თანამედროვე განათლების სივრცეში ინტეგრირებული სწავლება ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან მისი მიზანია სხვადასხვა საგანს შორის კავშირის გაღრმავება და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა.
დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის მეთერთმეტე კლასში შევისწავლეთ ილია ჭავჭავაძის არაჩვეულებრივი პოემა ,,განდეგილი" და დავგეგმეთ ინტეგრირებული გაკვეთილი საგანთან -კატეხიზმო.
ქართული ენა და ლიტერატურა და კატეხიზმო ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, რადგან ორივე საგანი ადამიანის სულიერ და კულტურულ განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული გაკვეთილით შევეცადეთ, დაგვეკავშირებინა ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ქრისტიანულ ფასეულობებთან, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების არა მხოლოდ ენისა და ლიტერატურის ცოდნის გაღრმავებას, არამედ ეთიკურ-სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ მომზადებული წერითი დავალება ,,რამ დაღუპა განდეგილი", შემდეგ კი ჩვენი სკოლის კატეხიზმოს პედაგოგი და არაჩვეულებრივი მოძღვარი, მამა გიორგი მაძღარაშვილი ესაუბრა მათ ასკეტიზმის შესახებ.
ინტეგრირებული გაკვეთილი გამოვიდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული. მადლობას ვუხდი მამა გიორგისა და მოსწავლეებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მარი ჩალახეშაშვილი.
კატეხიზმოს პედაგოგი: მღვდელი გიორგი მაძღარაშვილი.