სიახლეები

        • მეექვსე კლასი ოპერის სამყაროში!
          • მეექვსე კლასი ოპერის სამყაროში!

            26/05/2025

            "საოპერო თეატრები და ლადო ათანელი"

            გაკვეთილი გამორჩეული იყო არა მხოლოდ ხელოვნებისადმი გამოჩენილი ინტერესით, არამედ იმითაც, რომ მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, ბატონ ლადო ათანელს, რომელიც წარმოშობით სწორედ ჩვენი რაიონიდან – დედოფლისწყაროდანაა.

            ლადო ათანელი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ბარიტონია.

            გაკვეთილი იყო ინფორმაციული, მოსწავლეებმა უკეთ გაიგეს, თუ როგორ შეიძლება მცირე ქალაქიდან წამოსულმა ადამიანმა მსოფლიო სცენამდე მიაღწიოს.ან ნებისმიერ სფეროში მიაღწიოს წარმატებას.

        • ყოფითი ხმები მუსიკაში და ზრუნვა ბუნებაზე
          • ყოფითი ხმები მუსიკაში და ზრუნვა ბუნებაზე

            26/05/2025

            პირველი კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე საინტერესო და შემოქმედებითად გაატარეს დრო.

            გაკვეთილის თემას წარმოადგენდა ყოფითი საგნების ხმები მუსიკაში. პატარებმა მოუსმინეს მუსიკალურ ფრაგმენტებს და ამოიცნეს სხვადასხვა საგნების – ჩაქუჩის, ხერხის და სხვა იარაღების – ხმები. შემდეგ კი იფიქრეს, სად და როგორ იყენებენ ამ იარაღებს ცხოვრებაში.

            მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ეს იარაღები შეიძლება სასარგებლო იყოს ჩიტებისთვის ბუდეების დასამზადებლად

            მცირე ჯგუფებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა ბუდეები დაამზადეს და სკოლის ეზოში, სკვერში არსებულ ხეებზე ჩამოკიდეს. ეს იყო არა მხოლოდ მუსიკის, არამედ შემოქმედებითობის, ზრუნვისა და ეკოლოგიური ცნობიერების გაკვეთილი.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            13/05/2025

            ჩვენს სკოლაში X კლასის მოსწავლეების: მარიამ კვესაძის, ნინო ნატროშვილისა და ელენე გიგაურის ნახატების გამოფენა მოეწყო.

        • მოკლემეტრაჟიანი ფილმი
          • მოკლემეტრაჟიანი ფილმი

            13/05/2025

            სკოლის ცხოვრების ნაწილია შემოქმედება, კრეატიულობა და გუნდური მუშაობა. სწორედ ამ პრინციპებით გადაიღეს ჩვენი მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მახე მშობლებისთვის".. ფილმი არა მხოლოდ მათი იდეით და თამაშით შეიქმნა – მუსიკალური გაფორმებაც თავად ბავშვებმა შეარჩიეს და დაამუშავეს.

        • სხვა და სხვა აქტივობები
          • სხვა და სხვა აქტივობები

            12/05/2025

            მიმდინარე სასწავლო წლის მარტის თვეში “საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა) გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით გამოცხადდა საგრანტო პროექტი „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ’’ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ საგრანტო პროეტში მონაწილოება მიიღეს ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა და სკოლისათვის მოიპოვეს დაფინანსება. საგრანტო იდეის ბიუჯეტი შეადგენდა 700 ლარს, რის საშუალებითაც შევიძინეთ მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურები,რომელიც დაყენდა სკოლის მიმდებარე შენობის ფასადზე, საღამოს სკოლის ტერიტორიას უფასო დენი მიეწოდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, მონაწილოება მიიღეს საინფორმაციო-შემეცნებით აქტივობებში. მადლობა თეონა ღონღაძეს და ნელი საბიაშვილს ჩვენი მოსწავლეების გვერდში დგომისთვის.

        • „Career Hunter Camp 2025“
          • „Career Hunter Camp 2025“

            12/05/2025

            ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ლუკა ყაჭაშვილმა, წარმატებით მიიღო მონაწილეობა
            „Career Hunter Camp 2025“ში, რომელიც ალტე უნივერსიტეტის, აბიტურიენტების კლუბისა და ბაქსვუდის სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

            ლუკა 600 აპლიკანტიდან შერჩეულ 50 გამორჩეულ მონაწილეს შორის მოხვდა და ბანაკში სამდღიანი ინტენსიური გამოცდილება მიიღო.

            მან მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების ტრენინგებში, უნივერსიტეტის დეკანებთან და დარგის ექსპერტებთან შეხვედრებში, გუნდური ამოცანების გადაჭრაში და დასასრულს, საკუთარი მომავალი პროფესიის შესახებ პრეზენტაცია მოამზადა.

            ლუკას გუნდი – კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით – გამარჯვებულად დასახელდა და პროექტის ხარისხისა და კრეატიულობისთვის თითოეულ მონაწილეს ალტე უნივერსიტეტმა 1000 ლარიანი სასწავლო გრანტი გადასცა!

            ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე ასე ღირსეულად წარსდგა მომავალ პროფესიონალებთან ერთად!

        • ჩვენი სკოლა მასპინძლის როლში
          • ჩვენი სკოლა მასპინძლის როლში

            23/04/2025

            ახალგაზრდული იდეა დაბრუნდა!

            საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტების განხილვა უკვე დასრულდა, და შერჩეულ გუნდებთან გასაუბრებაც შედგა!

            გილოცავთ მონაწილეებს და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ ახალგაზრდას, ვინც ამ პროცესში ჩაერთო!

            თქვენი იდეები ცვლიან რეალობას და სწორედ ასე იქმნება უკეთესი მომავალი!

            დაელოდეთ შედეგებს და ახალ ეტაპებს!

            შესანიშნავი საქმე იწყება ახლა — ერთად შევცვალოთ დედოფლისწყარო უკეთესობისკენ!

            პ.ს. დიდ მადლობას ვუხდით დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლას და დირექტორს სივრცის დათმობისთვის და თბილი გარემოს შექმნისთვის!

        • 9 აპრილი
          • 9 აპრილი

            23/04/2025

            – დღე მწუხარებისა და დღე სიხარულისა... დღეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 36 წელი გავიდა.

            1989 წლის 9 აპრილი სამუდამოდ დარჩა ჩვენს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ბედნიერი დღე. დღე, როცა თავისუფლების სურვილმა გადააჭარბა შიშს, რომელსაც 21 ჩვენი თანამემამულე შეეწირა.

            ამ ტრაგიკულ დილას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეების, თავისუფლებამოწყურებული ქართველი ხალხის დარბევა დაიწყო..

            უხმოდ ებრძოდა ერთმანეთს ჯარი და უიარაღო ხალხი... მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს (31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე) საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა ,,აღსრულდა ნება ქართველი ერისა"...

            ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა პატივი მიაგო 9 აპრილის გმირებს, რომლებიც მტკიცედ იდგნენ 9 აპრილის დღეს და უკან დახევაზე არც უფიქრიათ -

            ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი! ღმერთს შევფიცეთ!”

        • დედის დღე
          • დედის დღე

            23/04/2025

            წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული ,,დედის დღე" მშობლებს თბილი და საალერსო სიტყვებით მიულოცეს:,, დედა სიცოცხლის დასაბამია, წყაროა სიკეთის, უნუგეშოთა ნუგეში, ურწმუნოთა რწმენა", მიუძღვნეს სიმღერები და ცეკვები. მხიარული ვიქტორინა ჩაატარეს მშობლებთან ერთად,დარბაზში დახატული კარიკატურებით და დამახასიათებელი სიტყვებით ამოიცნეს დედებმა და შვილებმა ერთმანეთი.ღონისძიება დამთავრდა მშობლებთან ლამაზი ვალსის შესრულებით.

        • საგანმანათლებლო-შემეცნებით ტური
          • საგანმანათლებლო-შემეცნებით ტური

            12/04/2025

            ,,მოგზაურობა ხელნაწერების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნის საგანძურში’’ ასე დავარქმევდით ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეონა ღონღაძის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით ტურს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის. ტურის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში მოინახულეს უძველესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში კი მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ვორქშოფში ,, ქართული ანბანი და მისი განვითარების სახეები’’, ასევე დაათვალიერეს მწერლის მემორიალური ნივთები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, ხელნაწერების თავგადასავალის მოსმენის შემდეგ უფრო მეტად დააფასეს ჩვენი კალიგრაფები, ჩვენი ქვეყნის საამაყო გმირები, თუნდაც მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილის ფასდაუდებელი გმირობა.

            დღის დასასრულს კი, თავისუფალ თეატრში სტუმრობამ გაახარა და დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები. ,,ჯინსების თაობა’’ ყველა დროის საუკეთესო სპექტაკლია.

            უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მშობლებს, სკოლას, მოსწავლეებს, რადგან რომ არა თქვენი თანადგომა და გვერდში დგომა ეს დღე არ შედგებოდა.

        • შემოქმედებითი დავალება
          • შემოქმედებითი დავალება

            12/04/2025

            ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს შემოქმედებითი დავალება. შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ააწყეს აპლიკაციები, შემდეგ კი მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია.

        • ინტეგრირებული სწავლება
          • ინტეგრირებული სწავლება

            05/03/2025

            ნებისმიერი სასკოლო საგანი ამა თუ იმ ნიშნით უკავშირდება სხვადასხვა საგნებს, ამ მხრივ არც მუსიკაა გამონაკლისი. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

            მუსიკას შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება.სპორტი_ ამ საგანში აქტიური ჩართულობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.

            ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი ,,მუსიკა და სპორტი",რომელიც ასევე დავუკავშირეთ სასკოლო პროექტს ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".მოსწავლეებმა ისაუბრეს სპორცმენებზე ,რომლებსაც გააჩნიათ მუსიკალური ნიჭიც.შეასრულეს რიტმული აქტივოვა.

            პედაგოგები : ევგენია ხუციშვილი და თეა უჩავა

        • ინტეგრირებული სწავლება
          • ინტეგრირებული სწავლება

            05/03/2025

            თანამედროვე განათლების სივრცეში ინტეგრირებული სწავლება ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მისი მიზანია სხვადასხვა საგანს შორის კავშირის გაღრმავება და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა.

            დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეთერთმეტე კლასში შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძის არაჩვეულებრივი პოემა ,,განდეგილი" და დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთან -კატეხიზმო.

            ქართული ენა და ლიტერატურა და კატეხიზმო ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, რადგან ორივე საგანი ადამიანის სულიერ და კულტურულ განვითარებას ემსახურება.

            აღნიშნული გაკვეთილით შევეცადეთ, დაგვეკავშირებინა ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ქრისტიანულ ფასეულობებთან, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების არა მხოლოდ ენისა და ლიტერატურის ცოდნის გაღრმავებას, არამედ ეთიკურ-სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.

            მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ მომზადებული წერითი დავალება ,,რამ დაღუპა განდეგილი", შემდეგ კი ჩვენი სკოლის კატეხიზმოს პედაგოგი და არაჩვეულებრივი მოძღვარი, მამა გიორგი მაძღარაშვილი ესაუბრა მათ ასკეტიზმის შესახებ.

            ინტეგრირებული გაკვეთილი გამოვიდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი მამა გიორგისა და მოსწავლეებს.

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი.

            კატეხიზმოს პედაგოგი: მღვდელი გიორგი მაძღარაშვილი.

        • შემოქმედება
          • შემოქმედება

            05/03/2025

            წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა. მეხუთე კლასი. საგანი: ჩვენი საქართველო. შემოქმედებითი დავალება. ,,იმერული ოდა სახლი". მარიამ ყოჩიაშვილის და მარიამ დარეჯანაშვილის ნამუშევრები.

        • ოქროს და ვერცხლის მედალოსნები
          • ოქროს და ვერცხლის მედალოსნები

            01/03/2025

            დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

            2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებით კურსდამთავრებულებს მედლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გელა სამუკაშვილმა და მალხაზ მერაბიშვილმა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჯანაშვილმა გადასცეს.

            დაჯილდოების ცერემონია წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

            2022-2023 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლა მედალზე ოცდათვრამეტმა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 29 მათგანი ოქროს, ხოლო 9 ვერცხლის მედალოსანია.

        • წიგნის საჯარო კითხვის კვირეული
          • წიგნის საჯარო კითხვის კვირეული

            01/03/2025

            ა(ა)იპ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დაწყებითი კათედრა შეუერთდა წიგნის საჯარო კითხვის კვირეულს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდი მხატვრული ლიტერატურიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე, შემდეგ კი შეასრულეს წაკითხული ნაწარმოებების ილუსტრაციები.