მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ხორნაბუჯის ციხის შესახებ, რომლის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია: მუზეუმში, ბიბლიოთეკაში და რედაქციაში. პროექტის ფარგლებში გამოუშვეს კედლის გაზეთი, წარადგინეს ვიდეორგოლი და სლაიდშოუ ასევე დაამზადეს ბუკლეტები.
პროექტი ხორნაბუჯის ციხის შესახებ
17/02/2025
,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
10/02/2025სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი"ს ფარგლებში, საგანი-მოქალაქეობა. თემა - ჯანსაღი კვება.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს მოცემული თემის შესახებ, წარმოადგინეს ჯანსაღი საკვები საუზმისთვის. მოძიებული ინფორმაციები გააცნეს მეგობრებს.
პროექტის მიზანი: გავარკვიოთ,, რა ითვლება ჯანსაღ საკვებად საუზმეზე.
6
ბიო ტექნოლოგიების კვირეული
10/02/2025ბიო ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს პროექტი ,,ჭკვიანი ნიღაბი”
ჭკვიანი ნიღაბი ჟიურის ერთ-ერთი რჩეული პროტოტიპია, რომელიც ამოიცნობს სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ ვირუსებს და შედეგად უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის მონიტორინგს მცირე დროში.
სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
10/02/2025მე და საზოგადოება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევხვდებით წინადადებას ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".
სკოლამ საგნების სწავლა_სწავლების, სასკოლო პროექტების,სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი უნდა'შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიფრებას. მესამე კლასის მოსწავლეებმა ,პედაგოგი ევგენია ხუციშვილი,მე და საზოგადოების გაკვეთილზე ისაუბრეს ამ თემასთან დაკავშირებით,წარმოადგინეს პრეზენტაციები.
12
,,დეზინფორმაციასთან ბრძოლა''
05/02/2025ComCom-ის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად, უფროსკლასელების კატეგორიაში ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სკოლის VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
05/02/2025სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი"
ჯანსაღი კვება
;,,კანფეტები"
ჯანსაღი კბილები , ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსწავლეებმა იმსჯელეს მოცემული თემის შესახებ, გააკეთეს კედლის გაზეთი. მოძიებული ინფორმაციები გააცნეს მეგობრებს.
პროექტის მიზანი: გავარკვიოთ, რითია მავნებელი კანფეტები, რა ითვლება ჯანსაღ საკვებად.
8
დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ჩვენს სკოლას ეწვია
05/02/2025"წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო. ''(ნილ გეიმანი) ის ხომ ბავშვისთვის ჯადოსნური კარია, რომელიც საოცარ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება. ამ პატარა კარის გაღება არის დასაწყისი სამყაროს გაცნობისა და საკუთარი შინაგანი სამყაროს მშვენიერების აღმოჩენისა.
წიგნი ბავშვისთვის არა უბრალოდ ისტორია, არამედ უცნობი სამყაროს პირველი, ყველაზე ტკბილი გასაღებია. წიგნის საჯარო კითხვის კვირეულიც ხომ ამას ემსახურება, აამაღლოს წიგნის სიყვარული სკოლის მოსწავლეებში. გაეცნონ და იმოგზაურონ სრულიად განსხვავებულ, ზღაპრულ და ფერად სამყაროში...
კვირეულის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ჩვენს სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სახელით მადლობას ვუხდით ბ-ნ ნიკოლოზს ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.
12
წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე
05/02/2025ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სკოლა- ინტერნატის I და IV კლასის მოსწავლეები უერთდებიან წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღეს.
6
კონკურსი მათემატიკაში
05/02/2025დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეხუთე კლასში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი მათემატიკაში. აღნიშნული აქტივობა ჩატარდა სამ ტურად. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და გამარჯვებულებს-მედლები.
მასწავლებელი : მზია ბაშარული
4
კორპორატიული 2025
05/02/2025კორპორატიული 2025 საუკეთესო თანამშრომლები და ძვირფასი ადამიანები.
36
"ნახატები ბიბლიურ თემებზე"
05/02/202526 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონკურსის "ნახატები ბიბლიურ თემებზე" დასკვნითი ღონისძიება _ გამოფენა და დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: მარიამ თეთვაძე, ნინო ზურიკაშვილი, იოანა ბულაშვილი, ლიზი ყანჩაშვილი, ნინო ალუღიშვილი, გიორგი კოჭლამაზაშვილი და ელენე გიგაური. ფინალში გადასული 104 მონაწილედან უფროს ასაკობრივ ჯგუფში III ადგილი დაიკავა ნინო ალუღიშვილმა და დაჯილდოვდა სიგელითა და სასაჩუქრე ვაუჩერით. ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ქეთევან საბიაშვილს გადაეცათ სიგელები.
მონაწილეები ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, დეკანოზებმა ბიძინა გუნიამ და იოსებ ვანიძემ დააჯილდოვეს.
"ხელმარჯვე ოსტატები"
05/02/20252024 წლის 6 ნოემბერს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლეები პროექტული სწავლების ფარგლებში ( პროექტი "ხელმარჯვე ოსტატები") ეწვივნენ დედოფლისწყაროს "ცაცია ოსტატის საწარმოს", სადაც ბავშვებს უმასპინძლა სახელოსნოს მეპატრონემ ბატონმა შოთა შანშაშვილმა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა საწარმო და ესაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებაზე, თუ როგორ დაიწყო ბიზნესი და როგორ იმოგზაურა და წარმოაჩინა თავისი პროდუქტი მრავალ ქვეყანაში.
მადლობა ბატონ შოთას გულითადი მასპინძლობისთვის.
3
“რა? სად? როდის?”
05/02/202529 ნოემბერს, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ლიზა კოჭლამაზაშვილმა, ანა თარალაშვილმა, ლაშა ღორაშვილმა და მარიამ პოპიაშვილმა ჩაატარეს “რა? სად? როდის?”. ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწვლეებმა. ბავშვებს დაურიგეს სიგელები და თითოეული გუნდიდან გამოავლინეს ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე და გადაეცათ მცირე ფასიანი საჩუქრები
,,არა ბულინგის”
05/02/2025ა(ა)იპ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს 13 ნოემბერს შეხვედრა ჰქონდათ ქალბატონ ნინო კაჭკაჭიშვილთან, მეათე კლასის პროექტის-,,არა ბულინგის” ფარგლებში. მოსწავლეებმა ამ შეხვედრაზე გაიგეს მეტი ინფორმაცია ბულინგზე, თუ რა პრობლემებს იწვევს ის, როგორი სახის ბულინგს ვხვდებით დღესდღეისობით,როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და ა.შ. თემის განხილვის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი,რაშიც მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო კაჭკაჭიშვილს ჩვენთან მობრძანებისთვის და ასეთი შეხვედრის ჩატარებისთვის,რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
სიახლეების არქივი
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- თებერვალი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- აგვისტო 2022
- ივნისი 2022
- მაისი 2022
- ყველა