დაწყებითების კათედრამ მეექვსე კლასში ინტელექტუალური კონკურსი ჩაატარა
სიახლეები
ინტელექტუალური კონკურსი
12/05/20251
დედაენის დღე
12/05/2025წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღის ღონისძიებაზე, მოაწყვეს ასო-ბგერების მოდების ჩვენება მშობლების მონაწილეობით, წაიკითხეს ლექსები და გამოცანები.
43
ჩვენი სკოლა მასპინძლის როლში
23/04/2025ახალგაზრდული იდეა დაბრუნდა!
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტების განხილვა უკვე დასრულდა, და შერჩეულ გუნდებთან გასაუბრებაც შედგა!
გილოცავთ მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ ახალგაზრდას, ვინც ამ პროცესში ჩაერთო!
თქვენი იდეები ცვლიან რეალობას და სწორედ ასე იქმნება უკეთესი მომავალი!
დაელოდეთ შედეგებს და ახალ ეტაპებს!
შესანიშნავი საქმე იწყება ახლა — ერთად შევცვალოთ დედოფლისწყარო უკეთესობისკენ!
პ.ს. დიდ მადლობას ვუხდით დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლას და დირექტორს სივრცის დათმობისთვის და თბილი გარემოს შექმნისთვის!
4
9 აპრილი
23/04/2025– დღე მწუხარებისა და დღე სიხარულისა... დღეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 36 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილი სამუდამოდ დარჩა ჩვენს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ბედნიერი დღე. დღე, როცა თავისუფლების სურვილმა გადააჭარბა შიშს, რომელსაც 21 ჩვენი თანამემამულე შეეწირა.
ამ ტრაგიკულ დილას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეების, თავისუფლებამოწყურებული ქართველი ხალხის დარბევა დაიწყო..
უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი... მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე) საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ,,აღსრულდა ნება ქართველი ერისა"...
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა პატივი მიაგო 9 აპრილის გმირებს, რომლებიც მტკიცედ იდგნენ 9 აპრილის დღეს და უკან დახევაზე არც უფიქრიათ -
”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი! ღმერთს შევფიცეთ!”
17
დედის დღე
23/04/2025წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული ,,დედის დღე" მშობლებს თბილი და საალერსო სიტყვებით მიულოცეს:,, დედა სიცოცხლის დასაბამია, წყაროა სიკეთის, უნუგეშოთა ნუგეში, ურწმუნოთა რწმენა", მიუძღვნეს სიმღერები და ცეკვები. მხიარული ვიქტორინა ჩაატარეს მშობლებთან ერთად,დარბაზში დახატული კარიკატურებით და დამახასიათებელი სიტყვებით ამოიცნეს დედებმა და შვილებმა ერთმანეთი.ღონისძიება დამთავრდა მშობლებთან ლამაზი ვალსის შესრულებით.
24
გაზაფხულის მობრძანება
23/04/2025მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ღონისძიება. (დამრიგებელი ნონა პოპიაშვილი), რომელიც მიუძღვნეს გაზაფხულის მობრძანებასა და დედის დღეს. ,,ამბობენ, დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. არასოდეს გვენახოს თქვენს თვალებზე ცრემლი ძვირფასო დედობო!"
6
საგანმანათლებლო-შემეცნებით ტური
12/04/2025,,მოგზაურობა ხელნაწერების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნის საგანძურში’’ ასე დავარქმევდით ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეონა ღონღაძის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის. ტურის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში მოინახულეს უძველესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში კი მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ვორქშოფში ,, ქართული ანბანი და მისი განვითარების სახეები’’, ასევე დაათვალიერეს მწერლის მემორიალური ნივთები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, ხელნაწერების თავგადასავალის მოსმენის შემდეგ უფრო მეტად დააფასეს ჩვენი კალიგრაფები, ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები, თუნდაც მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის ფასდაუდებელი გმირობა.
დღის დასასრულს კი, თავისუფალ თეატრში სტუმრობამ გაახარა და დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები. ,,ჯინსების თაობა’’ ყველა დროის საუკეთესო სპექტაკლია.
უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მშობლებს, სკოლას, მოსწავლეებს, რადგან რომ არა თქვენი თანადგომა და გვერდში დგომა ეს დღე არ შედგებოდა.
19
შეხვედრა
12/04/2025პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან შეხვედრა. საინტერესო და მრავლისმომცველი
შემოქმედებითი დავალება
12/04/2025ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს შემოქმედებითი დავალება. შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ააწყეს აპლიკაციები, შემდეგ კი მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია.
5
ინტეგრირებული სწავლება
05/03/2025ნებისმიერი სასკოლო საგანი ამა თუ იმ ნიშნით უკავშირდება სხვადასხვა საგნებს, ამ მხრივ არც მუსიკაა გამონაკლისი. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
მუსიკას შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება.სპორტი_ ამ საგანში აქტიური ჩართულობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი ,,მუსიკა და სპორტი",რომელიც ასევე დავუკავშირეთ სასკოლო პროექტს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".მოსწავლეებმა ისაუბრეს სპორცმენებზე ,რომლებსაც გააჩნიათ მუსიკალური ნიჭიც.შეასრულეს რიტმული აქტივოვა.
პედაგოგები : ევგენია ხუციშვილი და თეა უჩავა
13
ინტეგრირებული სწავლება
05/03/2025თანამედროვე განათლების სივრცეში ინტეგრირებული სწავლება ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მისი მიზანია სხვადასხვა საგანს შორის კავშირის გაღრმავება და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა.
დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეთერთმეტე კლასში შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძის არაჩვეულებრივი პოემა ,,განდეგილი" და დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთან -კატეხიზმო.
ქართული ენა და ლიტერატურა და კატეხიზმო ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, რადგან ორივე საგანი ადამიანის სულიერ და კულტურულ განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული გაკვეთილით შევეცადეთ, დაგვეკავშირებინა ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ქრისტიანულ ფასეულობებთან, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების არა მხოლოდ ენისა და ლიტერატურის ცოდნის გაღრმავებას, არამედ ეთიკურ-სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ მომზადებული წერითი დავალება ,,რამ დაღუპა განდეგილი", შემდეგ კი ჩვენი სკოლის კატეხიზმოს პედაგოგი და არაჩვეულებრივი მოძღვარი, მამა გიორგი მაძღარაშვილი ესაუბრა მათ ასკეტიზმის შესახებ.
ინტეგრირებული გაკვეთილი გამოვიდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი მამა გიორგისა და მოსწავლეებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი.
კატეხიზმოს პედაგოგი: მღვდელი გიორგი მაძღარაშვილი.
შემოქმედება
05/03/2025წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა. მეხუთე კლასი. საგანი: ჩვენი საქართველო. შემოქმედებითი დავალება. ,,იმერული ოდა სახლი". მარიამ ყოჩიაშვილის და მარიამ დარეჯანაშვილის ნამუშევრები.
ოქროს და ვერცხლის მედალოსნები
01/03/2025დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებით კურსდამთავრებულებს მედლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გელა სამუკაშვილმა და მალხაზ მერაბიშვილმა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჯანაშვილმა გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონია წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
2022-2023 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლა მედალზე ოცდათვრამეტმა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 29 მათგანი ოქროს, ხოლო 9 ვერცხლის მედალოსანია.
17
წიგნის საჯარო კითხვის კვირეული
01/03/2025ა(ა)იპ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დაწყებითი კათედრა შეუერთდა წიგნის საჯარო კითხვის კვირეულს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდი მხატვრული ლიტერატურიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე, შემდეგ კი შეასრულეს წაკითხული ნაწარმოებების ილუსტრაციები.
20
პროექტი ხორნაბუჯის ციხის შესახებ
17/02/2025მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ხორნაბუჯის ციხის შესახებ, რომლის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია: მუზეუმში, ბიბლიოთეკაში და რედაქციაში. პროექტის ფარგლებში გამოუშვეს კედლის გაზეთი, წარადგინეს ვიდეორგოლი და სლაიდშოუ ასევე დაამზადეს ბუკლეტები.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
10/02/2025სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი"ს ფარგლებში, საგანი-მოქალაქეობა. თემა - ჯანსაღი კვება.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს მოცემული თემის შესახებ, წარმოადგინეს ჯანსაღი საკვები საუზმისთვის. მოძიებული ინფორმაციები გააცნეს მეგობრებს.
პროექტის მიზანი: გავარკვიოთ,, რა ითვლება ჯანსაღ საკვებად საუზმეზე.
6
ბიო ტექნოლოგიების კვირეული
10/02/2025ბიო ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს პროექტი ,,ჭკვიანი ნიღაბი”
ჭკვიანი ნიღაბი ჟიურის ერთ-ერთი რჩეული პროტოტიპია, რომელიც ამოიცნობს სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ ვირუსებს და შედეგად უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის მონიტორინგს მცირე დროში.
სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
10/02/2025მე და საზოგადოება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევხვდებით წინადადებას ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".
სკოლამ საგნების სწავლა_სწავლების, სასკოლო პროექტების,სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი უნდა'შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიფრებას. მესამე კლასის მოსწავლეებმა ,პედაგოგი ევგენია ხუციშვილი,მე და საზოგადოების გაკვეთილზე ისაუბრეს ამ თემასთან დაკავშირებით,წარმოადგინეს პრეზენტაციები.
12
,,დეზინფორმაციასთან ბრძოლა''
05/02/2025ComCom-ის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად, უფროსკლასელების კატეგორიაში ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სკოლის VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გადაეცათ სერტიფიკატები.
,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"
05/02/2025სასკოლო პროექტი ,, ჯანსაღი ცხოვრების წესი"
ჯანსაღი კვება
;,,კანფეტები"
ჯანსაღი კბილები , ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოსწავლეებმა იმსჯელეს მოცემული თემის შესახებ, გააკეთეს კედლის გაზეთი. მოძიებული ინფორმაციები გააცნეს მეგობრებს.
პროექტის მიზანი: გავარკვიოთ, რითია მავნებელი კანფეტები, რა ითვლება ჯანსაღ საკვებად.
8
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2026
- სექტემბერი 2026
- ივლისი 2026
- ივნისი 2026
- მაისი 2026
- დეკემბერი 2025
- სექტემბერი 2025
- ივლისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- ყველა