სიახლეები

        • სასიხარულო სიახლე
          • სასიხარულო სიახლე

            27/05/2026

            სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის — ლიკა ტოკლიკიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება!

            ლიკა სწავლობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და აქტიურად აგრძელებს როგორც პროფესიულ, ისე სტუდენტურ განვითარებას.

            იგი არის: უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის I ვიცე-პრეზიდენტი SANGU-ს ელჩი

            მისი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, აქტიურობა და საკუთარი საქმის სიყვარული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაფასდა — ლიკამ მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტში, სადაც სწავლობს.

            ამჟამად ლიკა თავად უნივერსიტეტმა დაასაქმა SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელად.

            ეს წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულობა, მუდმივი განვითარება და მონდომება აუცილებლად იძლევა შედეგს.

            გვიხარია და გვეამაყება, როდესაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ღირსეულად აგრძელებენ საკუთარი მომავლის შენებას.

            ვულოცავთ ლიკას ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს!

        • სპორტი
          • სპორტი

            27/05/2026

            მ/წ 24 მაისს ქ. თელავში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში. სადაც, მუნიციპალურ დონეზე გამარჯვებული 8 გუნდი იბრძოდა რესპუბლიკური ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის საგზურისათვის.

            დედოფლისწყაროს ღირსებას იცავდნენ წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-2-ე კლასის მოჭადრაკეები: პირველ დაფაზე- დაჩი ბუზარიშვილი, #2- მელანია ლობჯანიძე, #3- დაჩი პოპიაშვილი, #4- მარიამ ბაიდოშვილი. ეს ნიჭიერი ბავშვები ამავროულად, ბატონი გოგი კიკილაშვილის ჩემი შეგირდები არიან. მათმა ჭადრაკისადმი სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო:- ჩატარდა მე-4-ედ ფინალი, ნახევარ ფინალი, ფინალი და ყველა მათგანში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს 4:0 ანგარიშით.

            ვულოცავთ, ჩვენ ნიჭიერ ბავშვებს, სკოლას, ჭადრაკის პედაგოგს- თეა უჩავას, ბატონ გოგი კიკილაშვილს და მოჭადრაკეთა მშობლებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

        • მეოთხე გამოშვება ბოლო ზარი
          • მეოთხე გამოშვება ბოლო ზარი

            27/05/2026

            დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სკოლამ კიდევ ერთი წარმატებული, აქტიური და ნიჭიერი კლასი სიყვარულითა და სიამაყით გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

            ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, წინ გელით ახალი გამოწვევები, დიდი მიღწევები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები. გვჯერა, რომ ღირსეულად გამოიყენებთ სკოლაში მიღებულ ცოდნას, განავითარებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გაამართლებთ სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინებს.

            არ დაივიწყოთ მეუფე დიმიტრისა და მეუფე თეოდორეს ღირებული რჩევები — მიენდეთ უფალს, იშრომეთ მიზანმიმართულად და არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება.

            გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ უამრავ წინსვლას, ყველა ოცნების ასრულებასა და მიზნის მიღწევას!

            გისურვებთ, იყოთ ღირსეული, წარმატებული, ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ მოღვაწე ადამიანები.

            განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მასწავლებელს დაუღალავი შრომისა და გულისხმიერებისთვის, ხოლო მშობლებს — სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

            დედა ღვთისმშობელმა გაგიკვალოთ გზა წარმატებისკენ, თავისი კალთა გადმოგაფაროთ, ხოლო უფალი იყოს თქვენი მფარველი და შემწე ყოველ კეთილ საქმეში!

        • კონკურსი
          • კონკურსი

            13/05/2026

            საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსი.
            მადლობა ნინო მასწავლებელს და თითოეულ ბავშვს.

        • ინტეგრირებული გაკვეთილი — „მე და საზოგადოება“ და „მუსიკა“
          • ინტეგრირებული გაკვეთილი — „მე და საზოგადოება“ და „მუსიკა“

            05/05/2026

            მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტის „იდეებიდან პროექტებამდე“ მეხუთე ეტაპზე, რომელიც დაეთმო რეკლამის გააზრებას, შეფასებასა და შექმნას.

            მუსიკისა და „მე და საზოგადოების“ ინტეგრირებული მუშაობის ფარგლებში მათ შექმნეს საკუთარი რეკლამები.

            პროექტის ფარგლებში შეიქმნა „წიგნების მუზეუმი“ და „სათამაშოების მუზეუმი“, სადაც თითოეულ ნამუშევარს თან ახლდა მოსწავლეების მიერ გააზრებულად შექმნილი რეკლამა. მათ გამოიყენეს სხვადასხვა სარეკლამო ხერხი და ისწავლეს ინფორმაციის სანდოობის შეფასება.

            აქტივობების პროცესში მოსწავლეები გადაიქცნენ კრიტიკულ მაყურებლებად — უკვე შეუძლიათ გაარჩიონ რეკლამა, დასვან მნიშვნელოვანი კითხვები და გააკეთონ გააზრებული არჩევანი.

            პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სწავლა შეიძლება იყოს შემოქმედებითი, საინტერესო და ცხოვრებისეულ უნარებზე ორიენტირებული.

        • სასწავლო პროცესი
          • სასწავლო პროცესი

            04/05/2026

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა

            მეოთხე კლასში უსაფრთხო ინტერნეტის თემაზე განხორციელდა მრავალფეროვანი და აქტიური სასწავლო პროცესი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ციფრულ სივრცეში უსაფრთხო ქცევის შესახებ. გაკვეთილი წარიმართა ინტერაქტიული ფორმატით – მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც საუბარში, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში.

            პირველ ეტაპზე გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ინტერნეტის გამოყენების დადებით და შესაძლო საფრთხეებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი ინფორმაციის დაცვას, უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციის რისკებსა და კიბერბულინგის თემას. მოსწავლეებმა გააზრებულად გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და მაგალითების საშუალებით გაამყარეს ნასწავლი მასალა.

            შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და შექმნეს თემატური პოსტერები, რომლებიც ასახავდა უსაფრთხო ინტერნეტის წესებს. პოსტერებზე წარმოდგენილი იყო ძირითადი რეკომენდაციები, როგორიცაა: პაროლის დაცვა, უცნობი ბმულების არგახსნა, პირადი მონაცემების არ გაზიარება და ზრდასრულის ინფორმირება საეჭვო შემთხვევების დროს. ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე გუნდური მუშაობისა და იდეების გაზიარების კულტურის ჩამოყალიბებას.

            გაკვეთილის ბოლოს გაიმართა ნამუშევრების პრეზენტაცია, სადაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი პოსტერის შინაარსი და განმარტა არჩეული გზავნილები. ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო როგორც თვითგამოხატვის, ისე კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის.

            საერთო ჯამში, ჩატარებული აქტივობები იყო მიზანმიმართული, საინტერესო და ეფექტური. მოსწავლეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ დაეხმარებათ მომავალში უფრო უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოიყენონ ინტერნეტი.

        • სპორტი
          • სპორტი

            04/05/2026

            საქართველოს თასზე კინგბოქსინგში მეორე საპრიზი ადგილი.
            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეს სურენ ტუმასიანს ვულოცავთ საპრიზო ადგილის ღირსეულად დაკავებას და ვუსურვებთ მომავალში ულევ წარმატებებს.

        • ,,დედამიწის დღე,,
          • ,,დედამიწის დღე,,

            04/05/2026

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს დედამიწის ეკოლოგიური პრობლემების აქტუალურ საკითხებზე, შექმნეს ნახატები და აიმაღლეს ცნობიერება.

        • "არტ-ფოლკ ფესტ"
          • "არტ-ფოლკ ფესტ"

            04/05/2026

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლასთან არსებული ცეკვის ანსამბლი " ქიზიყი".

            საერთაშორისო ფესტივალი "არტ-ფოლკ ფესტ"

            ქალაქი თელავი , ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი .

            მხარდამჭერი ორგანიზაციები:

            კულტურის ინსტიუტი, იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID), ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია - (EAFF), ვარდის სახლი.

            მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელს თამაზი ღვალაძე ქიზიყი დაუღალავი შრომისა და თითოეულ ბავშვზე ზრუნვისთვის.

        • ,,საოცარი პითაგორა,,
          • ,,საოცარი პითაგორა,,

            04/05/2026

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი მათემატიკაში - ,,საოცარი პითაგორა". მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო მასალები ძველი ბერძენი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას შესახებ. მსმენელს შესთავაზეს პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ვარიანტები. ისაუბრეს პითაგორული სკოლის მნიშვნელობაზე. ასეთი პროექტები უზრუნველყოფს მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესს და მათემატიკური აზროვნების განვითარებას.

        • მილოცვა
          • მილოცვა

            04/05/2026

            სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით, სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი სკოლის დირექტორს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებით მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს — მეუფე თეოდორეს.

            ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატვის მიზეზია. გულითად მადლობას გიხდით იმ მზრუნველობისთვის, სითბოსა და სულიერი თანადგომისთვის, რომელსაც მუდმივად გვაგრძნობინებთ. თქვენი მამობრივი დამოკიდებულება, სიყვარული და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია — თქვენ არ გვაგრძნობინებთ სულიერ დაობლებას, მუდამ გვამხნევებთ და გვაძლიერებთ. თქვენი გვერდში დგომა ჩვენს სკოლას სიმტკიცესა და იმედს ჰმატებს.

            გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, მშვიდობასა და ღვთის უხვ წყალობას. დაე, ყოველი დღე იყოს მადლით აღსავსე, ხოლო თქვენი ღვაწლი კიდევ მრავალი კეთილი საქმის საფუძველი გამხდარიყოს!

            უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

            მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

            მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე!

            იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

        • მილოცვა
          • მილოცვა

            04/05/2026

            სკოლის სახელით, დიდი პატივით, სითბოთი და სიხარულით ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი სკოლის თანამშრომელს - ბატონ მიხეილ ტეფნაძეს.

            მისი ყოველდღიური საქმიანობა სავსეა პასუხისმგებლობით, ზრუნვითა და გულწრფელი მხარდაჭერით, რაც თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლისთვის განსაკუთრებულად ფასეულია. იგი ქმნის გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი გრძნობს ყურადღებას, მხარდაჭერასა და ნდობას.

            ვუსურვებთ ახალ შესაძლებლობებს, პროფესიულ წინსვლას, წარმატებებით სავსე გზას და უამრავ მიღწევას მომავალშიც.

            გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, სიხარულითა და სიყვარულით სავსე დღეებს, უფლის წყალობასა და მფარველობას!

            მადლობას გიხდით იმ სიკეთისთვის, რომელსაც ასე გულწრფელად და დაუზოგავად თესავთ ჩვენს სასწავლო სივრცეში.

        • 9 აპრილი
          • 9 აპრილი

            04/05/2026

            9 აპრილი – დღე მწუხარებისა და დღე სიხარულისა... დღეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 36 წელი გავიდა.

            1989 წლის 9 აპრილი სამუდამოდ დარჩა ჩვენს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ბედნიერი დღე. დღე, როცა თავისუფლების სურვილმა გადააჭარბა შიშს, რომელსაც 21 ჩვენი თანამემამულე შეეწირა.

            ამ ტრაგიკულ დილას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეების, თავისუფლებამოწყურებული ქართველი ხალხის დარბევა დაიწყო..

            უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი... მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე) საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ,,აღსრულდა ნება ქართველი ერისა"...

            ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა პატივი მიაგო 9 აპრილის გმირებს, რომლებიც მტკიცედ იდგნენ 9 აპრილის დღეს და უკან დახევაზე არც უფიქრიათ -

            ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი! ღმერთს შევფიცეთ!”

        • ჩვენი სკოლის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის!
          • ჩვენი სკოლის მოსწავლე ამერიკაში ისწავლის!

            04/05/2026

            მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ქეთევან ყაჭაშვილმა, წარმატებით გაიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული FLEX (Future Leaders Exchange) პროგრამის ყველა ეტაპი და გახდა ფინალისტი

            ეს წარმატება განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან კონკურენცია პროგრამაში ძალიან მაღალია ყოველწლიურად FLEX-ზე მონაწილეობას ათიათასობით მოსწავლე იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ფინალისტი ხდება მხოლოდ მცირე პროცენტი (დაახლოებით 2-3%-ზე ნაკლები) საქართველოდანაც ათასეულობით აპლიკანტიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული გადის საბოლოო ეტაპამდე

            ამ გამარჯვების მიღმა თვეების განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომა დგას ქეთიმ გაიარა ურთულესი კონკურსი, რომელიც რამდენიმე გადამწყვეტ საფეხურს მოიცავდა

            I ეტაპი: აპლიკაცია და სამი ესე სადაც საკუთარი პიროვნება, ლიდერული თვისებები და ფასეულობები უნდა წარმოეჩინა

            II ეტაპი: ინგლისური ენის კომპლექსური ტესტირება

            III ეტაპი: ინდივიდუალური ინტერვიუ, ჯგუფური აქტივობები და კიდევ სამი ესეს დაწერა შეზღუდულ დროში (45 წუთში) ასევე, ვრცელი აპლიკაციის მომზადება, რომელიც მოიცავდა მის მიღწევებს, აქტივობებს, წერილს მასპინძელი ოჯახისთვის, აკადემიურ ნიშნებსა და რეკომენდაციებს

            მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქეთისთვის ეს გზა მხოლოდ გამარჯვებებით არ ყოფილა მოკირწყლული ამ დიდ წარმატებამდე იყო ბევრი მცდელობა, უძილო ღამეები და არაერთი იმედგაცრუება თუმცა სწორედ მისმა ნებისყოფამ არ დანებებულიყო და ყოველი „არა“-ს შემდეგ უფრო მეტი ემუშავა საკუთარ თავზე მიიყვანა იგი ამ საოცარ შედეგამდე

            პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ის მთავრობის მიერ ქეთი მიიღებს სრულ სტიპენდიას, რომელიც ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და სწავლის ხარჯებს ის ერთი სასწავლო წლით ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს, ამერიკულ სკოლაში მიიღებს განათლებას და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც .

            ჩვენი სკოლა ამაყობს ქეთევანით ვუსურვებთ მას ამერიკაში წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე წელს შენი მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დაუღალავი შრომითა და მიზანდასახულობით ყველა მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია