სიახლეები

        • მსოფლიო ახალგაზრდობის  დღე
          • მსოფლიო ახალგაზრდობის დღე

            28/12/2022

            ახალგაზრდობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 10 ნოემბერს, მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი მარი ჩალახეშაშვილი).

        • ანგელოზის დღეს გილოცავთ მეუფეო
          • ანგელოზის დღეს გილოცავთ მეუფეო

            07/11/2022

            დღეს 8 ნოემბერია, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრის ანგელოზის ხსენების დღე.

            მეუფე დიმიტრი იყო ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი ეპარქიისთვის, სკოლისთვის და მთელი ერისთვის.

            რთულია გადმოსცე სიტყვებით იმ დიდ სიყვარულზე, რაც მეუფე დიმიტრიმ დატოვა ჩვენს გულებში.

            ჩვენი დამოკიდებულება, სიყვარული, ტკივილი, განუზომელია, რაც კარგად არის გამოხატული ჩანახატში, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მეუფის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა და სევდამ დააწერინა.

            ანგელოზის დღეს გილოცავთ მეუფეო. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს თქვენ გარეშე...

        • "გიგას თასი"
          • "გიგას თასი"

            06/11/2022

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატთან არსებული ფრენბურთის გუნდი "გორგასლიანი" მონაწილეობას იღებდა "გიგას თასი"-ს ჩემპიონატზე. ჩვენი გუნდი პირველად ასპარეზობდა ქვიშის ფრენბურთში და სირთულეების მიუხედავად მოახერხეს 1/4 ფინალამდე მიღწევა.

            მართალია პირველი ადგილი ვერ მოვიპოვეთ მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს მოთამაშეებმა და სამომავლოდ უკეთ განაგრძობენ ასპარეზობას!

            სკოლის დირექცია მადლობას უხდის გუნდის წევრებს. ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების

        • მეოთხე კლასის ღონისძიება
          • მეოთხე კლასის ღონისძიება

            06/11/2022

            მასწავლებლის პროფესია ღვთისმსახურებაა, სრულყოფილებამდე ძერწავს მოსწავლის სულს და გონებას, რათა სასურველი ნაყოფი გამოიღოს მისმა შემოქმედებამ. მასწავლებლობა ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამარცხებაა. იგი მჭედლობაა აღსაზრდელის ინტელექტისა, თან ყველაზე სათუთი და უხინჯო. აგრეთვე მოძღვრებაა, განათლების საკურთხეველთან რომ მოსავს ბავშვს სიწმინდით. მადლობა ნანა მასწავლებელს და მეოთხე კლასის მოსწავლეებს

        • საქართველოს ისტორიის გააზრება
          • საქართველოს ისტორიის გააზრება

            06/11/2022

            მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ჩვენი სკოლის 1–ლი კლასის მოსწავლემ ბარბარე ყარაგვეზაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში, რისთვისაც სიამაყით გადაეცა სერთიფიკატი.უამრავ წარმატებას ვუსურვებთ პატარა ბარბარეს

        • პრე-კლასი
          • პრე-კლასი

            16/10/2022

            აქტივობა თემაზე: "ნაირფერი შემოდგომა". აპლიკაცია ნატურალური მასალისგან. პედაგოგი მზია წყარუაშვილი.

        • ღია გაკვეთილი
          • ღია გაკვეთილი

            16/10/2022

            შეაბიჯეს ანბანის სამყაროში ჩვენმა საოცრად დიდი სიყვარულით გამორჩეულმა ბავშვებმა. მადლობა ნონა მასწავლებელს ასეთი ლამაზი დღისთვის

        • მასწავლებლის დღე
          • მასწავლებლის დღე

            09/10/2022

            მე_9 კლასის მოსწავლეებმა კონკურსში გამარჯვების შედეგად მიღებული ვაუჩერით შეიძინეს მათთვის სასურველი წიგნები. ასევე სკოლის დირექტორს მათზე ყოველთვის მზრუნველ, თბილ და მოსიყვარულე ადამიანს მადლობის ნიშნად გაუკეთეს მცირე საჩუქარი და მიულოცეს მასწავლებლის დღე!

        • ჩემო ძვირფასებო, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე!
          • ჩემო ძვირფასებო, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე!

            09/10/2022

            მასწავლებლობა მოითხოვს სიბრძნესა და სულის ახალგაზრდობას, შემოქმედებითობასა და დიდ ენერგიას, სიკეთესა და სიყვარულს. მასწავლებელი ყოველთვის იყო და არის მაღალი სულიერი სიძლიერის, ერუდიციისა და ინტელექტის ნიმუში.

            სწავლება მძიმე სამუშაოა, სადაც საჭიროა სუფთა გონება და თბილი გული. ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება იმის დანახვა, რომ ჩვენ მიერ აღზრდილი მოსწავლეები პატიოსანი, განათლებული ადამიანები გახდებიან. მასწავლებლის ძალისხმევის წყალობით უამრავმა ახალგაზრდამ იპოვა ცხოვრების გზა.

            ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ, გლოცავთ, გისურვებთ პროფესიულ და შემოქმედებით წარმატებას თქვენს რთულსა და ფასდაუდებელ საქმეში.

        • English Book Education – მიერ ორგანიზებული პროექტი
          • English Book Education – მიერ ორგანიზებული პროექტი

            09/10/2022

            𝐒𝐮𝐦𝐦𝐞𝐫 𝐑𝐞𝐚𝐝𝐢𝐧𝐠 𝐂𝐡𝐚𝐥𝐥𝐞𝐧𝐠𝐞 ანუ საზაფხულო გამოწვევა კითხვაში, მოსწავლეებს შეეძლოთ ჩართვა, რომლის ფარგლებშიც ბავშვს უნდა შეერჩია თავისი შესაბამისი დონის ინგლისურენოვანი საკითხავი ლიტერატურა და უნდა ჩაეწერათ 1 წუთიანი ვიდეორგოლი და გაეგზავნა პროექტის ორგანიზატორებისთვის. სპეციალურმა ინგლისურენოვანმა ჟიურიმ შეაფასა აღნიშნული ვიდეო. სულ საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებდა 144 ბავშვი და შეფასების შდეგად გამოავლინეს ოქროს და ვერცხლის სერთიფიკატების მფლობელები. ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ანამარია ფიროსმანაშვილმა დაიმსახურა ოქროს სერთიფიკატი. გილოცავთ, ანამარია წარმატებას, შენი ცხოვრების სავალი გზა მუდამ წარმატებებით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს.

        • ტრადიციული ტური
          • ტრადიციული ტური

            11/08/2022

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის თანამშრომლების ყოველწლიური ტრადიციული ტური. ყაზბეგი. ყოველთვის გვიხარია ერთად ყოფნა. საოცარი სილამაზე და სიყვარულით სავსე დღეები

        • ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022
          • ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022

            11/08/2022

            18 ივლისს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დარბაზში გამოვლინდნენ ფინალური ტურის მონაწილეები.

            ფინალში გადავასული სკოლების გარდა მაღალქულიანობის პრინციპით წინასწარი შერჩევით ფინალში ავტომატურად მოხვდა:

            #წმინდამეფევახტანგგორგასლისსახელობისსკოლაინტერნატი

            ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილე სკოლებს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სერთიფიკატი გადასცა სკოლას.

            მადლობა ეკოკლუბის ყველა წევრს:,თეკლა ცაკაშვილს,ელენე სესიტაშვილს,მარიამ კვესაძეს,საბა პირზადოვს,გიორგი კოჭლამაზაშვილს,ნინო ნატროშვილს ,ქეთევან ყაჭაშვილს,მარიამ გიგოლაშვილს,ანასტასია ჯამასპიშვილს წლის განმავლობაში გარემოსა და საზოგადოებისთვის გაწეული შრომისთვის. ასევე მადლობას ვუხდით კონკურსის ჟიურის წევრებს .სკოლის დირექტორს #თეასხირტლაძეს , მშობლებს,პედაგოგებს,მოსწავლეებს აქტიურობისა და გვერდში დგომისთვის.

            მადლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია .

            მადლობა Giorgi Kavteladze Kakhaber Sukhitashvili , Levan Sebiskveradze ,

            .

            თელავში გამართულ ნახევარფინალური შეხვედრის მონაწილეებს აფასებდნენ: ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019) - ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - თამთა გრიგოლია; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი - მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი - ანა მოსიაშვილი.

        • საბავშვო სპექტაკლი  ''რწყილი და წიანწველა''
          • საბავშვო სპექტაკლი ''რწყილი და წიანწველა''

            11/08/2022

            ასე მხიარულად დავასრულეთ სასწავლო წელი. მეორე კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა,, და დამსწრე საზოგადოების ოვაციები დაიმსახურეს. ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ, ბავშვებო!

        • გამოსაშვები საღამო
          • გამოსაშვები საღამო

            11/08/2022

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს ღონისძიებით "მართლაც ზღაპრული ქვეყნიდან, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ!" ლექსებით, ჩანახატებითა და სიმღერებით მოსწავლეებმა გააცოცხლეს ბავშვობის მოგონებები. ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. დასასრულს მან სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მოსწავლეებს უსურვა ბედნიერი, ლაღი ბაავშვობა და შემდგომი წარმტებები.