აგვისტოს ომი ჩვენი ისტორიაა!!! საუკუნო სხსენება სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს!!!
სიახლეები
14 წლის წინ
11/08/2022
ტრადიციული ტური
11/08/2022წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის თანამშრომლების ყოველწლიური ტრადიციული ტური. ყაზბეგი. ყოველთვის გვიხარია ერთად ყოფნა. საოცარი სილამაზე და სიყვარულით სავსე დღეები
44
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022
11/08/202218 ივლისს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დარბაზში გამოვლინდნენ ფინალური ტურის მონაწილეები.
ფინალში გადავასული სკოლების გარდა მაღალქულიანობის პრინციპით წინასწარი შერჩევით ფინალში ავტომატურად მოხვდა:
#წმინდამეფევახტანგგორგასლისსახელობისსკოლაინტერნატი
ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილე სკოლებს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სერთიფიკატი გადასცა სკოლას.
მადლობა ეკოკლუბის ყველა წევრს:,თეკლა ცაკაშვილს,ელენე სესიტაშვილს,მარიამ კვესაძეს,საბა პირზადოვს,გიორგი კოჭლამაზაშვილს,ნინო ნატროშვილს ,ქეთევან ყაჭაშვილს,მარიამ გიგოლაშვილს,ანასტასია ჯამასპიშვილს წლის განმავლობაში გარემოსა და საზოგადოებისთვის გაწეული შრომისთვის. ასევე მადლობას ვუხდით კონკურსის ჟიურის წევრებს .სკოლის დირექტორს #თეასხირტლაძეს , მშობლებს,პედაგოგებს,მოსწავლეებს აქტიურობისა და გვერდში დგომისთვის.
მადლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია .
მადლობა Giorgi Kavteladze Kakhaber Sukhitashvili , Levan Sebiskveradze ,
.
თელავში გამართულ ნახევარფინალური შეხვედრის მონაწილეებს აფასებდნენ: ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი; ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019) - ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - თამთა გრიგოლია; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი - მურო თაკალანძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი - ანა მოსიაშვილი.
7
მე-3 კლასის ღონისძიება
11/08/2022
საბავშვო სპექტაკლი ''რწყილი და წიანწველა''
11/08/2022ასე მხიარულად დავასრულეთ სასწავლო წელი. მეორე კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოადგინეს სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა,, და დამსწრე საზოგადოების ოვაციები დაიმსახურეს. ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ, ბავშვებო!
4
გამოსაშვები საღამო
11/08/2022წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს ღონისძიებით "მართლაც ზღაპრული ქვეყნიდან, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ!" ლექსებით, ჩანახატებითა და სიმღერებით მოსწავლეებმა გააცოცხლეს ბავშვობის მოგონებები. ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. დასასრულს მან სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მოსწავლეებს უსურვა ბედნიერი, ლაღი ბაავშვობა და შემდგომი წარმტებები.
3
მეუფე დიმიტრის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება
11/08/2022ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატში გაიმართა მეუფე დიმიტრის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება.
საქველმოქმედო ღონისძიების დაწყებამდე გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
არ შემიძლია კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და სიყავრულისათვის რასაც თქვენგან ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო მეუფე დიმიტრის გარეშე დღევანდელი ღონისძიების ჩატარება და მასზე წარსულში საუბარი, ჩვენ ერთად, კიდევ ერთხელ შევძელით გვესახელებინა ჩვენი მეუფე.35
ასაქველმოქმედო ღონისძიება
11/08/202214 ივნისს, ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა - ინტერნატში, გაიმართა მეუფე დიმიტრის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება.
პრეზენტაცია
11/08/2022მერვე კლასის მოსწავლეებმა შესწავლილ ნაწარმოებებსა და წაკითხულ ტექსტებზე დაყრდნობით მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, თუ როგორ აისახა კონფლიქტი, კიბერბულინგი, გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები ლიტერატურაში. მოსწავლეების მიერ დაგეგმილ დონისძიებას შემოუერთდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები და გაიმართა საერთო მსჯელობა, დისკუსია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. მოსწავლეებმა აქტუალური თემები დაუკავშირეს საკუთარ ცხოვრებისულ გამოცდილებას. პედაგოგი თეონა ღონღაძე
2
სიახლეების არქივი
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- დეკემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- ივლისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- თებერვალი 2023
- დეკემბერი 2022
- ნოემბერი 2022
- ოქტომბერი 2022
- აგვისტო 2022
- ივნისი 2022
- ყველა