სიახლეები

        • ასაქველმოქმედო ღონისძიება
          • ასაქველმოქმედო ღონისძიება

            11/08/2022

            14 ივნისს, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატში, გაიმართა მეუფე დიმიტრის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება.

        • პრეზენტაცია
          • პრეზენტაცია

            11/08/2022

            მერვე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილ ნაწარმოებებსა და წაკითხულ ტექსტებზე დაყრდნობით მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, თუ როგორ აისახა კონფლიქტი, კიბერბულინგი, გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები ლიტერატურაში. მოსწავლეების მიერ დაგეგმილ დონისძიებას შემოუერთდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები და გაიმართა საერთო მსჯელობა, დისკუსია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. მოსწავლეებმა აქტუალური თემები დაუკავშირეს საკუთარ ცხოვრებისულ გამოცდილებას. პედაგოგი თეონა ღონღაძე

        • გამოსაშვები საღამო
          • გამოსაშვები საღამო

            05/06/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი. მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო. გილოცავთ ბავშვებო!!! მადლობა მშობლებს, სკოლის დირექტორს, პედაგოგებს გვერდში დგომისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის. მადლობა ბავშვებს, ჟენია მასწავლებელს და მშობლებს ასეთი ლამაზი დღისთვის. მართლაც რომ საუკეთესოები ხართ

        • პრე-სკოლის ღონისძიება
          • პრე-სკოლის ღონისძიება

            05/06/2022

            ჩვენი სკოლის ყველაზე პატარა და საოცრად მოსიყვარულე და თბილი ბავშვები. პრე-სკოლის ლამაზი ღონისძიება, ზუსტად ისეთი გულს რომ გაგითბობს. უღრმესი მადლობა მზია მასწავლებელს, რომელმაც დაუღალავად იშრომა. მადლობა მშობლებს რომ ასე დაუდგნენ გვერდით მზია მასწავლებელს.

        • ეკოლოგები
          • ეკოლოგები

            18/05/2022

            ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" წევრები დედოფლისწყაროს კაფე–რესტორან ,,მალონეში". მადლობა თათია ბენაშვილს, რომ მოგვცა საშუალება გავცნობოდით კეფე–რესტორნის შიდა სამზარეულოს და მცირე წვლილი შეგვეტანა მისი მუშაობის პროცესში.

        • ,,ეკოლოგები''
          • ,,ეკოლოგები''

            14/05/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" ინიციატივით, კლუბის წევრები, სკოლის დირექციის ხელშეწყობით, იმყოფებოდნენ ნიკო ფიროსმანის სახლ მუზეუმში. დაასუფთავეს იქვე ეზოში წყლის ტერიტორია, სადაც ხე იყო წაქცე.

        • დაჯილდოება
          • დაჯილდოება

            10/05/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები (იაკობიშვილი ანასტასია, იაკობიშვილი მარიამი, ნასრაშვილი დარეჯანი, უთრუთაშვილი ლალი, ტოკლიკიშვილი ლიკა და შეითნიშვილი ნინო) და პედაგოგი მარი ჩალახეშაშვილი , დაესწრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს „გახდი იურისტი“, ხოლო, 5 მაისს, ამავე უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის და არა მხოლოდ, პროექტის „გახდი იურისტი (სერია 2)“ დაჯილდოება გაიმართა.

            ჩვენს მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან შესაბამისი სერტიფიკატები, 1000 ლარიანი ციფრული ტექნოლოგიების ვაუჩერი და 5000 ლარიანი CIU CARD გადაეცათ.

        • დედამიწის დღე
          • დედამიწის დღე

            10/05/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკოკლუბ ,,ეკოლიგებმა"ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს დედამიწის დღე რომელიც ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება.(სააღდგომო არდადეგების გამო მოგვიწია ადრე ჩატარება)

        • დედაენის დღე
          • დედაენის დღე

            10/05/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა- ინტერნატის V- VI- VII კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს ღონისძიება - ,, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა ! " დიდი მადლობა ბავშვებს აქტიური მონაწილეობისთვის.

        • კონკურსში გამარჯვებული
          • კონკურსში გამარჯვებული

            16/04/2022

            განათლების სამინისტროს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში თემაზე: „შეცვალე ჟანრი_შექმენი კომიქსი“, ანუ გრაფიკული წიგნი, დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატმა გაიმარჯვა. ჟიურიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ დააჯილდოვა გამარჯვებულები. სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მაშტაბით მოხვდნენ შერჩეული კონკურსანტების სიაში და დაიკავეს ,,ჟიურის რჩეულის’’ მესამე საპრიზო ადგილი. სამინისტროს წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს მთავარი ჯილდო 250 ლარიანი ვაუჩერი წიგნების შესაძენად და კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები. კახეთის რეგიონიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს სკოლაა გამარჯვებულთა სიაში.
            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის დირექციამ ფასიანი საჩუქრები გადასცა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს და პედაგოგს.

        • სახელმწიფო ენის დღე
          • სახელმწიფო ენის დღე

            16/04/2022

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში თემაზე:შეცვალე ჟანრი_შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მე_8კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ კონკურსში მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსი ,,ბაში აჩუკი" . 14 აპრილს ჟიურიმ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ დააჯილდოვა გამარჯვებული კონკურსანტები . ჩვენი სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მაშტაბით მოხვდნენ შერჩეული კონკურსანტების სიაში და დაიკავეს ,,ჟიურის რჩეულის’’ მესამე საპრიზო ადგილი. სამინისტროს წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს მთავარი ჯილდო 250 ლარიანი ვაუჩერი წიგნების შესაძენად და კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები. აღსანიშნავია,რომ კახეთის რეგიონიდან მხოლოდ ჩვენი სკოლა იყო გამარჯვებულთა სიაში.

            მადლობას ვუხდით სკოლის სახელით მე- 8 კლასის მოსწავლეებს და ლინა მასწავლებელს.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            11/04/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის IX კლასის მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობის სტილში შესრულებული ნახატების საკლასო გამოფენა.პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი

        • 1989 წლის 9 აპრილი - 33 წელი ტრაგედიიდან
          • 1989 წლის 9 აპრილი - 33 წელი ტრაგედიიდან

            11/04/2022

            აღნიშნული თარიღი, უზომოდ დიდი მოვლენაა ქართველი ხალხისა და ზოგადად, ქვეყნისათვის. ეს დღე, დროსთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი არ იცვლება, არ წყვეტს თავის პოლიტიკას !

            ქ.დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატის დირექციამ, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს, ყვავილებით შეამკეს მათი მემორიალი

            ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი!

            ეს დღე ჩვენს კალენდარში უმნიშვნელოვანეს თარიღად არის ჩაწერილი!

            დიდება 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს!

            მადლობა თავისუფლებისთვის!

        • პრეზენტაცია ულამაზეს მწერზე-,,პეპელა"
          • პრეზენტაცია ულამაზეს მწერზე-,,პეპელა"

            11/04/2022

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" წევრებმა დღეს მეოთხე კლასის მოსწავლეებს მოუწყეს ულამაზესი შეხვედრა ბუნებაში. სადაც წარმოადგინეს პრეზენტაცია მწერზე-,,პეპელა".ისაუბრეს პეპლის განვითარების სტადიებზე.ასევე მის როლზე ეკოლოგიაში.პეპლები არიან დამამტვერიანებელი ულამაზესი მწერები.

        • შეხვედრა კოვიდლაბორანტთან
          • შეხვედრა კოვიდლაბორანტთან

            06/04/2022

            ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პროეტქში 2022. ისინი სხვა და სხვა აქტივობებს ახორციელებენ . დღეს მოიწვიეს სკოლაში კოვიდლაბორანტი ხათუნა ჯანიაშვილი. შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დღეისთვის გავრცელებული ვირუსების შესახებ . ქალბატონმა ხათუნამ ესაუბრა მათ ომიკრინის შესახებ , რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე სხვა ვირუსები.მიუხედავად რეგულაციების ნელ ნელა მოხსნისა , მან მაინც მოუწოდა მოსწავლეებს სიფრთხილისკენ . ატარონ პირბადე დახურულ სივრცეში, დაიცვან დისტანცია.

            ეკოკლუბის წევრები მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნას მობრძანებისთვის .

        • მხატვრული რეწვის ევროპული კვირეული საქართველოში!
          • მხატვრული რეწვის ევროპული კვირეული საქართველოში!

            06/04/2022

            30 მარტი, 2022
            ფარდაგისა და აქსესუარების დამზადების მასტერკლასი სახელოსნო "ფესვებში"

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგები"ხელმძღვანელი ევგენია ხუციშვილი და ამავე სკოლის პედაგოგი ნინო ლოლაშვილი ესტუმრნენ ტრადიციული ქართული ფარდაგების აღდგენის სახელოსნოს ,,ფესვებს" , სადაც მასპინძლობა გაუწიათ ქალბატონმა ნინო ბახუტაშვილმა . მან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს.უღრმესი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის მას და მის გუნდს. წარმატებები საქმიანობაში.

            დედოფლისწყაროში საუკუნეების განმავლობაში იყო განვითარებული მეცხვარეობა და მატყლი სადაც არის იქ არის განვითარებული მეხალიჩეობა , მეფარდაგეობა მათ შორის ქიზიყში ,თუშეთში და სხვა. დედოფლისწყარო იყო მდიდარი რეგიონი თავისი შემოქმედებით . მე-20 საუკუნის 40 -იან წლებამდე მეფარდაგეობა შიდა მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგი იყო. შემდეგ ნელ ნელა დაიკარგა. 2006 წლიდან კვლავ დაიწყეს ამ მემკვიდრეობის აღდგენა. რისთვისაც სახელოსნოს წევრებს მოუწიათ ძალიან ბევრი შრომა .მათ აღადგინეს ბუნებრივი საღებავებით ძაფების ღებვა.პირველ რიგში შეისწავლეს ბიომრავალფეროვნება , იმისთვის რომ ბუნებისთვის არ მიეყენებინათ ზიანი. საღებავ მასალად იყენებენ : კაკლის წენგოს, ენდროს,ღუმელიდან იყენებენ ჭვარტლს, ასევე ხახვის ფოჩს და სხვა .

            მოსწავლეებმა ძალიან ბევრი რამ გაიგეს და ემოციებს ვერ მალავდნენ. ყველაზე მეტად სახალისო და საინტერესო იყო მათთვის ქსოვის მასტერკლასი .

        • კვირეული - ,,დედამიწის საათი"
          • კვირეული - ,,დედამიწის საათი"

            06/04/2022

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგებმა" მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზოს საყვავილეები და გადარგეს ყვავილები, რომლის შეძენისთვის დიდ მადლობას უხდიან სკოლის დირექციას.

            კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური პრობლემების გაცნობას.

            ,,დედამიწის საათის"კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ეკოლოგიურ პრობლემებს, დარგეეს ყვავილები, გაასუფთავეს საყვავილეები , მოაწყეს გამოფენა.