სიახლეები

        • კიდევ ერთი შესრულებული დანაპირები
          • კიდევ ერთი შესრულებული დანაპირები

            22/07/2025

            დასასრულს უახლოვდება წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის რეაბილიტაცია

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან – გელა სამუკაშვილთან ერთად ქალაქ დედოფლისწყაროში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

            პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება შენობის ფასადს და საძირკველს.

            ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და მისი ღირებულება 349 381 ლარია.

        • "თავისუფალი კედელი – გამოხატე შენი აზრი!"
          • "თავისუფალი კედელი – გამოხატე შენი აზრი!"

            22/07/2025

            იცოდი, რომ შენს აზრსაც შეუძლია სკოლაში ცვლილებების მოტანა ?!

            სკოლაში უკვე იწყება უნიკალური და საინტერესო პროექტი – "თავისუფალი კედელი – გამოხატე შენი აზრი!"

            იდეა, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიფიქრეს, მოიპოვა ევროპის ფონდის გრანტი – 960 ლარი და უკვე მზად ვართ, ერთად დავიწყოთ ცვლილებები!

            რა არის “თავისუფალი კედელი”?

            ეს არ არის უბრალოდ კედელი ეს არის სივრცე, სადაც:

            შეგიძლია დაწერო შენს გულში რაც არის

            დახატო ის, რასაც სიტყვებით ვერ ამბობ

            ანონიმურად გაგვიზიარო, რაც გაწუხებს, ან პირიქით – რაც გიხარია!

            სკოლის სამივე შენობაში დაგხვდება: “თავისუფალი კედელი” – დაფები

            ანონიმური აზრის ყუთები

            რა გველოდება პროექტის ფარგლებში?

            თემატური დისკუსიები – თვეში ერთხელ გავმართავთ დიალოგს საინტერესო თემაზე. მოდიან ჟურნალისტები, მასწავლებლები, აქტივისტები – ერთად ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ პასუხებს!

            "თვე შეაჯამე – თქვი შენი აზრი!" – თვის ბოლოს ერთად განვიხილავთ ანონიმურ ყუთში გამოქვეყნებულ აზრებსა და ნახატებს.

            აქტიურ მონაწილეებს კი დავაჯილდოვებთ – გადაეცემათ მადლობის სიგელები და მოიპოვებენ ტიტულს:

            "სიტყვის თავისუფლების ელჩი"!

            რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

            აზრის თავისუფალი გამოხატვა ჩვენი სკოლის მთავარ ღირებულებად იქცევა

            არაფორმალური განათლებით მივიღებთ ცოდნას, რომელსაც გაკვეთილზე ვერ ისწავლი

            ვმუშაობთ ლიდერობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე

            ვქმნით მეგობრულ, უსაფრთხო და ინკლუზიურ სასკოლო გარემოს

            მშობლებო ,მასწავლებლები და მოსწავლეებო ეს კედელი თქვენია!

            თქვით ის, რაც აქამდე არ თქვით!

            ერთად ვქმნით სკოლას, სადაც თქვენი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია!

        • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"
          • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"

            22/07/2025

            საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს "ნახატები ბიბლიურ თემებზე", XI და VI კლასის მოსწავლეებს: ნინო ალუღიშვილსა და მარიამ თეთვაძეს, შეუერთდნენ III და I კლასის მოსწავლეები: თეკლა შეითნიშვილი, მარიამ ბაიდოშვილი, მელანია ლობჯანიძე და ნატალია სესიტაშვილი.

            I ტურის დავალების შესრულების შემდეგ, 19 მაისს სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა "ხატვის დღე". მოსწავლეებს წაუკითხეს ამონარიდი ძველი და ახალი აღთქმიდან. კონკურსანტებმა დახატეს მათთვის სასურველი ეპიზოდი.

            ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!

            პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი.

        • ჭადრაკის ტურნირი
          • ჭადრაკის ტურნირი

            22/07/2025

            ჭადრაკის ტურნირში მიღწეული წარმატებისათვის, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სალომე კვიწინაშვილს და მათე მარტყოფლიშვილს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. გილოცავთ ბავშვებო, მადლობა მათ პედაგოგს გიორგი კიკილაშვილს, რომელიც დაუღალავად და დიდი სიყვარულით შრომობს მათი წარმატებისთვის