ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში გაიმართა საახალწლო კარნავალი, რომელიც მოამზადეს X,XI და XII კლასის მოსწავლეებმა.
ეს იყო ნიჭიერების, მხიარულების, უდიდესი სიხარულისა და ერთიანობის ზეიმი!
გვინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, ბარაქა, სითბო და სიყვარული!
ეს ხომ ის დღეებია, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილსა და თბილი გულით ხვდება ახალს! ახალი წელი ხომ ძველის დავიწყებისა და ახლის შემობრძანების სიმბოლოა!
გვჯერა, რომ უფლის წყალობით, ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვითა და ურთიერთსიყვარულით შევძლებთ ყველაფერს!