დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემოდგომა-ზამთრის მუნიციპალური ჩემპიონატში - რა? სად? როდის? წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს მესამე ადგილი. მათ გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
სიახლეები
ჩემპიონატი - რა? სად? როდის?
11/01/20241
გილოცავთ ახალ 2024 წელს
11/01/2024ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მოსწავლეები გილოცავთ ახალ 2024 წელს
უჯმას გმირები ესტუმრენ ბავშვებს
11/01/2024უჯმას გმირები სტუმრად მე-4 კლასის მოსწავლეებთან. დიდი მადლობა მშობლებს ასეთი ლამაზი დღე, რომ აჩუქეს ბავშვებს. ბავშვებთან ერთად მშობლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თამაშებში.
43
გილოცავთ
11/01/2024ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მეშვიდე კლასი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
მეექვსე კლასის მოსწავლეების კარნავალი
11/01/2024ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი. მეექვსე კლასის მოსწავლეების კარნავალი. გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! გისურვებთ ულევ სიხარულს სიკეთეს და წარმატებებს . მშვიდობის, კეთლდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!
ასევე დიდი მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვის. უსაყვარლესები ხართ. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.30
წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი
11/01/2024ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი დედოფლისწყაროს სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის კვლევის შესახებ.
გილოცავთ დამდეგ 2024 წელს
11/01/2024შთამბეჭდავი და განსხვავებული საახალწლო ღონისძიება ჰქონდათ ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-8 კლასის მოსწავლეებს - წინასაახალწლო ექსკურსია. ,,გალერია-თბილისში" მათ ნახეს ფილმი ,,ვონკა". შემდეგ გაისეირნეს რუსთაველის პროსპექტზე და ნახეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ორბელიანის მოედანზე დაათვალიერეს საოცრად ლამაზი ,,საახალწლო სოფელი" და ზღაპრულად განათებული მშრალი ხიდი. უყურეს თვალისმომჭრელ შოუს ყინულის მოედანზე
16
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
11/01/2024მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენისკოლის მოსწავლეები ისევ ჩაერთვნენ საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". უმცროს ჯგუფში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია ერთი- მერვე კლასელთა გუნდი.უფროს ჯგუფში კი სამი გუნდი- მეთორმეტე, მეცხრე და მეათე- მეთერთმეტე კლასელების. სწორედ ეს სამი გუნდი შეხვდა ერთმანეთს სასკოლო ტურში, რომელიც გასულ კვირას გაიმართა. ორ მათგანს გასული წლის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა ახალბედა მეათე კლასელებმაც კარგად გაართვეს თავი თამაშს. განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ძველი აღთქმის ტურები. ქულები ასე განაწილდა: "გორგასლიანი" ( XII კლ) 29 ქ. " ადონაი- ნისი" (IXკლ) - 26 ქ. " ხორნაბუჯი" ( X-XIკლ)-14ქ. სამივე გუნდის შედეგი საკმარისი იქნებოდა სარაიონო და ზონალურ ტურში შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მაგრამ სამწუხაროდ, თამაშის წესდების მიხედვით, სასკოლო ტურიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადადის სარაიონო ტურში.
გამარჯვებას ვულოცავთ მეთორმეტე კლასელთა გუნდს და ვუსურვებთ წარმატებებს.
10
,,დედამიწა ჩვენი სახლია,,
11/01/2024ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი
დაწყებითი კათედრა
პროექტი ,, დედამიწა ჩვენი სახლია"
პროექტის ხელმძღვანელები: თამარ გიგოლაშვილი, ნინო ლოლაშვილი, ევგენია ხუციშვილი.
პროექტის განხილვა.
13
Key Consulting
11/01/2024ქი ქონსალთინგის ორგანიზებით დაიწყო ახალი, მასშტაბური პროექტი: “სკოლების დამეგობრების პროგრამა”,
პროექტის ფარგლებში ქი ქონსალთინგის ოფისში მონაწილეებთან პირველი ეტაპის სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
პროექტი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროეტში აქტიურად ჩაერთნენ ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის პედაგოგები.
1
შემოდგომის გაცილება
11/01/2024,,შემოდგომის ზეიმში “ სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თემატური მხატვრული ნომრები.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
,,საქართველოს ყველა კუთხეს გამორჩეული ხიბლი აქვს. ისინი ამას პატარა ასაკში აცნობიერებენ ,რაც გულწრფელად მახარებს. ბედნიერი ვარ, როცა მათ ვუყურებ. ეს სწორედ ის თაობაა, რომელიც ერთიან საქართველოში იცხოვრებს. ეს კი ხელისუფლების სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აუცილებლად მოხდება“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.85
,,დედოფლისწყაროს რაიონის კულტურული მემკვიდრეობა,,
06/11/2023ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,დედოფლისწყაროს რაიონის კულტურული მემკვიდრეობა,, ისინი იყვნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,სადაც ქალბატონმა ლალი ბასილაშვილმა მათ გააცნო ,ძალიან საინტერესო საარქივო მასალა, სერაფიმ საროველის ტაძრის ისტორიის შესახებ. ასვე დავათვალიერეთ გამოფენა. მადლობას უხდით მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის.
პედაგოგი: ნინო ლოლაშვილი
6
,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა"
06/11/2023ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი. მეხუთე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო პროექტში.მათ მოიძიეს ინფორმაციები ელიის და თამარის ციხის შესახებ. პრეზენტაციას დაესწრნენ პრე კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა გააკეთეს ელიის და თამარის ციხის მაკეტები.
ასე გაგვილამაზეს პრეზენტაცია ,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა"მეხუთე კლასის მოსწავლე იოანე არაბულმა და პრე კლასის მოსწავლეებმა მზია მასწავლებელთან ერთად.
პედაგოგი: ევგენია ხუციშვილი.
11
მე-12 კლასი
06/11/2023კიდევ ერთი ფურცელი, მე-12 კლასის დღიურიდან
ღონისძიება
06/11/2023დილას დაწყებული სიურპრიზით არ დამთავრებულა მოსწავლეების მიერ სიყვარულის და მადლიერების გამოხატვა. სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინციატივით საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება და მოგვილოცეს მასწავლებლის ეროვნული დღე. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც, რომ იგრძნობოდა როგორი შრომა და მაქსიმალური პასუხისმგებლობა ქონდათ ბავშვებს ჩადებული თითოეული ნომრის მომზადებაში..მადლობას გიხდით ყველა მასწავლებელი. დღეს თქვენ ჩვენ გვაგრძნობინეთ, რომ ჩვენი შრომა ნამდვილად დაფასებულია. ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს
18
ტრენინგი
06/11/2023მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულია აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბ. ბაღების 42 აღმზრდელი, 6 აღმზრდელის თანაშემწე, 1 მეთოდისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილემ გაიარეს ზემოაღნიშნული ტრენინგის სრული მოდული. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერთა ჯგუფი ორგანიზაცია ,,მწვანე ალუბლიდან”.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატი და მის დირექტორს, ქალბატონ თეა სხირტლაძეს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რათა აღნიშნულ ტრენინგთა სესია განხორციელებულიყო მშვიდ და შესაბამის გარემოში.
ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღეს!
გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
1
ექპერიმენტი
06/11/2023ამ საოცარმა ბავშვებმა დღეს მასწავლებლის როლი მოირგეს და მართლაც, რომ საუცხოო გაკვეთილები ჩაატარეს.
21
მასწავლებლის ეროვნული დღე
06/11/2023ძვირფასო მასწავლებლო! სკოლის დირექციის სახელით გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. გისურვებთ უამრავ წარმატებას. თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც თავდაუზოგავად ზრუნავთ მომავალი თაობის აღზრდაში. გვეამაყება, რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრები.
აი ასე ლამაზად და სიყვარულით მოგვილოცეს დაწყებითი კლასის მოსწავეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მასწავლებლის ეროვნული დღეეს გულწრფელი სიყვარული და ღიმილი ყველაზე დიდი ჯილდოა თითოეული მასწავლებლისთვის44
პირველი კლასის მოსწავლეები
06/11/2023პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანურ ლაბირინთში შებრძანებამდე იებით მოფენილ საკლასო ოთახში წარმოგვიდგინეს ლამაზი ზღაპარი ლამაზ ასო–ბგერებზე, სულ კალმით ნახატებზე ,რომლებიც მთელი დღე შრომობდნენ,სულ წერდნენ და წერდნენ.როცა ასობგერები დამეგობრდებოდნენ ,ჩნდებოდნენ წინადადებები,როცა წინადადებებიც დამეგობრდებოდნენ,ჩნდებოდნენ ამბები,ლექსები და მოთხრობები.
პატარებმა გააცოცხლეს თანხმოვნები. ტყის სიგრილეში ლურჯთვალა იასთან დამეგობრებულებმა მზის სხივებზე მოიკალათეს...აქტიური და ხალისიანი დღესასწაული დასრულდა დამრიგებლის მიერ გულთბილი მისალოცი ბარათების გადაცემით, რომლის ერთი გვერდი ეთმობოდა მოსწავლის პირველი ხელნაწერისთვის იით გაფორმებულ სურათს.
16
,,კინგსის"
06/11/2023ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, გაბრიელ სარდალაშვილმა მონაწილეობა მიიღო ,,კინგსის" ოლიმპიადაში და მოიპოვა პირველი ადგილი. ვულოცავთ გაბრიელს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას!
სიახლეების არქივი