• კონფერენცია
          • კონფერენცია

            08/03/2024

            მიმდინარე წლის 17 თებერვალს, დედოფლისწყაროს 14 საჯარო სკოლის 80-ზე მეტმა პროფკავშირის წევრმა მასწავლებელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ეროვნულ კონფერენციაში: ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”.

            ეროვნული კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან ისაუბრა სპმთპ-ის საქმიანობასა და პედაგოგთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მაყვალა მაძღარაშვილს ეროვნული კონფერენციის მასპინძლობისთვის, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ქ. თბილისის N215 საჯარო სკოლის დირექტორი თამილა თამაზაშვილი და დანიური-ქართული პროექტის კოორდინატორი, სპმთპ-ი ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მენტორი მასწავლებელი, ექსპერტი ეკა ჭელიძე.

            კონფერენციას ესწრებოდნენ: სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო საკითხებში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარე, ექსპერტი და მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის სამგორის და ხარაგაულის რაიონული ლიდერები გულიკო ამილიძე და ლალი სებისკვერაძე.

            კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა და საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა ჯანაშვილმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: დედოფლისწყაროს მერიის კულტურის, სპორტის და განათლების სამსახურის უფროსმა ქალბატონმა თამარ თამაზაშვილმა, მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებმა, პედაგოგებმა ლაგოდეხიდან და სიღნაღიდან, ტრადიციულად, მაღალი საფეხურის მოსწავლემ როლანდ ხოჯანაშვილის მომავალი მასწავლებლების ჯგუფიდან-ქ. ყვარლის N 2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ ოჩინსკიმ.

            კონფერენციის დაწყებამდე, დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

            დამსწრე კოლეგებს, დანიელი მასწავლებლებისგან გაზიარებული და ქართულ რეალობაში დანერგილი საუკეთესო აქტივობები წარუდგინეს დანიურ-ქართული პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა თბილისიდან, ხარაგაულიდან, ქუთაისიდან, ყვარლიდან, გარდაბნიდან. Tsaro Khardziani მარი წიკლაური Madona Ulumbelashvili Marina Vepkhvadze Mzeo Beridze ქეთი კილასონია Maia Tsikoridze @სოფო კოხრეიძე.

            მომხსენებელთა პრეზენტაციებმა კონფერენციის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მასწავლებლებმა, საინტერესო მეთოდოლოგიების გაცნობის პარალელურად, მსმენელების მონაწილეობით, პრაქტიკულად განახორციელეს ინოვაციური აქტივობები.

            კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, მასპინძელი რაიონის წარმატებულმა პედაგოგებმა: საქართველოში პირველმა წამყვანმა სპეციალურმა მასწავლებელმა და 2019 წლის საუკეთესო სპეციალურმა მასწავლებელმა ირინა ფიროსმანიშვილმა, ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებლებმა მარინა შანშიაშვილმა და ეკა სეფიაშვილმა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა გააზიარეს, მიიღეს უკუკავშირი და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

            კონფერენცია შეაჯამა ,,სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილი -მა. მან აღნიშნა, რომ დანიური გამოცდილება ის დიდი კაპიტალია, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა მოუტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას.

            ,,დანიური გამოცდილების ყველა მასწავლებლამდე მიტანა საჭიროა იმისთვის, რომ თვალი გავუსწოროთ ნებისმიერ გამოწვევას საგანმანათლებლო სფეროში. დანიელი კონსტრუქტივისტი მასწავლებლების პრაქტიკის გაზიარება ჩვენთვის, საქართველოს მასწავლებლებისთვის, ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ დროულად და ეფექტიანად. სასიამოვნო ფაქტია, რომ დანიური პროექტის მონაწილეთა გარდა დედოფლისწყაროელმა პედაგოგებმაც გვაჩვენეს საუცხოო პრაქტიკა. მიხარია, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი წამყვანის სტატუსის მქონე სპეც-მასწავლებელი გავიცანი, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობა განზოგადებული უნდა იქნეს ეროვნულ დონეზე”-განაცხადა როლანდ ხოჯანაშვილმა.

            სპმთპ, საქართველოს საჯარო სკოლების წარმატებულ პროფკავშირის წევრ პედაგოგებთან ერთად აგრძელებს 2017 წლიდან დაწყებული დანიური პროექტის ფარგლებში შესწავლილი წარმატებული აქტივობების გაზიარებისა და საგაკვეთილო პროცესში დანერგვის ღონისძიებებს.

            სპმთპ მადლობას უხდის დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის დირექტორს თეა სხირტლაძეს, ეროვნული კონფერენციის მონაწილე მასწავლებელთა საზოგადოებისთვის შემეცნებითად და შემოქმედებითად დატვირთული დღის მასპინძლობისთვის!

        • ,,ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ"
          • ,,ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ"

            08/03/2024

            საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას მიეძღვნა პროექტი - ,,ყველაფერი 25 თებერვლის შესახებ",რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ა.(ა).ი.პ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის სპეციალისტის ახალგაზრდობის საკითხებში ნინო ალადაშვილის ინიციატივით განხორციელდა .

            პრეზენტაცია წარადგინეს ა.(ა).ი.პ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატის მე-9 კლასის მოსწავლეებმა- ქეთი ყაჭაშვილმა, ელენე სესიტაშვილმა და ნინო ნატროშვილმა.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ ა.(ა)ი.პ.კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი დოდო ხუნაშვილი მოადგილეებთან- გაგა პატაშურთან და თამარ ხარაშვილთან ერთად.

            მოსწავლეებს, ცენტრის ხელმძღვანელებმა მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

        • "პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია"
          • "პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია"

            08/03/2024

            2023 წლის 12 დეკემბერს , ააიპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მე-11 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტის "პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია" ფარგლებში იმყოფებოდნენ პროფესიულ სასწავლებელ " აისში" კაჭრეთის ფილიალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში. ბავშვებმა დაათვალიერეს საკლასო და პრაქტიკული სწავლების ოთახები, გაეცნენ პროგრამებს. ნახეს სტუდენტების ნამუშევრები. მადლობა კოლეჯის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისთვის