მოხარულები ვართ გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ქეთევან ყაჭაშვილმა, წარმატებით გაიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული FLEX (Future Leaders Exchange) პროგრამის ყველა ეტაპი და გახდა ფინალისტი
ეს წარმატება განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან კონკურენცია პროგრამაში ძალიან მაღალია ყოველწლიურად FLEX-ზე მონაწილეობას ათიათასობით მოსწავლე იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ფინალისტი ხდება მხოლოდ მცირე პროცენტი (დაახლოებით 2-3%-ზე ნაკლები) საქართველოდანაც ათასეულობით აპლიკანტიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული გადის საბოლოო ეტაპამდე
ამ გამარჯვების მიღმა თვეების განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომა დგას ქეთიმ გაიარა ურთულესი კონკურსი, რომელიც რამდენიმე გადამწყვეტ საფეხურს მოიცავდა
I ეტაპი: აპლიკაცია და სამი ესე სადაც საკუთარი პიროვნება, ლიდერული თვისებები და ფასეულობები უნდა წარმოეჩინა
II ეტაპი: ინგლისური ენის კომპლექსური ტესტირება
III ეტაპი: ინდივიდუალური ინტერვიუ, ჯგუფური აქტივობები და კიდევ სამი ესეს დაწერა შეზღუდულ დროში (45 წუთში) ასევე, ვრცელი აპლიკაციის მომზადება, რომელიც მოიცავდა მის მიღწევებს, აქტივობებს, წერილს მასპინძელი ოჯახისთვის, აკადემიურ ნიშნებსა და რეკომენდაციებს
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქეთისთვის ეს გზა მხოლოდ გამარჯვებებით არ ყოფილა მოკირწყლული ამ დიდ წარმატებამდე იყო ბევრი მცდელობა, უძილო ღამეები და არაერთი იმედგაცრუება თუმცა სწორედ მისმა ნებისყოფამ არ დანებებულიყო და ყოველი „არა“-ს შემდეგ უფრო მეტი ემუშავა საკუთარ თავზე მიიყვანა იგი ამ საოცარ შედეგამდე
პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ის მთავრობის მიერ ქეთი მიიღებს სრულ სტიპენდიას, რომელიც ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და სწავლის ხარჯებს ის ერთი სასწავლო წლით ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს, ამერიკულ სკოლაში მიიღებს განათლებას და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც .
ჩვენი სკოლა ამაყობს ქეთევანით ვუსურვებთ მას ამერიკაში წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე წელს შენი მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დაუღალავი შრომითა და მიზანდასახულობით ყველა მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია