის სრულფასოვანი, ნათელი და მყარი.

            ასევე გულით ვუხდით მადლობას ყველა მოწვეულ სტუმარს — თქვენი თანადგომა და გულით გამოხატული სიტყვები ამ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

            ამ დღეს თითქოს ფიროსმანის ფერებმა გაიღვიძა ჩვენს ეზოში — სიწყნარე, რწმენა და სიხარული, რომელიც ბავშვების თვალებში ანათებდა.

            დღეს სკოლაში გაიმართა ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. თითოეულ ნახატში იგრძნობოდა სიყვარული, შთაგონება და ის სულიერი გზავნილი, რასაც ჩვენი მოზარდები ატარებენ გულით. ეს გამოფენა იყო ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ფერებსაც შეუძლიათ ლოცვა.

            ქრისტე აღდგა!

        • მეექვსე კლასი ოპერის სამყაროში!
          • მეექვსე კლასი ოპერის სამყაროში!

            26/05/2025

            "საოპერო თეატრები და ლადო ათანელი"

            გაკვეთილი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ხელოვნებისადმი გამოჩენილი ინტერესით, არამედ იმითაც, რომ მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, ბატონ ლადო ათანელს, რომელიც წარმოშობით სწორედ ჩვენი რაიონიდან – დედოფლისწყაროდანაა.

            ლადო ათანელი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ბარიტონია.

            გაკვეთილი იყო ინფორმაციული, მოსწავლეებმა უკეთ გაიგეს, თუ როგორ შეიძლება მცირე ქალაქიდან წამოსულმა ადამიანმა მსოფლიო სცენამდე მიაღწიოს.ან ნებისმიერ სფეროში მიაღწიოს წარმატებას.

        • ყოფითი ხმები მუსიკაში და ზრუნვა ბუნებაზე
          • ყოფითი ხმები მუსიკაში და ზრუნვა ბუნებაზე

            26/05/2025

            პირველი კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე საინტერესო და შემოქმედებითად გაატარეს დრო.

            გაკვეთილის თემას წარმოადგენდა ყოფითი საგნების ხმები მუსიკაში. პატარებმა მოუსმინეს მუსიკალურ ფრაგმენტებს და ამოიცნეს სხვადასხვა საგნების – ჩაქუჩის, ხერხის და სხვა იარაღების – ხმები. შემდეგ კი იფიქრეს, სად და როგორ იყენებენ ამ იარაღებს ცხოვრებაში.

            მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ეს იარაღები შეიძლება სასარგებლო იყოს ჩიტებისთვის ბუდეების დასამზადებლად

            მცირე ჯგუფებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა ბუდეები დაამზადეს და სკოლის ეზოში, სკვერში არსებულ ხეებზე ჩამოკიდეს. ეს იყო არა მხოლოდ მუსიკის, არამედ შემოქმედებითობის, ზრუნვისა და ეკოლოგიური ცნობიერების გაკვეთილი.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            13/05/2025

            ჩვენს სკოლაში X კლასის მოსწავლეების: მარიამ კვესაძის, ნინო ნატროშვილისა და ელენე გიგაურის ნახატების გამოფენა მოეწყო.

        • მოკლემეტრაჟიანი ფილმი
          • მოკლემეტრაჟიანი ფილმი

            13/05/2025

            სკოლის ცხოვრების ნაწილია შემოქმედება, კრეატიულობა და გუნდური მუშაობა. სწორედ ამ პრინციპებით გადაიღეს ჩვენი მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მახე მშობლებისთვის".. ფილმი არა მხოლოდ მათი იდეით და თამაშით შეიქმნა – მუსიკალური გაფორმებაც თავად ბავშვებმა შეარჩიეს და დაამუშავეს.

        • სხვა და სხვა აქტივობები
          • სხვა და სხვა აქტივობები

            12/05/2025

            მიმდინარე სასწავლო წლის მარტის თვეში “საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გამოცხადდა საგრანტო პროექტი „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ’’ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ საგრანტო პროეტში მონაწილოება მიიღეს ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა და სკოლისათვის მოიპოვეს დაფინანსება. საგრანტო იდეის ბიუჯეტი შეადგენდა 700 ლარს, რის საშუალებითაც შევიძინეთ მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურები,რომელიც დაყენდა სკოლის მიმდებარე შენობის ფასადზე, საღამოს სკოლის ტერიტორიას უფასო დენი მიეწოდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, მონაწილოება მიიღეს საინფორმაციო-შემეცნებით აქტივობებში. მადლობა თეონა ღონღაძეს და ნელი საბიაშვილს ჩვენი მოსწავლეების გვერდში დგომისთვის.

        • „Career Hunter Camp 2025“
          • „Career Hunter Camp 2025“

            12/05/2025

            ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ლუკა ყაჭაშვილმა, წარმატებით მიიღო მონაწილეობა
            „Career Hunter Camp 2025“ში, რომელიც ალტე უნივერსიტეტის, აბიტურიენტების კლუბისა და ბაქსვუდის სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

            ლუკა 600 აპლიკანტიდან შერჩეულ 50 გამორჩეულ მონაწილეს შორის მოხვდა და ბანაკში სამდღიანი ინტენსიური გამოცდილება მიიღო.

            მან მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების ტრენინგებში, უნივერსიტეტის დეკანებთან და დარგის ექსპერტებთან შეხვედრებში, გუნდური ამოცანების გადაჭრაში და დასასრულს, საკუთარი მომავალი პროფესიის შესახებ პრეზენტაცია მოამზადა.

            ლუკას გუნდი – კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით – გამარჯვებულად დასახელდა და პროექტის ხარისხისა და კრეატიულობისთვის თითოეულ მონაწილეს ალტე უნივერსიტეტმა 1000 ლარიანი სასწავლო გრანტი გადასცა!

            ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე ასე ღირსეულად წარსდგა მომავალ პროფესიონალებთან ერთად!