სიახლეები

          • 26/10/2026

            ედვარდ გრიგი ,,მთის მეფის გამოქვაბული"

            მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს. მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი. მათ აღმოაჩინეს თუ როგორ შეუძლია ბგერებს ამბის მოყოლა.

          • 26/10/2026


            დღეს, 23 ოქტომბერს მოლის დღეა. (6:02 საათიდან 18:02 საათამდე, რაც უკავშირდება ავოგადროს რიცხვს: 6.022 × 10²³). დღესასწაული ეძღვნება ქიმიურ ერთეულს — მოლს, რომელიც ქიმიკოსებს საშუალებას აძლევს ზუსტად დათვალონ ატომებისა და მოლეკულების რაოდენობა ნივთიერებებში. მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაო/კონკურსი: ამოსხნეს ამოცანები და მოამზადეს პრეზენტაცია. პირველმა ჯგუფმა სწრაფად და უშეცდომოდ ამოსხნა ამოცანები ,მეორე ჯგუფმა კი შექმნა საინტერესო და იფორმაციული პრეზენტაცია. პედაგოგი ირინა შაბიაშვილი

          • 22/10/2026

            მადლობა ქალბატონ მაია ალექსიშვილი და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას საინტერესო, მნიშვნელოვანი და შემეცნებითი შეხვედრისთვის!

            მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი სკოლა ჩართულია ისეთ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებასა და ახალგაზრდებში თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარებას.

            მადლობა ორგანიზატორებს გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის! წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!

            საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრების ციკლი დედოფლისწყაროში წარმატებით დაიწყო!

            2026 წლის ოქტომბერში დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში წარმატებით დაიწყო საგანმანათლებლო და შემეცნებითი შეხვედრების ციკლი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან.

            შეხვედრის თემა: „მიწისძვრა — უსაფრთხოების წესები და ბუნებრივი მოვლენების დროს თავის დაცვის გზები“

            შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მიწისძვრის შესახებ ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების ძირითადი წესების გაცნობა და ბუნებრივი მოვლენების დროს სწორი ქცევის უნარების განვითარება.

            შეხვედრა ჩატარდა მულტიმედიური რესურსების გამოყენებით, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და შემეცნებითს ხდიდა.

            შეხვედრას ესწრებოდნენ მესამე კლასის მოსწავლეები. კლასის პედაგოგი — ნატო ჭოტაშვილი.

            განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორს, ქალბატონ თეა სხირტლაძეს, თანამშრომლობისთვის, აქტიური ჩართულობისთვის და ინოვაციური და კრეატიული მიდგომების მხარდაჭერისთვის.

            შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი მაია ალექსიშვილი.

            ერთად ვზრუნავთ უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებაზე

          • 22/10/2026

            ,,ეკრანის მიღმა დამალული ხმები" ,,ხმის ეფექტები" მეოთხე კლასის მოსწავლეები გაეცნენ ხმოვანი სამყაროს საიდუმლოებებს,ასევე ხმის რეჟისორის საქმიანობას. სწავლა'აღმოჩენით, ფანტაზიით და შემოქმედებით მოსწავლეებისთვის 'საინტერესო და სახალისო იყო.

          • 22/10/2026

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
            საგანი მუსიკა  მე_3 კლასი

            ხმისა და ბგერის ხანგრძლივობა.
            მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი

            ,,მუსიკალური ტყე", სადაც თითოეულ ფოთოლს თავისი ხმა შეუსაბამეს,განასხვავეს მოკლე და გრძელი ბგერები. ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო სახალისო აღმოჩენა იმისა, თუ რამდენად რიტმული და მრავალფეროვანია ჩვენი გარემო.

          • 22/10/2026

            ლაბორატორიული ექსპერიმენტები მეცხრე კლასში! „როგორ მოქმედებს მეტალების აქტიურობის მწკრივი ქიმიურ რეაქციებზე? ვსწავლობთ მჟავებთან მეტალების ურთიერთქმედებას და ნეიტრალიზაციის რეაქციებს ცდებისა და დაკვირვებების საფუძველზე.“პედაგოგი ირინა შაბიაშვილი

          • 22/10/2026

            7-13 სექტემბერს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა Archi Tech Park პროექტი. მონაწილეებმა შეისწავლეს არქიტექტურა, დიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენი სკოლიდან პროექტში მონაწილეობას იღებდა IX, X, XI კლასების 16 მოსწავლე. დემო დღეს გუნდები საკუთარი იდეებითა და პროტოტიპებით წარსდგნენ პარტნიორი კომპანიების წინაშე. ჟიურის რჩეულები გახდნენ: გუნდი ,,აურა" (მარიამ გიგოლაშვილი, მარიამ ჯინაშვილი, ანასტასია ჯამასპიშვილი) და გუნდი ,, Faithfuls " (თამაზი ალუღიშვილი, ანამარია ფიროსმანაშვილი, ნინი ყაზარაშვილი). მათ გადაეცათ არქიტექტურის უფასო სასწავლო კურსი, სტაჟირების შესაძლებლობები და სიმბოლური პრიზები. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ

          • 14/10/2026

            2026 წლის 8 ოქტომბერს, ა(ა)იპ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

            მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციურ ფილმს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოების შესახებ.

            მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ქალბატონ თეა სხირტლაძეს და მის გუნდს თანამშრომლობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

            შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი მაია ალექსიშვილი.

          • 13/10/2026

            „ჯინსების თაობა“ — შეხვედრა ისტორიასთან, ლიტერატურასა და ხელოვნებასთან
            ​X კლასის მოსწავლეებისათვის დღევანდელი დღე გამორჩეული და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. ქართული ენისა და ლიტერატურისა  და ხელოვნების პედაგოგების ორგანიზებით მოეწყო საგანმანათლებლო ექსკურსია სპექტაკლზე- „ჯინსების თაობა“.
            ​თეატრმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ წაეკითხათ, არამედ თვალით ენახათ და განეცადათ ის ისტორიული ეპოქა, რომელზეც ლიტერატურისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მსჯელობენ. ინტეგრირებულმა მიდგომამ მოსწავლეებს დაანახა, თუ როგორ ცოცხლდება მხატვრული ტექსტი სცენაზე და როგორ ხდება ხელოვნება თავისუფლებისა და ადამიანური დრამის გამომსახველი.
             

          • 13/10/2026

            დედოფლისწყაროს რაიონი . წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა.
             პროექტი ,,პატარა მოაზროვნეები –იფიქრე სხვაგვარად "დაიწყო!
            I ეტაპი: აღმოაჩინე
            ძალიან სახალისო და საინტერესო დღე ჰქონდათ მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს.
            ბავშვებს გავაცანი პროექტის მიზანი და შინაარსი. პირველ ეტაპზე („აღმოაჩინე“) ჩვენი მიზანია:
            მოვუსმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას;
            ვისაუბროთ იმ განწყობასა და ემოციებზე, რასაც მუსიკა გვიქმნის;
            ჯგუფებში განვიხილოთ შთაბეჭდილებები და შევქმნათ ჩვენი პირველი საბოლოო პროდუქტი — „მუსიკის აღმოჩენის რუკა“.
            პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და წინ საოცარი აღმოჩენები გველოდება!
             

          • 05/10/2026

            დღეს დედოფლისწყაროს ვესტუმრეთ, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორის, ქალბატონი თეა სხირტლაძის, მიწვევით.

            მადლითა და სიყვარულით სავსე დღეს მოვილოცეთ ელიას მონასტერი, წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარი და მოვინახულეთ ხორნაბუჯის ციხე.

            ეს იყო განსაკუთრებული დღე სულიერი სიმშვიდის, მეგობრობის, გულწრფელი ურთიერთობებისა და ახალი შთაბეჭდილებების.

            დიდი მადლობა ქალბატონ თეა სხირტლაძეს ასეთი თბილი მასპინძლობისა და დაუვიწყარი დღისათვის.

            მასწავლებლის დღე გრძელდება სიყვარულით, მადლიერებითა და ერთმანეთისთვის გაზიარებული სიხარულით.

            ეს დღე ჩვენი სკოლის კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარია მასწავლებლებისთვის ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან მომავალს.

             

            საპატრიარქოს სკოლების ერთობა.

            დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა

          • 05/10/2026

            2026–2027 სასწავლო წელი ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლაში საზეიმოდ დაიწყება.

            9:00 საათზე — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაიმართება სავედრებელი პარაკლისი.

            10:00 საათზე — სკოლის ეზოში დაიწყება საზეიმო ღონისძიება.

            გელოდებით ყველას, რათა ერთად, სიყვარულითა და ახალი შემართებით დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი!

            წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!