• დაუნის სინდრომის დღე
          • დაუნის სინდრომის დღე

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.
            სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.
            ისინი ჩვენი მეგობრები არიან!
            მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
            მონაწილეობა მიიღეს მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა

        • სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".
          • სასკოლო პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი".

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მათ აღნიშნეს ,რომ მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, სწორი კვება, ვარჯიში, აღნაგობა. ერთმანეთს გაუზიარეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი წესები.

        • ფოტოგამოფენა
          • ფოტოგამოფენა

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა_ ინტერნატის Vll, Vlll და IX კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგის, ქეთევან საბიაშვილის დახმარებით, სკოლის შესასვლელში გამოფინეს საკუთარი ფოტონამუშევრები.დიდი მადლობა ჩვენ საყვარელ ქეთევან მასწავლებელს და უნიჭიერეს ბავშვებს

        • პის დღე
          • პის დღე

            11/04/2023

            დღეს, 14 მარტს, მსოფლიო მათემატიკურ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღინიშნება პის დღე. ამ დღის აღსანიშნავად წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-10 კლასში ჩატარდა პროექტი-გაკვეთილი. მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს რიცხვი პის განვითარების ისტორია, ადრეული პერიოდიდან დღემდე. დასასრულს, მოისმინეს კომპოზიტორ დევიდ მაკდონალდის მიერ შექმნილი მუსიკა, თუ როგორ ჟღერს პი რიცხვში მძიმის შემდეგ 100 ციფრი.

        • დედის დღე
          • დედის დღე

            11/04/2023

            ა(ა)იპ. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის მეექვსე კლსის მოსწავლეებმა დედებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე. ღონისძიება ემოციებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა მშობლებს და მასწავლებლებს მათ მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს. ყველას გილოცავთ დედის დღეს.

          • ''50 ლიდერი მოსწავლე''

            11/04/2023

            Key counsalting/ ქი ქონსალთინგის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის პროექტი: ''50 ლიდერი მოსწავლე''- კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ანამარია ფიროსმანიშვილმა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ანამარიას იმ ბედნიერი წუთებისათვის, რასაც ის გვანიჭებს თავისი წარმატებებით

        • გაზაფხული
          • გაზაფხული

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი.მეხუთე კლასის ბიჭებმა, გოგონებს ლამაზი ყვავილებით მიულოცეს გაზაფხულის მობრძანება.

        • "ქართული ტრადიციები"
          • "ქართული ტრადიციები"

            11/04/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა -ინტერნატის IV კლასის მოსწავლეებმა საგანში "მე და საზოგადოება" იმუშავეს პროექტზე: "ქართული ტრადიციები". პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.