საინტერესო აქტივობა მათემატიკური უნარების განვითარებისთვის - ციფრები და რაოდენობა.
სიახლეები
პრე- სკოლა
06/04/20227
ჩემი თვალით დანახული დედამიწა
06/04/2022ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგებმა" აღნიშნეს დედამიწის საათი. მათ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაუკავშირეს ასევე პირველი , მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან საუბარი დედამიწის საათის შესახებ , ნახეს შემეცნებითი ფილმი ,, გამარჯობა დედამიწა" და დახატეს ნახატები თემაზე ,, ჩემი თვალით დანახული დედამიწა".ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
7
ვაშლოვანის ნაკრძალი
06/04/2022ეკოკლუბ ,,ეკოლოგები" მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და მათ დამრიგებელ ნინო ლოლაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ოფისში. სადაც მათ ქალბატონმა ნინო სეთურიძემ უმასპინძლათ. მოსწავლეები გაეცნენ ვაშლოვანის ულამაზეს ბუნებას, მცენარეებს, ცხოველებს, ფრინველებს. ისინი აქტიურად პასუხობდნენ ქალბატონი ნინოს მიერ დასმულ კითხვებს, რათქმაუნდა თვითონაც გაუჩნდათ კითხვები .ძალიან ემოციური იყო მოსწავლეებისთვის ცხოველების ხმების მოსმენა, ნახეს ქვეწარმავლების ფოტოები ,პეპლების კოლექცია და სხვა. ძნელია სიტყვით გადმოსცე ის ემოციები და ის სილამაზე რაც მათ ნახე. დაიგეგმა ვაშლოვანის ნაკრძალში ექსკურსია , რათა თავისი თვალით ნახონ ბუნების სილამაზე.
26
,,სოლიდარობა უკრაინას"
06/04/2022ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა- ინტერნატი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას, ,,სოლიდარობა უკრაინას". უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, სათამაშოები ბავშვებისთვის და ტანსაცმელი. ტვირთი გადაეცა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, საიდანაც გაიგზავნება უკრაინაში.
21
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა
06/04/20221993 წლიდან, გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ წყლის თვისებებზე, მის მნიშვნელობაზე, სისუფთავეზე. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა!
06/04/2022ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის ეკოკლუბ ,,ეკოლოგების" წევრებმა მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს ,,ქართული ჟურნალისტიკის დღე". მათ გააკეთეს პოსტერები, მისალოცი ბარათები და ეწვივნენ დედოფლისწყაროს ,,შირაქის" რედაქციას . მცირედი ყურადღება სასიხარულო იყო ადგილობრივი ჟურნალისტებისტვის . ქალბატონმა ინგა შიოლაშვილმა მოსწავლეებს შესთავაზა დახმარება ნებისმიერ დროს, თუ რომელიმე მათგანი ან მეგობარი დაინტერესდება ჟურნალისტიკის პროფესსით.
2
გილოცათ სასწავლო წლის დაწყებას
12/10/2021გილოცათ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენო პატარებო. დღეს პირველად შემოაღეთ სკოლის კარი. გისურვებთ უამრავ წარმატებას
მოსწავლეების სიურპრიზი
16/06/2021დედოფლისწყაროს ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე_2 და მე_5 კლასის მოსწავლეების სიურპრიზი.
ჩვენ მოვამზადეთ მცირე სამადლობელი ვიდეო, რომლითაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს -მეუფე დიმიტრის, აღმასრულებელ დირექტორს თეა სხირტლაძეს, პედკოლექტივს ,
მშობლებს გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის ამ მძიმე დღეებში.შეუდარებელია თქვენი შრომა ასეთ პირობებში.
ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ მართლა გამორჩეულები ბრძანდებით. ბედნიერები ვართ, რომ არსებობთ. თქვენ მოგვეცით ჩვენ ცოდნა, გამოცდილება, სიყვარული. იმედია ამ მცირე საჩუქრით გაგახარებთ.
ინტელექტუალური კონკურსი
13/06/2021ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატში მატემატიკის, ისტ-ისა და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის სამი ტური. სამივე ტურში წარმატება მოიპოვა IX კლასმა. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.
ბავშვთა დაცვის საეთაშორისო დღე
13/06/20211 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე, "საქართველოს ახალგაზრდული ხედვის" ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება - "ბავშვები ბავშვებისთვის" აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა. მათ მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. წარმოადგინეს ნახატები, საკუთარი ხელით გაკეთებული სამკაულები და სუვენირები. შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს.
4
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
28/05/202126 მაისს, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოაწავლეებმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.

მომხმარებლის ანგარიშები
08/04/2021ცხრილების და ჩანაცვლებების გარკვეული ნაწილისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ ანგარიშში შესვლა. თუ დაკარგეთ პაროლი, გთხოვთ გამოიყენოთ ლინკი "მე არ მაქვს მომხმარებლის სახელი ან პაროლი" და შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა. თუ პაროლი ჯერ არ მიგიღიათ, გთხოვთ დაელოდოთ. სკოლა მოგაწვდით მას, როდესაც ყველაფერი მზად იქნება სამუშაოდ.
ჩანაცვლებები
08/04/2021თქვენი ცხრილის ყოველდღიური ჩანაცვლებების ნახვა. სკოლას არ გამოუქვეყნებია ჩანაცვლებები ბოლო 30 დღის განმავლობაში.
ცხრილი
08/04/2021თქვენი ამჟამინდელი ცხრილის ნახვა ან დაბეჭდვა. უკანასკნელი ცხრილი გამოქვეყნდა: 08/09/2026
სიახლეების არქივი