• " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
          • " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

            24/04/2024

            ჩვიდმეტ აპრილს თიანეთის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის კონკურსის " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" მეოთხედფინალური ტური. ჩვენი სკოლის გუნდი ლალიანა უთრუთაშვილის, გიორგი ალუღიშვილის,თებრონია ლომსაძის და მარიამ იაკობიშვილის შემადგენლობით შეხვდა თბილისის ქართულ - ინგლისური სკოლის "ბრიტანიკის" და თიანეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ჩვენმა მოსწავლეებმა კვლავ ასახელეს მშობლიური სკოლა და გამარჯვებით გადავიდნენ ნახევარფინალში.
            ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებას ამ კონკურსში.პედაგოგი ნელი აფციაური

        •  გილოცავთ დედაენის დღეს
          • გილოცავთ დედაენის დღეს

            17/04/2024

            1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად თბილისში მასობრივი გამოსვლა დაიწყო. ათასობით ადამიანი გამოვიდა და საბჭოთა რეჟიმს დაუპირისპირდა. ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ შეგვინარჩუნა ენა, საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადებულიყო.

        • ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ’’
          • ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ’’

            17/04/2024

            მერვე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ’’. ხოლო მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დედაენისა და ქართული ენის თემაზე წარმოადგინეს ლექსები, ჩანახატები, პოსტერი. ასევე გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს.

        • კონკურსი
          • კონკურსი

            17/04/2024

            12 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა.ორგანიზატორი- ინტელექტუალური წრის ხელმძღვანელი-თამარ აბულაძე. მონაწილეობდნენ ქ.დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-6 კლასის მოსწავლეები.კონკურსი ორ ტურად ჩატარდა.მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ საბოლოოდ გამოავლინა ორი თანაბარქულიანი მოსწავლე-ბარბარე ბეჟაშვილი და ანა სხირტლაძე, რომლებმაც დააგროვეს 15-15 ქულა.დამატებითი კითხვის შემდეგ ბარბარე ბეჟაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი, მეორე ადგილზე გავიდა ანა სხირტლაძე, ხოლო მესამე ადგილზე- მარიამ ყაჭაშვილი.

            ღონისძიების ორგანიზატორმა- თამარ აბულაძემ, გამარჯვებულ მოსწავლეებს, გადასცა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

            კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა დოდო ხუნაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ორგანიზატორებს ,ასევე მათ პედაგოგებს.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და ცენტრის თანამშრომლები, მონაწილე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

        • 9 აპრილი
          • 9 აპრილი

            17/04/2024

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში, ამავე სკოლის აღმასრულებელი დირექტორისა და ისტორიის მასწავლებლის- თეა სხირტლაძის ორგანიზებით, ჩატარდა 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

            აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ღვაწლი. ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებმა გაიხსენეს უახლესი ისტორიის მოვლენები.

        • აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე
          • აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

            17/04/2024

            2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის სააქტო დარბაზში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება .პრეზენტაციები წარმოადგინეს ამავე სკოლის Vl__VIiკლასის მოსწავლეებმა_დამრიგებლები:ევგენია ხუციშვილი და ნინო ლოლაშვილი.ასევე სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს მე_2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ირინა ფიროსმანაშვილმა,ელენე პოპიაშვილმა და სოფიკო ალადაშვილმა.

            შედეგი მიღწეულია.

            აუტიზმის გასაღები სიყვარულია!!

        • მათემატიკური ვიქტორინა
          • მათემატიკური ვიქტორინა

            17/04/2024

            2 აპრილს მეხუთე კლასში ჩატარდა სახალისო და ლოგიკური ამოცანების მათემატიკური ვიქტორინა. ოთხ ჯგუფს შორის პირველი ადგილი დაიკავა პირველმა ჯგუფმა,გუნდის კაპიტანი გვანცა ალუღიშვილი. მეორე ადგილი მეორე ჯგუფმა, გუნდის კაპიტანი ნია ზვიადაური. მესამე ადგილზე გავიდა მეოთხე ჯგუფი,გუნდის კაპიტანი - დავით ნატროშვილი. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიგელი, ყველა მონაწილეს ფასიანი საჩუქრები. მოსწავლეებმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება. წარმატებას ვუსურვებთ მეხუთე კლასის მოსწავლეებს და პედაგოგს, მზია ბაშარულს.

        • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას,,
          • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას,,

            17/04/2024

            ჩვენი სკოლა მიმდინარე სასწავლო წელსაც იღებს მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას." 25 მარტს ჩატარდა პირველი ტური უფროს ასაკობრივ ჯგუფში. ( X-XIIკლ.) ჩვენს მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართულ - ინგლისური სკოლა ბრიტანიკას და თბილისის N42 საჯარო სკოლის ( ვეკუას სკოლის) გუნდები.

            ვახტანგ გორგასალის სახ. სკოლა ინტერნატის სკოლის გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობენ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები: ლალი უთრუთაშვილი - კაპიტანი, გიორგი ალუღიშვილი, თებრონია ლომსაძე, მარიამ იაკობიშვილი. მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს და კიდევ ერთხელ ასახელეს მშობლიური სკოლა. შემდეგ ტურში გადავიდნენ +1 ქულით. დამსწრეთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა მხარდამჭერთა გუნდის: ნინო ალუღიშვილის, თომა ლომსაძის და იოანე შიუკაშვილის მიერ შესრულებულმა საგალობლებმა.

            პედაგოგი: ნელი აფციაური

            წინ კიდევ რამდენიმე ტურის გადალახვაა საჭირო ფინალში მოსახვედრად. ვუსურვებთ წარმატებებს!

        •  ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"
          • ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს"

            17/04/2024

            დაუნის სინდრომის დღეს მიეძღვნა ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს", რომელიც მოეწყო დედოფლისწყაროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში. მოწვეულ ბავშვებს სკოლის დირექციამ გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და ქარგვისა და ქსოვის წრის მოსწავლეთა მიერ დამზადებული ხელთნაკეთი ნივთები.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.
            დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მეოთხე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,ბავშვები უნდა იცინოდნენ"

        • სოციალური აქტივობა
          • სოციალური აქტივობა

            17/04/2024

            დღეს(13.03.24) დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატი -ს მე-10 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, ეწვივნენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრ "მზეს". მოსწავლებში ემპათიის განვითარების და ცენტრის მოსარგებლეთა სოციალიზაციის მიზნით მოეწყო ერთობლივი, სახალისო აქტივობები. მადლობა ცენტრს და მის თანამშრომლებს პარტნიორობისთვის. Tea Skhirtladze Nana Popiashvili ია ფიროსმანაშვილი

        • ორგანიზაცია ''ერთად ცვლილებებისთვის''
          • ორგანიზაცია ''ერთად ცვლილებებისთვის''

            17/04/2024

            2024 წლის 12 მარტს დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატი ში მე-10 კლასის, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ორგანიზაცია ერთად ცვლილებებისთვის - Together for Change -თან. მაგდა ბეჟანიშვილი და გურამ გოგოლაძე ესაუბრნენ მოსწავლეებს შშმ პირების საჭიროებებზე, ინკლუზიურ გარემოზე, უფლებებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე. მოსწავლეებმა გაითამაშეს სიმულაცია. მადლობა ორგანიზაციას საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.