სიახლეები

          • 06/11/2023

            პროექტის ფარგლებში მე_9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და ინგლისურ ენაზე გააკეთეს კედლის გაზეთები _ ,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა" .
            პედაგოგი მადონა ხუციშვილი.

          • 06/11/2023

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის ორი მოსწავლე აგვისტოში იმყოფებოდა თრუსოს ხეობის ბანაკში. ამ ბანაკის ორი ნაკადიდან გერმანია-შვეიცარიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის აარჩიეს თორმეტი ბავშვი, მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, გიორგი ალუღიშვილი. გერმანია-შვეიცაარიის გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავდა ქართული კულტურის წარდგენას ამ ქვეყნებში.

            გერმანიაში მათ უმასპიმძლა ერთ- ერთმა მონასტერმა, სადაც აღევლინა წირვა ქართულ ენაზე და მიეცათ მათ ქართულად გალობის შესაძლებლობაც, ამასთან, რა თქმა უნდა, გაეცნენ იქაური ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და კულტურას.

          • 04/10/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მეშვიდე კლასის მოსწავლე, თამაზ ალუღიშვილი ჩაირიცხა კომაროვის საშაბათო, STEM სკოლაში. სადაც მოიპოვა საქართველოს ბანკის სტიპენდია. რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლასა და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად დააფინანსებს საქართველოს ბანკი. ულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

          • 04/10/2023

            ფარგლებში ერთ დღიანი ტურებიც აუცილებელია. მოვინახულეთ დაშბაშის კანიონი და ფარავნის ტბა. იწყება ახალი სასწავლო წელი და ჩვენც ვეზადებით, როგორც საქმიანი პროცესებით, ასევე ვიქმნით პოზიტიურ განწობას სასწავლო პროცესის დაწყებისთვის

          • 04/10/2023

            ჩვენი სკოლის ექვსივე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ყველა მოსწავლე ჩაირიცხა სასურველ ფაკულტეტზე.ორმა მოსწავლემ მოიპოვა 50%-იანი გრანტი, ორი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე. ორი კი სასურველ ფაკულტეტზე. თქვენ ყველაზე ნიჭიერი, ღირსეული, მართლმადიდებლური ღირებულებებით აღზრდილი მოსწავლეები ხართ! თქვენ შეძელით და მიაღწიეთ დასახულ მიზანს! გვეამაყებით! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე! არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია!

          • 04/10/2023

            ასე აქტიურად მუშაობენ ჩემი პედაგოგები ზამკვლევის კიდევ ერთხელ განხილვა და სასკოლო დებულებაზე მუშაობა. ასევე საწრეო და საკლუბო დოკუმენტაციის განხილვა.

          • 28/07/2023

            ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ სალომე კვიწინაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ჭადრაკის ტურნირში, რომელიც გაიმართა ქალაქ სიღნაღში და მოიპოვა მე-3 ადგილი. ვულოცავთ სალომეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას

          • 28/07/2023

            ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ მარიამ ყაჭაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტვ სკოლისა და 1tv.ge პირველი არხის მიერ ორგანიზებულ მათემატიკურ კონკურსში, გაიარა 5 ტური და ფინალში დაიმსახურა სერტიფიკატი. დაჯილდოება ჩატარდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). გილოცავთ, მარიამ! ვამაყობთ შენით!

          • 28/07/2023

            საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და ისტ - ის კათედრის მიერ ჩატარდა შიდა ოლიმპიადა. მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავების, სწავლის მოტივაციის ამაღლების, საკუთარი ცოდნის შემოწმების / გამოყენების და კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად. შიდა ოლიმპიადა ჩატარდა ორ ტურად, დავალებები შეიცავდა მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ამოცანებს. მონაწილეობა მიიღეს 8,9,10 და 11 კლასის მოსწავლეებმა. პირველი ადგილი ერგოთ გიორგი ალუღიშვილს და ნინო ნატროშვილს. მეორე ადგილი - ქეთევან ყაჭაშვილმა და ელენე სესიტაშვილმა დაიკავეს, მესამე ადგილი - ანი ყაზარაშვილმა. ვულოცავთ ამ წარმატებას და მეტ წინსვლას ვუსურვებთ.

          • 28/07/2023

            2023 წლის 8 ივნისს ჩატარდა მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება. პირველ რიგში მოსწავლეებმა გაიხსენეს მეუფე დიმიტრი, რომელმაც მათ გულებში დიდი სიყვარული დატოვა. ღონისძიება იყო მრავალფეროვანი და სახალისო. ასევე წარმოგვიდგინეს პატრიოტული მოტივის სცენარი "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი". ბავშვებმა გულთბილად მიმართეს პირველ მასწავლებელს ნანა ზურაშვილს -" ჯადოქარო და ფერიავ, ცოდნის ტაძრის განძთა მეუფევ". ნანა მასწავლებელმა კი ძვირფას აღსაზრდელებს ცხოვრების 4 წლიანი საჩუქრები და უხინჯოდ გამოთლილი ჩუქურთმები უწოდა.

          • 28/07/2023

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი "მხიარული სტარტები". სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და დაიკავეს პირველი ადგილი.პედაგოგი თეა უჩავა