სიახლეები

        • ექპერიმენტი
          • ექპერიმენტი

            06/11/2023

            ამ საოცარმა ბავშვებმა დღეს მასწავლებლის როლი მოირგეს და მართლაც, რომ საუცხოო გაკვეთილები ჩაატარეს.

        • მასწავლებლის ეროვნული დღე
          • მასწავლებლის ეროვნული დღე

            06/11/2023

            ძვირფასო მასწავლებლო! სკოლის დირექციის სახელით გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. გისურვებთ უამრავ წარმატებას. თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც თავდაუზოგავად ზრუნავთ მომავალი თაობის აღზრდაში. გვეამაყება, რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრები. 
            აი ასე ლამაზად და სიყვარულით მოგვილოცეს დაწყებითი კლასის მოსწავეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მასწავლებლის ეროვნული დღე
            ეს გულწრფელი სიყვარული და ღიმილი ყველაზე დიდი ჯილდოა თითოეული მასწავლებლისთვის

        • პირველი კლასის მოსწავლეები
          • პირველი კლასის მოსწავლეები

            06/11/2023

            პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანურ ლაბირინთში შებრძანებამდე იებით მოფენილ საკლასო ოთახში წარმოგვიდგინეს ლამაზი ზღაპარი ლამაზ ასო–ბგერებზე, სულ კალმით ნახატებზე ,რომლებიც მთელი დღე შრომობდნენ,სულ წერდნენ და წერდნენ.როცა ასობგერები დამეგობრდებოდნენ ,ჩნდებოდნენ წინადადებები,როცა წინადადებებიც დამეგობრდებოდნენ,ჩნდებოდნენ ამბები,ლექსები და მოთხრობები.

            პატარებმა გააცოცხლეს თანხმოვნები. ტყის სიგრილეში ლურჯთვალა იასთან დამეგობრებულებმა მზის სხივებზე მოიკალათეს...აქტიური და ხალისიანი დღესასწაული დასრულდა დამრიგებლის მიერ გულთბილი მისალოცი ბარათების გადაცემით, რომლის ერთი გვერდი ეთმობოდა მოსწავლის პირველი ხელნაწერისთვის იით გაფორმებულ სურათს.

        • ,,კინგსის"
          • ,,კინგსის"

            06/11/2023

            ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, გაბრიელ სარდალაშვილმა მონაწილეობა მიიღო ,,კინგსის" ოლიმპიადაში და მოიპოვა პირველი ადგილი. ვულოცავთ გაბრიელს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას!

        •  საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსი
          • საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსი

            06/11/2023

            22 ოქტომბერს,თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსის ლაურეატთა გალა კონცერტი და დაჯილდოება. ამ კონკურსში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები, რომლებიც წარსდგნენ ორ გუნდად: რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით, ბიჭების გუნდი ოქროს მედლით და გოგონების გუნდი - ვერცხლის მედლით. ხელმძღვანელი: ნინო ნიკვაშვილი.
            ვულოცავთ, ნინო მასწავლებელს და ბავშვებს ამ წარმატებას.

        • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"
          • "ნახატები ბიბლიურ თემებზე"

            06/11/2023

            გრძელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი "ნახატები ბიბლიურ თემებზე". ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს მესამე ტურის დავალება, ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას! პედაგოგი: ქეთევან საბიაშვილი

        • ლაშქრობა თამარის ციხეზე
          • ლაშქრობა თამარის ციხეზე

            06/11/2023

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატის, პრე- სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზია წყარუაშვილთან ერთად მოაწყვეს საინტერესო ლაშქრობა თამარის ციხეზე. მასწავლებელი პატარებს ესაუბრა ამ ისტორიული ძეგლის შესახებ და დაათვალიერებინა თამარის ციხის მიმდებარე ადგილები. საინტერესო დღე ბავშვებმა ცეკვებით და სიმღერებით დაასრულეს. დიდი მადლობა მშობლებს ასეთი მხარდაჭერისთვის

        • სვეტოვანი დიაგრამები
          • სვეტოვანი დიაგრამები

            06/11/2023

            მე-4 კლასი. თემა: სვეტოვანი დიაგრამები. გაკვეთილი საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა, სადაც ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული.პედაგოგი: ნონა პოპიაშვილი

        • ,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა"
          • ,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა"

            06/11/2023

            სკოლის დასახელება - ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატი

            პროექტის სათაური- „ დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა „

            განხორციელების ვადები-2023 წელი ოქტომბერი- 2024 წლის მაისი

            პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. სკოლამ საგნის სწავლა –სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, საკლუბო აქტივობების საშუალებით ხელი უნდა შეუწყოს:

            ა)ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის .

            ბ)სკოლის საზოგადოების წევრებისათვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას,

            გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

            დ)ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

            პროექტის ხელმძღვანელი :ევგენია ხუციშვილი

            პროექტის განმახორციელებელი გუნდი- I – XI კლასის მოსწავლეები,ქართულის,მათემატიკის,ისტორიის, სამოქალაქო განათლების,ბიოლოგიის,უცხო ენის,გეოგრაფიის,ხელოვნების , მუსიკის, მე და საზოგადოების ,დაწყებითის პედაგოგები.

            პროექტის საერტო ბიუჯეტი –გამოყენებული იქნება სკოლის ბაზაზე არსებული რესურსი.

            პრობლემის დასაბუთება

            კულტურული მემკვიდრეობა ის სიმდიდრეა, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომლის მესაკუთრენიც ყველანი ვართ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მუდამ ყურადღება ექცეოდა ჩვენს ქვეყანაში. საყოველთაოდ ცნობილია , რომ მემკვიდრეობაზე ზრუნვის ყველაზე წარმატებული გზა ახალგაზრდა თაობებისათვის სიძველეების პატივისცემის სწავლებაა. თითოეულ მოქალაქეს გვევალება საკუთარი წვლილი შევიტანოთ მემკვიდრეობის გადარჩენაში .რათა მომავალ თაობას დავუტოვოთ მემკვიდრეობით.ქართული კულტურული მომკვიდრეობის მოვლა გაფრთხილება და პოპულარიზაცია, ერთერთი მნიშვნელოვანია მოზარდი თაობისთვის, ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი დაეხმარება თემს გაეცნონ მათ რაიონში განთავსებულ ისტორიულ ძეგლებს, მოინახულონ, იზრუნონ მათზე და პოპულარიზაცია გაუწიონ.

            აქტივობების ფარგლებში მოვიძიებთ ინფორმაციას ჩვენს რაიონში არსებული ძეგლების შესახებ, მოვინახულებთ, დავასუფთავებთ. პროექტის ფარგლებში მოძიებული და განხორციელებული აქტივობები განთავსდება სკოლის ფეისბუქგვერდზე. ვითანამშრომლებთ ადგილობრივ მუზეუმთან , ბიბლიოთეკასთან .მათი დახმარებით და ჩართულობით შევძლებთ პროექტი საინტერესო და ნაყოფიერი გავხადოთ , ასევე პროექტის ფარგლებში შევხვდებით ქალაქის არქიტექტორს, ბატონ სერგო ქართველიშვილს.

            პროექტის მიზანი და ამოცანები

            პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება რაიონში არსებული კულტურული ძეგლებით. მნიშვნელოვანია სკოლის ბაზაზე ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც წაახალისებს თემს.

            სამიზნე ჯგუფები : მოსწავლე, მასწავლებელი, მშობლები, თემი.

            · მოსწავლე - პროექტის შემუშავების პირველ ეტაპზე მოხდა მოსწავლეთა გამოკითხვა და მათი ინტერესების გათვალისწინებით პრიორიტეტული თემის შერჩევა. დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება და სწავლების მორგება მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებზე ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას პროექტის განხორციელების პროცესში.

            · მასწავლებელი - პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს ჩამოუყალიბდებათ დემოკრატიული ღირებულებები, შეძლებენ საგნის/საგნების ფარგლებში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებას; განივითარებენ თანამშრომლობითი ურთიერთობების უნარებს;

            · მშობლები - მოსწავლეებთან ერთად პროექტში ჩართული არიან მშობლებიც, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან ლექცა/სემინარების, დისკუსია დებატების და სხვა აქტივობების პროცესში. შესაბამისად, მშობლები შვილების სწავლის პროცესში ჩართული არიან როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ბავშვების განათლებასა და სწორ აღზრდას.

            · თემი - მოზარდების, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური საგანმანათლებლო გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც დადებითად აისახება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე;

            პროექტის აქტივობები:

            მოსამზადებელი სამუშაოები:მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინფორმირება, საორგანიზაციო ჯგუფის დაკომპლექტება და პასუხისმგებლობების გადანაწილება;

            პედკოლექტივის შეკრება.

            განსახორციელებელი საქმიანობები:

            1. პროექტის გაცნობა.

            2. რაიონის კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერება.(ხორნაბუჯის ციხე, სერაფიმსაროველის ტაძარი, ელიათეზბიტელის ტაძარი,ოზაანის სამების ტაძრი,არბოშიკის წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის ტაძარი.)

            3. მიტოვებული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება.(გამარჯვების ზღმურდლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი)

            4. მოძიებული ინფორმაციის შეკრება და საინფორმაციო ბროშურების დამზადება

            5. კონფერენცია

            6. კულტურული ძეგლების დასუფთავება

            7. ლაშქრობა

            8. კულტურული ძეგლების ნახატების გამოფენა

            9. კულტურული ძეგლების ფოტოგამოფენა

            10. კულტურული ძეგლების მაკეტების გამოფენა

            11. პრეზენტაციები კულტურული ძეგლების შესახებ

            12. მუზეუმში არსებული ინფორმაციების საშუალებით კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

            13. ბიბლიოთეკაში არსებული ინფორმაციებით კულტურულ ძეგლებზე საუბარი

            14. ეროვნული სამოსის დღე

            15. დოკუმენტური ფილმი –,,გვეამაყება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“

            16. შემაჯამებელი პრეზენტაცია .

            რისკების ანალიზი ( საჭიროებისამებრ, ჩაამატეთ დამატებითი მწკრივები).

            რისკები

            ალბათობა*

            რისკის შემცირების სტრატეგია

            Ø მოსწავლეთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი;

            1. მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეთა წახალისება;

            2. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;

            3.მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;

            4. პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების შეთავაზება მოსწავლეებისთვის;

            5. სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის დეფიციტი

            საშუალო

            6. მშობლებისთვის თანამედროვე სკოლის სტანდარტებისა და მოთხოვნების გაცნობა;

            7.მრავალფეროვანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაციის მექანიზმების გამოყენება;

            8. მშობლების ინიციატივებისა და წინადადებების წახალისება;

            9. მშობელთა სურვილებისა და ინტერესების გამოკითხვა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მათი გათვალისწინება;

            10. სკოლაში მეგობრული და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს შექმნა;

            გარე

            1. მასწავლებელთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი;

            2. მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელთა წახალისება;

            3.მასწავლებლებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა;

            პანდემია

            1. რეგულაციების მკაცრი დაცვა;

            2.დისტანციური განათლების პირობების შემუშავება;

            მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის გეგმა

            პროექტის მიმდინარეობისას პროექტის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს მონიტორინგის გეგმას, განსაზღვრავს მონიტორინგის ფორმებს, შეფასების ინსტრუმენტებს; გამართავს შეხვედრას ყოველთვიურად (თვის ბოლოს); მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის განხორციელებული აქტივობის მიღწეულ შედეგებს (მონაწილე პირთა უკუკავშირის საფუძველზე );

            გაეცნობა წარმოდგენილ მასალას აქტივობის შესახებ.

            ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული ინსტრუმენტების შესაბამისად შეაფასებენ კონკრეტულ აქტივობებს, საჭიროების შემთხვევაში აქტივობის განმახორციელებელ პირს/პირებს მიეცემათ საჭირო რეკომენდაცია.

            N

            მონიტორინგის ფორმა

            ინსტრუმენტი

            დადასტურება

            შეფასება, უკუკავშირი

            1

            დაკვირვება

            დაკვირვების დღიური;

            შევსებული ჩეკლისტები

            შევსებული დაკვირვების დღიური/ჩეკლისტი

            ჩეკლისტის წერილობითი ანალიზი/რეფლექსიები

            2

            გამოკითხვა/ინტერვიუ

            კითხვარები

            შევსებული კითხვარები

            ანალიზი/ რეკომენდაციები

            მოსალოდნელი შედეგები

            • გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, მოხალისეობრივ აქტივობებში ;

            • სასწავლო პროცესში გამოყენებული ინტერდისციპლინური მიდგომების გათვალისწინებით გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.

            • გაიზრდება არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების რაოდენობა.

            • გაიზრდება თემის ჩართულობით განხორციელებული აქტივობების რაოდენობა .

            • გაიზრდება სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის ხარისხი.

            B. თვისებრივი

            Ø მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება და გაეზრდებათ მოტივაცია

            Ø სკოლაში შექმნილია თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის ატმოსფერო, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი ;

            A. რაოდენობრივი (გრძელვადიანი)

            • გაიზრდება ფოკუსირების ხარისხი ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, როგორებიცაა: პრობლემების მოგვარება,

            • თანამშრომლობის უნარ-ჩვევები

            B. თვისებრივი

            • მოსწავლეები შეიძენენ იმ ცოდნას, ღირებულებებსა და უნარებს, რომლებსაც უნდა ფლობდეს პასუხისმგებელი მოქალაქე, თანამედროვე, მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებაში;

            X. პროექტის მდგრადობა

            • პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფთან მუშაობა ხელს შეუწყობს სასკოლო დონეზე დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას. დემოკრატიული კულტურა გახდება სკოლის სტრატეგიული გეგმის ნაწილი. სკოლაში დამკვიდრდება პროექტული სწავლება, რომელიც გახდება სასკოლო სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მოხდება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირება სწავლა–სწავლების ეფექტურობისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი მატერიალური პროდუქტი, პლაკატები, ბუკლეტები, ვიდეო–რგოლები და სხვა იქნება ერთგვარი მასალა პედაგოგებისთვის, რომლებსაც ინტენსიურად გამოიყენებენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობისას, აღნიშნული, ცხადია უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას. პროექტის მდგრადობას, ასევე, განაპირობებს სკოლის სხვადასხვა რგოლს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების სკოლებს შორის , თემთან/გარე სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

        • პროექტი
          • პროექტი

            06/11/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სხელობის სკოლა ინტერნატი
            აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები სასკოლო პროექტთან დაკავშირებით

        • დედოფლისწყაროს  კულტურული  მემკვიდრეობა
          • დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა

            06/11/2023

            პროექტის ფარგლებში მე_9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები და ინგლისურ ენაზე გააკეთეს კედლის გაზეთები _ ,,დედოფლისწყაროს კულტურული მემკვიდრეობა" .
            პედაგოგი მადონა ხუციშვილი.

        • გაცვლითი პროგრამები
          • გაცვლითი პროგრამები

            06/11/2023

            ა(ა) იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის ორი მოსწავლე აგვისტოში იმყოფებოდა თრუსოს ხეობის ბანაკში. ამ ბანაკის ორი ნაკადიდან გერმანია-შვეიცარიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის აარჩიეს თორმეტი ბავშვი, მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, გიორგი ალუღიშვილი. გერმანია-შვეიცაარიის გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავდა ქართული კულტურის წარდგენას ამ ქვეყნებში.

            გერმანიაში მათ უმასპიმძლა ერთ- ერთმა მონასტერმა, სადაც აღევლინა წირვა ქართულ ენაზე და მიეცათ მათ ქართულად გალობის შესაძლებლობაც, ამასთან, რა თქმა უნდა, გაეცნენ იქაური ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და კულტურას.

        • მეშვიდე კლასის მოსწავლე STEM სკოლაში ჩაირიცხა
          • მეშვიდე კლასის მოსწავლე STEM სკოლაში ჩაირიცხა

            04/10/2023

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა–ინტერნატის მეშვიდე კლასის მოსწავლე, თამაზ ალუღიშვილი ჩაირიცხა კომაროვის საშაბათო, STEM სკოლაში. სადაც მოიპოვა საქართველოს ბანკის სტიპენდია. რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლასა და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად დააფინანსებს საქართველოს ბანკი. ულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

        • "მოვიაროთ საქართველოს კუთხეები"
          • "მოვიაროთ საქართველოს კუთხეები"

            04/10/2023

            ფარგლებში ერთ დღიანი ტურებიც აუცილებელია. მოვინახულეთ დაშბაშის კანიონი და ფარავნის ტბა. იწყება ახალი სასწავლო წელი და ჩვენც ვეზადებით, როგორც საქმიანი პროცესებით, ასევე ვიქმნით პოზიტიურ განწობას სასწავლო პროცესის დაწყებისთვის

        • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
          • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

            04/10/2023

            ჩვენი სკოლის ექვსივე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ყველა მოსწავლე ჩაირიცხა სასურველ ფაკულტეტზე.ორმა მოსწავლემ მოიპოვა 50%-იანი გრანტი, ორი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე. ორი კი სასურველ ფაკულტეტზე. თქვენ ყველაზე ნიჭიერი, ღირსეული, მართლმადიდებლური ღირებულებებით აღზრდილი მოსწავლეები ხართ! თქვენ შეძელით და მიაღწიეთ დასახულ მიზანს! გვეამაყებით! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე! არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია!