• დავემშვიდობეთ მეოთხე კლასს
          • დავემშვიდობეთ მეოთხე კლასს

            01/07/2024

            დავამთავრეთ მეოთხე კლასინიჭიერი, ხალისიანი, მეგობრული და მუდამ მომღიმარი ბავშვებიდიდი მადლობა მადონა მასწავლებელს, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა თქვენზემადლობა ევგენია მასწავლებელს, რომელმაც არ დაიზარა და იშრომა ჩვენთან ერთად ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის და ძალიან დიდი მადლობა მშობლებს ასეთი აქტიური გვერდში დგომისთვისერთად მეტს შევძლებთ.

        • კონკურსი ,, ვაჟა-ფშაველა- მთის არწივი"
          • კონკურსი ,, ვაჟა-ფშაველა- მთის არწივი"

            01/07/2024

            მიმდინარე წლის 7 ივნისს,ქ. დედოფლისწყაროს კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინიციატივითა და ა.(ა).ი.პ.კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, კონკურსი ,, ვაჟა -ფშაველა - მთის არწივი" გაიმართა.

            კონკურსში მონაწილეობდნენ ქ.დედოფლისწყაროს N1, N2, სოფ.ხორნაბუჯის საჯარო სკოლებისა და მეფე ვახტანგ გორგასლის სახ.სკოლა- ინტერნატის მოსწავლეები.

            კონკურსი გაიმართა ორ ნომინაციაში : ხატვასა და მხატვრულ კითხვაში.

            შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.

            მხატვრულ კითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ელენე თეთრაულმა.

            ხატვაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა

            ნინო ნატროშვილმა.

            ღონისძიება მხატვრულად გააფორმა და საუკეთესო სიმღერისთვის გადაეცა სიგელები ჩვენი სკოლის მოსწვლეებს :ნათია წიკლაურს, საბა კოჭლამაზაშვილს, დავით ალადაშვილს.( ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილი)

            საპრიზო ადგილზე გასულ ბავშვებს, ცენტრის დირექტორმა დოდო ხუნაშვილმა და მოადგილე გაგა პატაშურმა გადასცა ფასიანი საჩუქრები და სიგელები.

            ყველა მონაწილეს კი ,გადაეცა სიგელები და მადლობის ბარათები კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.

        • ხატვის კონკურსი
          • ხატვის კონკურსი

            01/07/2024

            4 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა გასული წლის ხატვის კონკურსის ფინალური ღონისძიება: გამოფენა, დაჯილდოება. კონკურსანტებმა გარკვეული დროის განმავლობაში შეასრულეს 15 ნახატი ბიბლიურ თემებზე. უფროს ასაკობრივ ჯგუფში ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნინო ალუღიშვილმა ღირსეულად დაიკავა III ადგილი. ყველა მონაწილე ბავშვს: მარიამ კვესაძეს, ნინო ნატროშვილს, ქეთი ყაჭაშვილს, ელენე გიგაურს, მარიამ ზუბიაშვილს, ნინო ზურიკაშვილს, ლიზი ყანჩაშვილს, პედაგოგ ქეთევან საბიაშვილს და სკოლას გადაეცათ სიგელები. გილოცავთ, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოთ მშობლიური სკოლა!

        • „სასკოლო განათლება-გამოწვევები და ინოვაციები“
          • „სასკოლო განათლება-გამოწვევები და ინოვაციები“

            01/07/2024

            2024 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მენტორი მასწავლებლების ინიციატივითა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა მუნიციპალური ინტერდისციპლინური მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენცია „სასკოლო განათლება-გამოწვევები და ინოვაციები“.

            კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანების გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ურთიერთობისა და კავშირების დამყარება, მოსწავლეებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

            კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი;

            ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი თეონა ღონღაძე;

            ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი;

            ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი მარინა შანშიაშვილი;

            კონფერენციას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი მაკა ჯანაშვილი; სპმთ პროფკავშირის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მაყვალა მაძღარაშვილი; ქ. დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი თეა ლეკაშვილი და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები.

            კონფერენცია ჩატარდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატში (დირექტორი თეა სხირტლაძე)

            კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:

            „ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა“ - ანი ფიროსმანაშვილი, ნატალი ტიკიშვილი, ლუკა მენთეშაშვილი გიორგი ღვედაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი: ეკა სეფიაშვილი);

            „როგორ გვეხმარება ქართულის გაკვეთილები უკეთ ცხოვრებაში“ - ლიკა ჯინაშვილი, ლალა ჩოფიკაშვილი - სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი: რუსუდან გონაშვილი);

            „ამოცანების ამოხსნის სირთელეების დაძლევა 5-6 კლასებში" - სოფიკო ალადაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი;

            ,,ინკლუზია ყველგან, ყველასთვის და ყოველთვის” - ლალი ნატროშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის წამყვანი სპეციალური მასწავლებელი;

            „კოლბერგის მორალისტური განვითარების თეორიის გამოყენება ლიტერატურული პერსონაჟების უკეთ აღსაქმელად“ - ეთერ ალადაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;

            „ელექტრონული რესურსების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე“ - გიული ყოჩიაშვილი - სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი;

            „პროექტებით სწავლების როლი სასკოლო ცხოვრებაში“ - ხათუნა სულაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი;

            „საწრეო და საკლუბო მუშაობა“ - ნინო ფიროსმანაშვილი - სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;

            ,,სპეციალური მასწავლებლის როლი ინკლუზიურ განათლებაში'' - ირინა ფიროსმანაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის წამყვანი სპეციალური მასწავლებელი;

            ,,ხელნაკეთი რესურსების გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში" - ბელა სულაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი;

            „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ინგლისური ენის გაკვეთილებზე“ - მარინა შანშიაშვილი - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი;

            „ხარისხიანი განათლება“ - თეონა ღონღაძე - სსიპ ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.

            კონფერენცია გახსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაკა ჯანაშვილმა.

            წარმოდგენილ მოხსენებებს საინტერესო დისკუსია მოყვა

            და დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები.

            დიდი მადლობა ყველა მონაწილე მასწავლებელს და განსაკუთრებული მადლობა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატიის დირექტორ თეა სხირტლაძეს

        • რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში
          • რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

            01/07/2024

            მიმდინარე წლის 31 .05-01.06., ქ.თელავში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.(25 წთ.+10 წამი),სადაც მონაწილეობდნენ დედოფლისწყაროელი მოჭადრაკეები.( ხელმძღვანელი გიორგი კიკილაშვილი)

            12 წლამდე გოგონებში ვერცხლის მედალი დაიმსახურა სალომე კვიწინაშვილმა, ხოლო, 10 წლამდე ვაჟებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა მათე მარტყოფლიშვილი.

            ვულოცავთ ბავშვებს და მათ ხელმძღვანელს რესპუბლიკურ ტურნირზე წარმატებას.

        • "ხატვის დღე"
          • "ხატვის დღე"

            01/07/2024

            ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ნინო ალუღიშვილი, ნინო ნატროშვილი, მარიამ კვესაძე, ელენე გიგაური, გიორგი კოჭლამაზაშვილი, ნინო ზურიკაშვილი, იოანა ბულაშვილი, ლიზი ყანჩაშვილი და მარიამ თეთვაძე მონაწილეობას იღებენ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: "ნახატები ბიბლიურ თემებზე". 28 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გაიმართა II ტური_ "ხატვის დღე", კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდი ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც შეასრულეს ნახატი. ჩვენს ბავშვებს ვუსურვებთ წარმატებებს.

        •  "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
          • "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

            01/07/2024

            ოცდაშვიდ მაისს რუსთავის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ნახევარ ფინალური ტურნირი.ჩვენი სკოლის გუნდი ლალიანა უთრუთაშვილის, თებრონია ლომსაძის, მარიამ იაკობიშვილის და გიორგი ალუღიშვილის შემადგენლობით რუსთავის N 5 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.თამაში ჩვენი მოსწავლეების გამარჯვებით დამთავრდა., რითაც მათ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

            ჩვენს გუნდს ვუსერვებთ წლევანდელი ტურის წარმატებით დამთავრებას და ფინალში გამარჯვებას!

            პედაგოგი: ნელი აფციაური

        • ტრენინგი
          • ტრენინგი

            01/07/2024

            ვცდილობთ ყოველთვის მხარში დავუდგეთ მსგავს პროექტებს და ჩვენს სივრცეში მივცეთ საშუალება, კომფორტულად წარიმართოს შეხვედრები

            მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

            I2Q პროექტისა და SDSU-ს თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლი ტარდება.

            ვრცლად https://bit.ly/3UQnKbo

            With the support of the World Bank, active work is underway to improve early and preschool education in Georgia.

            With the cooperation of the I2Q Project and San Diego State University, a cycle of professional development trainings for the administrative and educational staff of kindergartens is being held in Dedoplistskaro Municipality.

            Read more

        • "საქართველოს პირველი რესპუბლიკა"
          • "საქართველოს პირველი რესპუბლიკა"

            01/07/2024

            საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამართულ სასკოლო ჩემპიონატში — "საქართველოს პირველი რესპუბლიკა", წარმატებით მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: ლიზა კოჭლამაზაშვილი, მარიამ პოპიაშვილი, ანა იაკობიშვილი, ანა თარალაშვილი, ლაშა ღორაშვილი. ჩემპიონატი გაიმართა რა? სად? როდის? პრინციპით, რომელშიც მონაწილეობდა 250-ზე მეტი სკოლა საქართველოს მასშტაბით.

        • ყველა დღე დედამიწის დღეა!!!
          • ყველა დღე დედამიწის დღეა!!!

            01/07/2024

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე_5,მე_7,მე_8 და მე_9 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო პროექტში და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ეკოლოგიურ საკითხებზე.მათ ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებზე და აქედან ყურადღება გაამახვილეს ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, ჰაერის დაცვაზე დაბინძურებისაგან, წყლის რესურსების დაცვაზე და მდგრად მართვაზე, ნარჩენების მართვაზე, კლიმატის ცვლილებაზე და ბუნებრივი საფრთხეების შემცირებაზე.მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ,, კლიმატის ცვლილება აღარაა შორეული პრობლემა,ის ხდება აქ,ის ხდება ახლა."გავუფრთხილდეთ დედამიწას ის ყველას სახლია!

            ,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ."(ანტუან დე სენტ_ეგზიუპერი).

            პედაგოგები:მადონა ხუციშვილი და ლინა შაბანოვა.

        • დედამიწის დღე
          • დედამიწის დღე

            01/07/2024

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. სკოლა_ინტერნატში დედამიწის დღესთან დაკავშირებით l, ll, და lll კლასის მოსწავლეების ჯგუფური და ინდივიდუალური ნამუშევრები გამოიფინა.