სიახლეები

        • სტუმრად ,,შირაქის" რედაქიაში
          • სტუმრად ,,შირაქის" რედაქიაში

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა– ინტერნატის მეათე კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ გაზეთ ,,შირაქის" რედაქიას,პროექტისთვის ,,ელია თეზბიტელის ტაძარი" მასალების მოსაძიებლად.

            ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი დაარქივებული მასალები დაათვალიერეს.გარდა ამისა რედაქციის პერსონალმა : ინგა შიოლაშვილმა ,ილია მარტყოფლიშვილმა ესაუბრეს მოსწავლეებს და აუხსნეს თუ როგორ ხდება ყოველკვირეული გაზეთის აწყობა, მასალების მოძიება ,ტექსტის რედაქტირება და გაზეთის გამოსაშვებად მომზადება.რაც ძალიან საინტერესო იყო.რამდენიმე მოსწავლე დაფიქრდა კიდეც სამომავლოდ ამ პროფესიის არჩევაზე.

            მადლობას ვუხდით რედაქციას საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომელიც პროექტის შევსებაში ნამდვილად დაგვეხმარება.

        • ღია პირველობა უშუში
          • ღია პირველობა უშუში

            23/02/2023

            გუშინ სტარტი აიღო თბილისის ღია პირველობამ უშუში, სადაც მონაწილეობას იღებდა დედოფლისწყაროს უშუს გუნდი, მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: იოანე ოგანესიანი და დავით ბუაძე.

            იოვანე ოგანესიანს წილად ხვდა მესამე ადგილი, ხოლო დავით ბუაძემ კი პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალში ვუსურვებთ წარმატებებს.

        • გამოფენა
          • გამოფენა

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. სკოლა_ინტერნატის I კლასის მოსწავლეების მიერ ზამთრის თემაზე შესრულებული ნამუშევრების საკლასო გამოფენა. პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი.

        • ,,სასამართლო,,
          • ,,სასამართლო,,

            23/02/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მერვე კლასში ჩავატარეთ ე.წ. სასამართლო პროცესი მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ გიორგი ლეონიძის მოთხობა ,,მარიტა".

            თითოეული მოსწავლის სურვილი იყო, სასამართლო პროცესზე განგვეხილა მარიტას საქმე, როგორც უდანაშაულო ადამიანისა, ხოლო გაგვესამართლებინა ბალბალუკა და ციციკორე.

            გაკვეთილი გამოვიდა ძალიან განსხვავებული, ინფორმაციული და საინტერესო!

            მადლობა მოსწავლეებს!

            ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი