სიახლეები

        • გიორგი ერისთავის პიესა ,, გაყრა''
          • გიორგი ერისთავის პიესა ,, გაყრა''

            01/12/2025

            დღეს, 25 ნოემბერს ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს გიორგი ერისთავის პიესა ,, გაყრა''.

            მართალია, ნაწარმოები პირველად 1850 წელს დაიდგა, მაგრამ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანის მორალურ-ეთიკური სნეულებები, გულგრილობა, ცინიზმი, ანტიქართველობა და ანგარება.

            ადამიანის იმგვარი დაცემა, რომელსაც ნაწარმოებში ვხვდებით ტრაგედიაა და დაკავშირებულია ადამიანის სულიერ დაპატარავებასთან, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტთან.

            ჩვენმა მოსწავლეებმა გასაოცარი შესრულების მანერით, თანამედროვეობასთან შესაბამისობით სრულიად ახლებურად გაგვიცოცხლეს შესწავლილი ნაწარმოები. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს ასეთი პოზიტიური განწყობის შექმნისათვის.

            პედაგოგი თეონა ღონღაძე

        • მე-11 კლასის მეწარმეთა კლუბის ფესტივალი ჩვენს სკოლაში!
          • მე-11 კლასის მეწარმეთა კლუბის ფესტივალი ჩვენს სკოლაში!

            01/12/2025

            ჩვენს სკოლაში გაიმართა მე-11კლასის მეწარმეთა კლუბის მიერ ორგანიზებული ფესტივალი-გამოფენა/გაყიდვა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი იდეები, შემოქმედებითი უნარები და მცირე ბიზნეს-პროექტები წარმოაჩინეს.

            ფესტივალზე წარმოდგენილი იყო:

            • ჩვენი ხელით მომზადებული საკვები და ტკბილეული

            • სახის მოხატვა

            • სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქტები და კრეატიული ნივთები

            • სასიამოვნო მუსიკა, რომელმაც კიდევ უფრო გაახალისა ფესტივალი.

            ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მეწარმეობის განვითარებას, გუნდურ მუშაობას და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას. სტუმრების მხრიდან დიდი ინტერესი და მხარდაჭერა მივიღეთ, რამაც მოგვცა მოტივაცია, რომ მომავალში უფრო მასშტაბური პროექტები შევქმნათ.

            მადლობა ყველა მონაწილეს, სტუმარს და მასწავლებელს, ვინც ამ დღეზე საკუთარი წვლილი შეიტანა!

            პედაგოგი ელენე ოგბაიძე

        • ნოდარ დუმბაძის "ბოშები"
          • ნოდარ დუმბაძის "ბოშები"

            01/12/2025

            მერვე კლასში ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ჰუმანური ნაწარმოები, ნოდარ დუმბაძის "ბოშები", შევისწავლეთ და განვიხილეთ.

            მოსწავლეებმა გააანალიზეს და გაითავისეს ომის შემდგომი ეპოქა, ადამიანური სითბო, თავისუფლება და ტკივილი. კლასში გაიმართა აქტიური დისკუსია სტერეოტიპების, მიუღებლობის დაძლევისა და მოთხრობაში ასახული მთავარი მორალური საკითხების შესახებ.

            ნაწარმოების უკეთ გასაგებად, ვუყურეთ მხატვრულ ფილმს და განვიხილეთ, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, ლიტერატურული მასალა ვიზუალურ ინტერპრეტაციასთან შეედარებინათ და კრიტიკულად შეეფასებინათ ორივე ფორმატი.

            ცოდნის განმტკიცებისა და თემის გაფართოების მიზნით, მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები ბოშათა კულტურისა და ისტორიის შესახებ, რაც ემსახურებოდა კულტურული მრავალფეროვნების დაფასებასა და ტოლერანტული დამოკიდებულების გაღრმავებას.

            სწავლა- სწავლების ეს მოდელი, მოსწავლეებს დაეხმარა, ლიტერატურული ტექსტის მიღმა სიღრმისეულად გაეაზრებინათ სოციალური, კულტურული და ისტორიული კონტექსტი. მათ შეიძინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და გაითავისეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰუმანური დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ.

            ვიდეოში ასახულია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და ნამუშევრების წარდგენის მომენტები.

            პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი

        • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"
          • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"

            01/12/2025

            გრძელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი "ნახატები ბიბლიურ თემებზე". მასში მონაწილეობას იღებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ალუღიშვილი (XIIკლ), თეკლა შეითნიშვილი (IVკლ), ნატალია სესიტაშვილი (IIკლ), მარიამ ბაიდოშვილი (IIკლ) და მელანია ლობჯანიძე (IIკლ) პედაგოგ ქეთევან საბიაშვილის ხელმძღვანელობით. მათ შეასრულეს მესამე ტურის დავალება 7_7 ნახატი მითითებულ ბიბლიურ სიუჟეტებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

        • მასწავლებლის ეროვნული დღე
          • მასწავლებლის ეროვნული დღე

            01/12/2025

            მასწავლებლობა? ეს ხომ ღვთივკურთხეული პროფესიაა.

            იყო მასწავლებელი ძალზედ რთულია, თუმცა ამავე დროს უნიკალური და ამაღლებული.

            მასწავლებლობა გულისხმობს არამხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ სულიერი თუ პიროვნული, პროფესიული ცხოვრების გზის გაკაფვას.

            ზოგიერთი დღე რთულია, როდესაც შეცდომები და არასწორი ნაბიჯები ქმნიან დაბრკოლებებს, მაგრამ ამ ყველაფერს მუდმივად თან ახლავს სიხარული, მოსწავლეების მხრიდან პატივისცემა და დაფასება რომელიც გახსენებს, რომ შენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია..

            რა საოცარი სანახავია, მოსწავლეები მასწავლებლის ამპლუაში. როდესაც იაზრებენ, რომ მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა, ხიდია აწმყოსა და მომავალს, იმედებსა და შესაძლებლობებს შორის..

            მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩვენი სკოლის ნიჭიერმა უფროსკლასელებმა სასიამოვნო საღამო გვაჩუქეს.

            ვუყურებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მათ გასხივოსნებულ სახეებს და ვრწმუნდებით, რომ ისინი, მართლაც, უკეთესი და ნათელი მომავლის საწინდარები არიან!

            კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! უამრავ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ!

        • სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში
          • სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში

            01/12/2025

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის, გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში.

            გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის გუნდი.

            გილოცავთ ზურა მასწავლებელო და ჩვენო ჩემპიონო ბიჭებო.

            წინ მრავალი წარმატება გელით

        • ,,ქართული გალობა"
          • ,,ქართული გალობა"

            01/12/2025

            მიუხედავად იმისა,რომ ბავშვებს არ ეძლეოდათ ერთად მეცადინეობის საშუალება, მათ მაინც შეძლეს ამ შედეგის დადება. საქართველოს საგუნდო საზოგადოების lX ეროვნულ კონკურსში, კატეგორია ,,ქართული გალობა" მოიპოვეს ვერცხლის მედალი. ვულოცავ ბავშვებს წარმატებულ გამოსვლას და მომავალში უამრავ წარმატებებს ყველა სფეროში