სიახლეები

        • "მოვიაროთ საქართველოს კუთხეები"
          • "მოვიაროთ საქართველოს კუთხეები"

            04/10/2023

            ფარგლებში ერთ დღიანი ტურებიც აუცილებელია. მოვინახულეთ დაშბაშის კანიონი და ფარავნის ტბა. იწყება ახალი სასწავლო წელი და ჩვენც ვეზადებით, როგორც საქმიანი პროცესებით, ასევე ვიქმნით პოზიტიურ განწობას სასწავლო პროცესის დაწყებისთვის

        • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
          • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

            04/10/2023

            ჩვენი სკოლის ექვსივე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ყველა მოსწავლე ჩაირიცხა სასურველ ფაკულტეტზე.ორმა მოსწავლემ მოიპოვა 50%-იანი გრანტი, ორი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე. ორი კი სასურველ ფაკულტეტზე. თქვენ ყველაზე ნიჭიერი, ღირსეული, მართლმადიდებლური ღირებულებებით აღზრდილი მოსწავლეები ხართ! თქვენ შეძელით და მიაღწიეთ დასახულ მიზანს! გვეამაყებით! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე! არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია!

        • სასწავლო წლისთვის მზადება
          • სასწავლო წლისთვის მზადება

            04/10/2023

            ასე აქტიურად მუშაობენ ჩემი პედაგოგები ზამკვლევის კიდევ ერთხელ განხილვა და სასკოლო დებულებაზე მუშაობა. ასევე საწრეო და საკლუბო დოკუმენტაციის განხილვა.

        • ჭადრაკის ტურნირი
          • ჭადრაკის ტურნირი

            28/07/2023

            ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ სალომე კვიწინაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ჭადრაკის ტურნირში, რომელიც გაიმართა ქალაქ სიღნაღში და მოიპოვა მე-3 ადგილი. ვულოცავთ სალომეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას

        • მათემატიკურ კონკურსი
          • მათემატიკურ კონკურსი

            28/07/2023

            ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ მარიამ ყაჭაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტვ სკოლისა და 1tv.ge პირველი არხის მიერ ორგანიზებულ მათემატიკურ კონკურსში, გაიარა 5 ტური და ფინალში დაიმსახურა სერტიფიკატი. დაჯილდოება ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). გილოცავთ, მარიამ! ვამაყობთ შენით!

        • ოლიმპიადა
          • ოლიმპიადა

            28/07/2023

            საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და ისტ - ის კათედრის მიერ ჩატარდა შიდა ოლიმპიადა. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავების, სწავლის მოტივაციის ამაღლების, საკუთარი ცოდნის შემოწმების / გამოყენების და კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად. შიდა ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად, დავალებები შეიცავდა მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ამოცანებს. მონაწილეობა მიიღეს 8,9,10 და 11 კლასის მოსწავლეებმა. პირველი ადგილი ერგოთ გიორგი ალუღიშვილს და ნინო ნატროშვილს. მეორე ადგილი - ქეთევან ყაჭაშვილმა და ელენე სესიტაშვილმა დაიკავეს, მესამე ადგილი - ანი ყაზარაშვილმა. ვულოცავთ ამ წარმატებას და მეტ წინსვლას ვუსურვებთ.

        • მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება
          • მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება

            28/07/2023

            2023 წლის 8 ივნისს ჩატარდა მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება. პირველ რიგში მოსწავლეებმა გაიხსენეს მეუფე დიმიტრი, რომელმაც მათ გულებში დიდი სიყვარული დატოვა. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და სახალისო. ასევე წარმოგვიდგინეს პატრიოტული მოტივის სცენარი "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი". ბავშვებმა გულთბილად მიმართეს პირველ მასწავლებელს ნანა ზურაშვილს -" ჯადოქარო და ფერიავ, ცოდნის ტაძრის განძთა მეუფევ". ნანა მასწავლებელმა კი ძვირფას აღსაზრდელებს ცხოვრების 4 წლიანი საჩუქრები და უხინჯოდ გამოთლილი ჩუქურთმები უწოდა.

        • "მხიარული სტარტები"
          • "მხიარული სტარტები"

            28/07/2023

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი "მხიარული სტარტები". სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და დაიკავეს პირველი ადგილი.პედაგოგი თეა უჩავა

        • ჩვენი კოლექტივი
          • ჩვენი კოლექტივი

            27/07/2023

            ჩვენი საუკეთესო კოლექტივის, კიდევ ერთი ლამაზი საღამო. მივუძღვენით ჩვენს კურსდამთავრებულებსგვიყვარხართ ბავშვებო

        • ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები
          • ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები

            27/07/2023

            თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის დააჯილდოვა.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატს ერთი ოქროს, ხოლო ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

            სკოლის სახელით ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს.

            კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ სკოლა, სადაც აღიზარდეთ.

            თქვენ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები ხართ! გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით!

        • პირველი გამოშვება
          • პირველი გამოშვება

            27/07/2023

            ჩვენო ნიჭიერო, თბილო, სიყვარულისა და სიკეთის ნიჭით დაჯილდოებულო კურსდამთავრებულებო!

            გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

            თქვენ ჩვენი სკოლის პირველი გამოშვება ხართ და თქვენით კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშლება სკოლის ისტორიაში

            გისურვებთ უამრავ წარმატებას და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თქვენ იქნები სამშობლოსა და ეკლესიის ერთგული ადამიანები. მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან ქვეყნის განვითარებაში.

            გვიყვარხართ და გვეიმედებით

        • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
          • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

            27/07/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდ გორგასალის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული უფროს ასაკობრივი ჯგუფის მეორე ტურში,
            ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და გადავიდნენ ნახევარფინალში.