მე-5 კლასის ექსკურსია. წინანდალი, ერეკლე მეფის სასახლე და შუამთა
სიახლეები
ექსკურსია
27/07/202318
ჩვენი კოლექტივი
27/07/2023ჩვენი საუკეთესო კოლექტივის, კიდევ ერთი ლამაზი საღამო. მივუძღვენით ჩვენს კურსდამთავრებულებსგვიყვარხართ ბავშვებო
32
ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები
27/07/2023თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის დააჯილდოვა.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატს ერთი ოქროს, ხოლო ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.
სკოლის სახელით ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულებს.
კიდევ მრავალჯერ გესახელებინოთ სკოლა, სადაც აღიზარდეთ.
თქვენ ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები ხართ! გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით!
9
პირველი გამოშვება
27/07/2023ჩვენო ნიჭიერო, თბილო, სიყვარულისა და სიკეთის ნიჭით დაჯილდოებულო კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
თქვენ ჩვენი სკოლის პირველი გამოშვება ხართ და თქვენით კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშლება სკოლის ისტორიაში
გისურვებთ უამრავ წარმატებას და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თქვენ იქნები სამშობლოსა და ეკლესიის ერთგული ადამიანები. მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან ქვეყნის განვითარებაში.
გვიყვარხართ და გვეიმედებით
27
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
27/07/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდ გორგასალის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული უფროს ასაკობრივი ჯგუფის მეორე ტურში,
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და გადავიდნენ ნახევარფინალში.
"ნახატები ბიბლიურ თემებზე"
27/07/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ ინტერნატის მოსწავლეები: ნინო ალუღიშვილი, ნინო ნატროშვილი, მარიამ კვესაძე, ელენე გიგაური, ქეთევან ყაჭაშვილი, მარიამ ზუბიაშვილი, მარიამ ყაჭაშვილი, ნინო ზურიკაშვილი, თათული ნადირაშვილი, ლიზი ყანჩაშვილი, თამარ პოპიაშვილი მონაწილეობას იღებენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ "ნახატები ბიბლიურ თემებზე". 3 მაისს სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მოეწყო კონკურსის IIტური- "ხატვის დღე". პროექტის კორდინატორმა კონკურსანტებს წაუკითხა ამონარიდი წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვით მონაწილეებმა შეასრულეს ნახატი. მოსწავლეებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება III ეტაპზე გადასასვლელად. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას.მადლობა ქეთევან მასწავლებელს დაუღალავი შრომისათავის.
12
დედამიწის დღე
27/07/202322 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, რომლითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის დაცვას და მის გაფრთხილებას.
15
დედაენის დღე
27/07/2023დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მე-4 კლასი. მადლობა ნანა მასწავლებელს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს. მიყვარხართ ბავშვებო
3
რაგბის ფესტივალი
19/05/2023სასკოლო რაგბის ფესტივალი 2023. მადლობა ბავშვებო თქვენ, აქტიური მონაწილეობისათვის. ასევე დიდი მადლობა მასწავლებლებს თეა უჩავასა და იოსებ შიოლაშვილს და მშობლებს გვერდში დგომისათვის
22
სააღდგომო ღონისძიება
28/04/2023მართლაც ძალიან ლამაზი სააღდგომო ღონისძიება იყო. მადლობა მადონა მასწავლებელს და მის საყვარელ მოსწავლეებს.
11
დედაენის დღე
27/04/2023დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მადლობა ეკა მასწავლებელს და ჩვენს საყვარელ ბავშვებს
18
მილოცვა
27/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს თეონა ღონღაძეს მიენიჭა მენტორის სტატუსი. ვულოცავთ თეონას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მისი პედაგოგიური ღვაწლი ყოფილიყოს მუდამ დაფასებული წარმატება დიდი შრომის შედეგია და ჩვენ ვამაყობთ შენით
საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი
27/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის პირველი ტურში.
შეჯიბრი აფორიზმების ცოდნაში
11/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე კლასში, შევისწავლეთ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გავმართეთ ყოველწლიური შეჯიბრი აფორიზმების ცოდნაში!
გაიმარჯვა ლუკა ყაჭაშვილმა და გადავეცი საჩუქრად წიგნი!
ვულოცავ გამარჯვებულს და მადლობას ვუხდი მონაწილეებს!
პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი
4
9 აპრილი
11/04/2023ჩვენ გვახსოსვს 9 აპრილი!
მადლობა თავისუფლებისთვის!
9
"აჰა" მომენტის პრეზენტაცია
11/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის საკონფერენციო დარბაზში, დღეს ჩატარდა პიროვნული განვითარების დღიურის-"აჰა" მომენტის პრეზენტაცია.ავტორს-სოფიო შანშაშვილს, მოწვეული ჰყავდა სტუმრები: ეთერ მაზანაშვილი(ფსიქოლოგი,PCC ქოუჩი) და ნინო ეფხოშვილი(ქოუჩი, ტრენერი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, წარმატების სკოლის დამფუძნებელი და ამერიკის N1 წარმატების ქოუჩის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში), რომლებმაც გვაჩუქეს ძალიან საინტერესო ტრენინგები.
3
ჩვენი ჩემპიონი ბიჭი
11/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლუკა თეთვაძემ, იასპარეზა კიკბოქსინგში, დაამარცხა მეტოქე და მოიპოვა პირველი ადგილი.
ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".
11/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდ გორგასალის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული უფროსასაკობრივი ჯგუფის რეგიონულ ტურში,
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".
ძველი და ახალი აღთქმის კითხვების მიხედვით ჩვენმა ჯგუფმა მოიპოვა პირველი ადგილი, 26 ქულა და პლუს ერთი ქულით გადავიდა მეორე ტურში.
მონაწილეები: გიორგი ალუღიშვილი, მარიამ იაკობიშვილი, თებრონია ლომსაძე ლალიანა უთრუთაშვილი.
გუნდის კაპიტანი: ლალიანა უთრუთაშვილი.
მონაწილეებს გალობითა და ხალხური სიმღერით ამხნევებდა ჩვენი სკოლის მგალობელთა გუნდი.
გუნდის წევრები: იოვანე შიუკაშვილი, თომა ლომსაძე, დარეჯან ნასრაშვილი და ნინო ალუღიშვილი.
2
,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”
11/04/20232023 წლის 3 აპრილს გაიმართა კახეთის რეგიონალური ტური ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სხვადასხვა სკოლები.
ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდმა "გორგასალი" წარმატებით ისპარეზა, დაიკავა პირველი ადგილი და შედეგ ტურში გადავიდა +1 ქულით.
გუნდის კაპიტანი:
ქეთევან ყაჭაშვილი
გუნდის წევრები:
მარიამ კვესაძე
ელენე გიგაური
ელენე სესიტაშვილი
პედაგოგი:ნელი აფციაური
სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობლები და სიმღერები.
გამოფენა
11/04/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ინტერნატში მოეწყო ნინო ბეგაშვილის, ნინო ნატროშვილის, მარიამ და ქეთევან კვესაძეების, ანდრია ზუბიაშვილის მიერ შესრულებული ზღაპრის ილუსტრაციების გამოფენა. მადლობა ჩვენს შემოქმედ მოსწავლეებს მრავალფეროვანი, საინტერესო ნამუშევრებისთვის და პედაგოგს ქეთევან საბიშვილს აქტიური და ნაყოფიერი შრომისათვის
8
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2026
- სექტემბერი 2026
- ივლისი 2026
- ივნისი 2026
- მაისი 2026
- დეკემბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- ყველა