• მილოცვა
          • მილოცვა

            27/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს თეონა ღონღაძეს მიენიჭა მენტორის სტატუსი. ვულოცავთ თეონას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მისი პედაგოგიური ღვაწლი ყოფილიყოს მუდამ დაფასებული წარმატება დიდი შრომის შედეგია და ჩვენ ვამაყობთ შენით

        • შეჯიბრი აფორიზმების ცოდნაში
          • შეჯიბრი აფორიზმების ცოდნაში

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეათე კლასში, შევისწავლეთ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გავმართეთ ყოველწლიური შეჯიბრი აფორიზმების ცოდნაში!

            გაიმარჯვა ლუკა ყაჭაშვილმა და გადავეცი საჩუქრად წიგნი!

            ვულოცავ გამარჯვებულს და მადლობას ვუხდი მონაწილეებს!

            პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი

        • "აჰა" მომენტის პრეზენტაცია
          • "აჰა" მომენტის პრეზენტაცია

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის საკონფერენციო დარბაზში, დღეს ჩატარდა პიროვნული განვითარების დღიურის-"აჰა" მომენტის პრეზენტაცია.ავტორს-სოფიო შანშაშვილს, მოწვეული ჰყავდა სტუმრები: ეთერ მაზანაშვილი(ფსიქოლოგი,PCC ქოუჩი) და ნინო ეფხოშვილი(ქოუჩი, ტრენერი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, წარმატების სკოლის დამფუძნებელი და ამერიკის N1 წარმატების ქოუჩის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში), რომლებმაც გვაჩუქეს ძალიან საინტერესო ტრენინგები.

        • ჩვენი ჩემპიონი ბიჭი
          • ჩვენი ჩემპიონი ბიჭი

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლუკა თეთვაძემ, იასპარეზა კიკბოქსინგში, დაამარცხა მეტოქე და მოიპოვა პირველი ადგილი.

            ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

        • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".
          • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდ გორგასალის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული უფროსასაკობრივი ჯგუფის რეგიონულ ტურში,

            ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას".

            ძველი და ახალი აღთქმის კითხვების მიხედვით ჩვენმა ჯგუფმა მოიპოვა პირველი ადგილი, 26 ქულა და პლუს ერთი ქულით გადავიდა მეორე ტურში.

            მონაწილეები: გიორგი ალუღიშვილი, მარიამ იაკობიშვილი, თებრონია ლომსაძე ლალიანა უთრუთაშვილი.

            გუნდის კაპიტანი: ლალიანა უთრუთაშვილი.

            მონაწილეებს გალობითა და ხალხური სიმღერით ამხნევებდა ჩვენი სკოლის მგალობელთა გუნდი.

            გუნდის წევრები: იოვანე შიუკაშვილი, თომა ლომსაძე, დარეჯან ნასრაშვილი და ნინო ალუღიშვილი.

        • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”
          • ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

            11/04/2023

            2023 წლის 3 აპრილს გაიმართა კახეთის რეგიონალური ტური ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სხვადასხვა სკოლები.

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის გუნდმა "გორგასალი" წარმატებით ისპარეზა, დაიკავა პირველი ადგილი და შედეგ ტურში გადავიდა +1 ქულით.

            გუნდის კაპიტანი:

            ქეთევან ყაჭაშვილი

            გუნდის წევრები:

            მარიამ კვესაძე

            ელენე გიგაური

            ელენე სესიტაშვილი

            პედაგოგი:ნელი აფციაური

            სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობლები და სიმღერები.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ინტერნატში მოეწყო ნინო ბეგაშვილის, ნინო ნატროშვილის, მარიამ და ქეთევან კვესაძეების, ანდრია ზუბიაშვილის მიერ შესრულებული ზღაპრის ილუსტრაციების გამოფენა. მადლობა ჩვენს შემოქმედ მოსწავლეებს მრავალფეროვანი, საინტერესო ნამუშევრებისთვის და პედაგოგს ქეთევან საბიშვილს აქტიური და ნაყოფიერი შრომისათვის

        • მე და საზოგადოება
          • მე და საზოგადოება

            11/04/2023

            ,,კამფეტები"

            სასკოლო პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი.

            მესამე კლასი

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს თუ როგორ შეიქმნა კამფეტი, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს მის ხშირ გამოყენებას.საუბარი შეეხო ასევე გარემოს ,სადაც ხშირად ვხვდებით ნარჩენებს, მათ შორის კამფეტების ქაღალდებს.მათ ქაღალდები გამოიყენეს და შექმნეს საინტერესო ნახატები.

            მდგრადი განვითარების 17 მიზანი ერთმანეთს უკავშირდება მჭიდროდ. დღევანდელი პრეზენტაციები ეხებოდა მიზნებს: 3 _ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, 4_ხარისხიანი განათლება და 12_ მდგრადი მოხმარება და წარმოება

        • მათემატიკის ოლიმპიადა
          • მათემატიკის ოლიმპიადა

            11/04/2023

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა- ინტერნატის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2022 წლის შემოდგომის სეზონში. წარმატებული მონაწილეები გეგა მანგოშვილი, თორნიკე ნატროშვილი და გიორგი ოზაშვილი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

            უამრავ წარმატებას გისურვებთ, ბავშვებო!

        • მუსიკის კვირეული
          • მუსიკის კვირეული

            11/04/2023

            მუსიკა და ბავშვები

            მეორე და მეხუთე კლასი

            ჯგუფური მუშაობა

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,კედლის გაზეთები,ჯგუფებმა ერთმანეთს დაუსვეს საინტერესო კითხვები,მოუსმინეს ბეთჰოვენის, ჰაიდნის, მოცარტის ნაწარმიებებს.მათ შორის გაიმართა შეჯიბრი კითხვებში, მუსიკის ამოცნობასა და ასევე მათთვის ყველაზე საინტერესო აქტივობაში ,,რა დევს ყუთში?"

        • მუსიკის კვირეული
          • მუსიკის კვირეული

            11/04/2023

            ბავშვები და მუსიკა

            ხმების მრავალფეროვნება

            მეორე კლასი

            ,,უსინათლო გოგონა და ძაღლი"

            მოსწავლეებმა მოსმენილი მასალის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაციები.

        • მუსიკის კვირეული
          • მუსიკის კვირეული

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.

            ,,მუსიკა და ბავშვები"

            მეოთხე კლასი

            ვენის კლასიკოსები.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გააკეთეს კედლის გაზეთები, დახატეს კომპოზიტორების პორტრეტები და მოისმინეს მოცარტის, ბეთჰოვენის, ჰაიდნის მუსიკალური ნაწარმოებები.

        • "მთელი მსოფლიო ერთ თაროზე"
          • "მთელი მსოფლიო ერთ თაროზე"

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე–4 კლასელებისათვის ჩატარდა ღონისძიება"მთელი მსოფლიო ერთ თაროზე".გეგმის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ისრაელის ქვეყანას. ღონისძიება ჩატარდა სკოლის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დედა სერაფიმა

        • სპორტი
          • სპორტი

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ჯინაშვილი, მონაწილეობდა საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატზე დედოფლისწყაროს გუნდში "Eastside".
            ახლახან დასრულდა პირველი ეტაპი და აღნიშნული ჯგუფი, უმაღლესი ქულებით გადავიდა მეორე ეტაპზე.
            ჩვენი მოსწავლე, ნიკოლოზ ჯინაშვილი, გუნდში ლიბეროს პოზიციაზე თამაშობს. მან ძალიან კარგად იასპარეზა პირველ ტურში და მაყურებელიც გააოცა.
            ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

        • წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე
          • წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

            11/04/2023

            22 მარტი _ მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე. წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია "წყალი" და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისთვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.