სიახლეები

        • მუსიკის კვირეული
          • მუსიკის კვირეული

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.

            ,,მუსიკა და ბავშვები"

            მეოთხე კლასი

            ვენის კლასიკოსები.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გააკეთეს კედლის გაზეთები, დახატეს კომპოზიტორების პორტრეტები და მოისმინეს მოცარტის, ბეთჰოვენის, ჰაიდნის მუსიკალური ნაწარმოებები.

        • "მთელი მსოფლიო ერთ თაროზე"
          • "მთელი მსოფლიო ერთ თაროზე"

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე–4 კლასელებისათვის ჩატარდა ღონისძიება"მთელი მსოფლიო ერთ თაროზე".გეგმის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ისრაელის ქვეყანას. ღონისძიება ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დედა სერაფიმა

        • სპორტი
          • სპორტი

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ჯინაშვილი, მონაწილეობდა საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატზე დედოფლისწყაროს გუნდში "Eastside".
            ახლახან დასრულდა პირველი ეტაპი და აღნიშნული ჯგუფი, უმაღლესი ქულებით გადავიდა მეორე ეტაპზე.
            ჩვენი მოსწავლე, ნიკოლოზ ჯინაშვილი, გუნდში ლიბეროს პოზიციაზე თამაშობს. მან ძალიან კარგად იასპარეზა პირველ ტურში და მაყურებელიც გააოცა.
            ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

        • წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე
          • წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

            11/04/2023

            22 მარტი _ მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე. წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია "წყალი" და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისთვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.

        • დაუნის სინდრომის დღე
          • დაუნის სინდრომის დღე

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.
            სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.
            ისინი ჩვენი მეგობრები არიან!
            მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
            მონაწილეობა მიიღეს მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა

        • სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".
          • სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მათ აღნიშნეს ,რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, სწორი კვება, ვარჯიში, აღნაგობა. ერთმანეთს გაუზიარეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი წესები.

        • ფოტოგამოფენა
          • ფოტოგამოფენა

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ ინტერნატის Vll, Vlll და IX კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგის, ქეთევან საბიაშვილის დახმარებით, სკოლის შესასვლელში გამოფინეს საკუთარი ფოტონამუშევრები.დიდი მადლობა ჩვენ საყვარელ ქეთევან მასწავლებელს და უნიჭიერეს ბავშვებს

        • პის დღე
          • პის დღე

            11/04/2023

            დღეს, 14 მარტს, მსოფლიო მათემატიკურ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღინიშნება პის დღე. ამ დღის აღსანიშნავად წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-10 კლასში ჩატარდა პროექტი-გაკვეთილი. მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს რიცხვი პის განვითარების ისტორია, ადრეული პერიოდიდან დღემდე. დასასრულს, მოისმინეს კომპოზიტორ დევიდ მაკდონალდის მიერ შექმნილი მუსიკა, თუ როგორ ჟღერს პი რიცხვში მძიმის შემდეგ 100 ციფრი.

        • დედის დღე
          • დედის დღე

            11/04/2023

            ა(ა)იპ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მეექვსე კლსის მოსწავლეებმა დედებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე. ღონისძიება ემოციებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა მშობლებს და მასწავლებლებს მათ მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. ყველას გილოცავთ დედის დღეს.

          • ''50 ლიდერი მოსწავლე''

            11/04/2023

            Key counsalting/ ქი ქონსალთინგის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის პროექტი: ''50 ლიდერი მოსწავლე''- კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ანამარია ფიროსმანიშვილმა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ანამარიას იმ ბედნიერი წუთებისათვის, რასაც ის გვანიჭებს თავისი წარმატებებით

        • გაზაფხული
          • გაზაფხული

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.მეხუთე კლასის ბიჭებმა, გოგონებს ლამაზი ყვავილებით მიულოცეს გაზაფხულის მობრძანება.

        • "ქართული ტრადიციები"
          • "ქართული ტრადიციები"

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა -ინტერნატის IV კლასის მოსწავლეებმა საგანში "მე და საზოგადოება" იმუშავეს პროექტზე: "ქართული ტრადიციები". პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.

        • სტუმრად ,,შირაქის" რედაქიაში
          • სტუმრად ,,შირაქის" რედაქიაში

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა– ინტერნატის მეათე კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ გაზეთ ,,შირაქის" რედაქიას,პროექტისთვის ,,ელია თეზბიტელის ტაძარი" მასალების მოსაძიებლად.

            ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი დაარქივებული მასალები დაათვალიერეს.გარდა ამისა რედაქციის პერსონალმა : ინგა შიოლაშვილმა ,ილია მარტყოფლიშვილმა ესაუბრეს მოსწავლეებს და აუხსნეს თუ როგორ ხდება ყოველკვირეული გაზეთის აწყობა, მასალების მოძიება ,ტექსტის რედაქტირება და გაზეთის გამოსაშვებად მომზადება.რაც ძალიან საინტერესო იყო.რამდენიმე მოსწავლე დაფიქრდა კიდეც სამომავლოდ ამ პროფესიის არჩევაზე.

            მადლობას ვუხდით რედაქციას საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომელიც პროექტის შევსებაში ნამდვილად დაგვეხმარება.

        • ღია პირველობა უშუში
          • ღია პირველობა უშუში

            23/02/2023

            გუშინ სტარტი აიღო თბილისის ღია პირველობამ უშუში, სადაც მონაწილეობას იღებდა დედოფლისწყაროს უშუს გუნდი, მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: იოანე ოგანესიანი და დავით ბუაძე.

            იოვანე ოგანესიანს წილად ხვდა მესამე ადგილი, ხოლო დავით ბუაძემ კი პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალში ვუსურვებთ წარმატებებს.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. სკოლა_ინტერნატის I კლასის მოსწავლეების მიერ ზამთრის თემაზე შესრულებული ნამუშევრების საკლასო გამოფენა. პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი.

        • ,,სასამართლო,,
          • ,,სასამართლო,,

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მერვე კლასში ჩავატარეთ ე.წ. სასამართლო პროცესი მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ გიორგი ლეონიძის მოთხობა ,,მარიტა".

            თითოეული მოსწავლის სურვილი იყო, სასამართლო პროცესზე განგვეხილა მარიტას საქმე, როგორც უდანაშაულო ადამიანისა, ხოლო გაგვესამართლებინა ბალბალუკა და ციციკორე.

            გაკვეთილი გამოვიდა ძალიან განსხვავებული, ინფორმაციული და საინტერესო!

            მადლობა მოსწავლეებს!

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი